"ნაპოლიმ" კონტეს სტილში, პრაგმატულად (1:0 ლეჩესთან) მოიგო, იტალიის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ რთული გრაფიკი აქვს. გუნდი თითქმის არ უშვებს და ცოტა გააქვს. ანტონიომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ დასკვნითი 20 წუთი ათამაშა. ლიდერებთან მატჩები "მილანით" იწყება, რომელთაც ნეაპოლელები სერია "ა"-ს მე-10 ტურში ეწვევიან - დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

სატურნირო ცხრილი

მილანელებმა "ბოლონიასთან" წყალდიდობის გამო ვერ ითამაშეს და დასვენებისთვის მეტი დრო ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულმა ბოლოს ამ ტურნირზე იასპარეზა და ათკაციან "ბრიუგეს" (3:1) აჯობა.

"მილანი" "ნაპოლისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ნეაპოლელთა ბოლო (2:1) გამარჯვება მათ წინააღმდეგ "კვარას" პირველი დაპირისპირება იყო, როცა მცველები ვერაფრით აჩერებედნენ და პენალტიც გამოიმუშავა; შემდეგ იყო მწარე მარცხი (0:4) "მარადონაზე", დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ქართველმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა; გასულ სეზონში ძალიან საინტერესო რამ ვნახეთ, "შავ-წითლები" ორი ბურთით იგებდნენ, პოლოტანოს გოლმა და რასპადორის მაგარმა ჯარიმამ კი 2:2 დააფიქსირა. "სან სიროზე" მასპინძლებმა (1:0) მოიგეს. ჩვენებური მეკარე მენიოს კარში პირველი გოლის გატანას ეცდება. მიმდინარე სეზონში, 77-ე ნომერს 4 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი აქვს.

კვარაცხელია და ლეაო

ტიჯანი რაინდერსი, ვინც "ბრიუგეს" დუბლი შეუსრულა, ჩემპიონატის ბოლო ტურში გააძევეს და ახლა არ იქნება. დისკვალიფიცირებულია ტეო ერნანდესიც(ფიორენტინასთან პირდაპირ წითელი ბარათი მიითო და ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა), რომელიც ფილიპო ტერაჩიანომ უნდა შეცვალოს. დიდი ალბათობით, კვარაცხელიასა და კალაბრიას ტრადიციად ქცეული საინტერესო დუელი ვერ შედგება, იტალიელს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, არადა, მილანელთა მწვრთნელ ფონესკას ამის დიდი სურვილი აქვს. მის ადგილას ბრაზილიელ ემერსონს ვნახავთ. გამოვარჩევთ ამერიკელი კრისტიან პულისიჩის კარგ ფორმას, რასაც ლეაოზე ნაკლებად ვიტყვით, მაგრამ

ის მუდამ სახიფათოა. ნეაპოლელთა რიგებში მთავარი ამბავი ლობოტკას მომჯობინებას უკავშირდება. კონტეს მისი თამაში კი სურს, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე არაა, კვლავ გილმორს ვნახავთ.

დღევანდელ შეხვედრაში "ნაპოლის" დისციპლინურობას ველით და თითქოს, ბევრი გოლი არ უნდა ვნახოთ, თუმცა როცა "მილანი" საკუთარ მოედანზეა, ფონესკას გუნდიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: მენიო - ემერსონი, ტომორი, გაბია, ტერაჩიანო - ფოფანა, ლოფტუს-ჩიკი - ჩუკუვეზე, პულისიჩი, ლეაო - მორატა;

ნაპოლი: მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივერა - გილმორი, ანგისა - პოლიტანო, მაკტომინეი, კვარაცხელია - ლუკაკუ.

ოთხშაბათი, 21:30 სთ, ემპოლი(საბა გოგლიჩიძე. საბა საზონოვი ტრავმირებულია) - ინტერი.

დათო
გატეხა, გატეხა ნავსი. კვარა გენაცვალე
რობი
მოკლედ არ უმართლებს ხვიჩას მისი ფლანგის ფეხბურთელებში, სპინაცოლა, მაკტომენე ოლივერა, საერთოდა ვერ იძლევიან შეტევის გამამწვავებელ პასებს, განსაკუთერებით ჩლუნგია მაკტომენე ამ კომპონენტში. დღეს თუ გაიტანა გოლი ხვიჩუნეეზემ ეს იქნება თავიდან ბოლომდე მისი შექმნილი საგოლე მოქმედება
გიუშა
ხვიჩა ბუნებრივადაა დაჯილდოვებული ნიჭით მაგრამ ამ ბოლოს ზარმაცობს,აი ზურიკო უფრო მომწონს, მთელი ჯიგარით თამაშობს
მეგრელი
ნეტა ტყუილად არ იძუნძულოს დღესაც რა. გაინძერი ხვიჩა, ასეულშიც ვერ მოხვდი ოქროს ბურთზე, ძველებურად ქენი საქმე და გაგვახარე თორემ ესე შორს ვერ გაფრინდები წარმატებები
გია პაპა
იმ დროს ბერლუსკონი იყო ცოცხალი.
გენა
სეტანტაზე
მინდია
ჩემი აზრით კარგი ქნა კონტემ, რომ წინა თამაშზე კვარა არ გამოიყვანა სტარტზე, ჯერ ერთი დაასვენა მილამისთვის და მეორე, აჩვენა,რომ არავინ არაა ხელშეუხებელი, რაც მეტ მონდომებას და მოტივაციას შემატებს ჩვენებურს.
გიორგი
რომელ არხზე შეიძლება ვუყურო თამაშს?
გელა
ეეეეხ.მილანის შემადგენლობა წავიკითხე და გულში ეკალმა გამიარა.დიდა-კაფუ,ნესტა,მალდინი,კალაძე-გატუზო,პირლო,ზეედორფი,კაკა-შევჩენკო,ინძაგი..... წარმატება კვარას
გაგიკ ბოლო
კალაბრიას არყოფნით შეიძლება მისი და კვარას ტრადიციული დუელი არ შედგესო
mamuka-ს და სხვებს
მხოლოდ სათაურით გინდათ ყველაფრის გაგება და ზოგიერთი საერთოდ არ კითხულობს. სათაურში ცოტა ინტრიგა უნდა იყოს, ავტორი კი კვარაცხელია-კალაბრიას დუელს გულისხმობს, რომელიც პატივისცემას ეფუძვნება და არა უხეშობას
mamuka
და ჩაშლის შანსი რა შუაშია. ვერაფერი გავიგე.
ამატაკი
ზოგადად "შეთქმულების თეორიები" ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ერთი დეტალი ნამდვილად თვალსაჩინოა. ლეჩესთან თამაშამდე ნეაპოლური პრესა ნერეშის ყველა მოქმედებას ოდებს უძღვნიდა და ისე გათამამდნენ, რომ ლამის კვარას ტოლსწორად ვითომცდა სერიოზულად განიხილავდნენ. ლეჩესთან მატჩის შემდეგ მასზე კრინტი არ დაუძრავთ. ხვიჩას შემთხვევაში ასეთი თამაშის შემდეგ რიგში დაწყებოდნენ, რათა თითოეულ მათგანს სხვაზე მტკივნეულად გაეკრა კბილი.
მამუკა
რა საინტერესოა, სტატიას მინუსები რატომ აქვს. ახსნილია ახლანდელობაც, წარსულიც და მომავალიც. ანუ რომ გახსენით, რას ელოდით? არა, უბრალოდ ესაა ანტიკვარა ხალხია, ჩასაფრებული
ქ. გ.
ლობოტკა ვერ მოასწრებს ტრავმის მორჩენას (იტალიური გაზეთების ინფორმაცია). ლუკაკუ ფიზიკურად არ არის მზად, რომ 90 წუთი ითამაშოს (ჩემი ინფორმაცია).
რრრ
კვარამ კი დაისვენა, მარა სამაგიეროდ ეგერ მთელი მილანი დაასვენეს ბოლონიასთან არ ათამაშეს.დ
ზვიადი
ნაპოლიმ რომც წააგოს, ლიდერი იქნება მაგრამ რამდენი ვერ უნდა მოუგოს მილანს? კვარაც გაუტანს ერთხელაც მენიოს, აბა რა იქნება
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?