დღეს პარიზში "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება და როგორც ირკვევა, სკანდალი მწიფდება.

უკლებლივ ყველა ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ გამარჯვებულად "რეალის" შემტევს ვინისიუსს არ გამოაცხდებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებიდან ღონისძიებას მხოლოდ დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო დაესწრება.

ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს: "ვინი, შენ ვერ გაიმარჯვე, მაგრამ გამარჯვებულს პატივისცემით მოეკიდე, რადგან ეს სპორტული კეთილშობილების ყველაზე დიდი გამოხატულებაა".

საფრანგეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი, რომელსაც, სავარაუდოდ, ოქროს ბურთს გადაცემენ. ის სცენაზე ყავარჯნებით ავა, რადგან ტრავმირებულია და სხვაგვარად გადაადგილება არ შეუძლია.

სოსო
კი,დავით,ალბათ შესაძლებელია,მაგრამ დრო უნდა და თანაც,ჩანაწერებს რატომღაც ვერ ვუყურებ.ინტერესი მიქრება ხოლმე.უკვე რამდენჯერმე მოხდა,როცა რომელიმე ცენტრალური თამაში გამოვტოვე,რათა ისეთი თამაში მენახა,რომლის ჩანაწერსაც მერე ვერ ვნახავდი.მერე კი,რაკი შედეგი უკვე ვიცოდი,იმ ტოპ მატჩების ნახვის ყოველგვარი ინტერესი დავკარგე.ეგეც არ იყოს,ძალიან ბევრი თამაშები ემთხვევა ერთმანეთს და ჩემ თვალებსაც მაგდენი აღარ შეუძლიათ.კი ამბობ,არაფერი სპეციალისტები ეგენი არ არიანო,მაგრამ ქართულ სპორტულ გადაცემებში,ქართველი მწვრთნელები ანალიზს რომ გააკეთებენ,ისეთ რამეებს ამჩნევენ,მე აზრადაც რომ არ მომსვლია.აქედან დასკვნა.მე მიყვარს ფეხბურთი,მაგრამ სპეციალისტებთან სადავოდ,ეს საკმარისი არ არის.რაც შეეხება ჟურნალისტებს,მანდ დიდი სხვაობაა.ზოგი საერთოდ აზრზე არ არის,ზოგი შორიახლოა,ზოგიერთს კი,მართლაც კარგად ესმის ფეხბურთი და მათი ანალიზი,საინტერესო წასაკითხია.გულშემატკივრებიც ასე არა ვართ?!რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ამას ვერც ვერავინ აგვიკრძალავს და რომც სურდეს,ვერც შესძლებს.
დავით 67
სოსო-ს! ეხლა ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ყველა თამაშის ყურება შესაძლებელია. ამიტომ დაინტერესებულ პირს ამის პრობლემა არ აქვს. არაფერი სპეციალისტები ეგენი არ არიან დარწმუნებული ვარ ჩვენზე მეტი თამაშიც არ ექნებათ ნანახი.ეგენი არიან მაფიის სპეციალისტები. ვინისიუსმა მხოლოდ ის თამაში ჩააგდო პარაგვაისთან, რომელიც შენ ახსენე. ბოლოს პერუსთან არც უთამაშია. კი ბატონო ხასიათი არ აქვს კარგი, მაგრამ წელს აშკარად საუკეთესო იყო. ისე არავის გაუკვირდეს და ეხლა უფრო გაუარესდება ხასიათი. ახლა საბაბიც აქვს. როდრის რა ნაკლები ვარსკვლავები ჰყავს გვერდით? გინდა გუნდში ,გინდა ნაკრებში?მერე კიდევ რა უბედურებაა ეს წინასწარ ყველამ რომ იცის უკვე თუ ვინაა გამარჯვებული. მაშინ რაღას ატარებენ ამ ცერემონიას. რუსების ელიტას დაემსგავსნენ უეფას მაღალჩინოსნები.
სოსო
ესპანეთის თამაშების სისტემატური ყურება არ მიხერხდება,ვერც სიტის თამაშებს ვუყურებ,სისტემატურად და ბოლომდე თავდაჯერებული ვერ ვიქნები,მათ შეფასებაში.ლაურეატები,ფეხბურთის სპეციალისტებმა შეაფასეს და მგონი მათ კვალიფიკაციას პატივი უნდა ვცეთ.ორივე ფეხბურთელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა,თუმცა ვინისიუსი,თავდამსხმელია და რასაკვირველია,მისი თამაში უფრო კაშკაშებს,მისი მოედანზე ქცევის მანერამაც შესაძლოა გავლენა მოახდინა,არჩევანზე.სპეციალისტები ალბათ უფრო წარმატებულ გუნდში,მისი ლიდერის წვლილს აქცევენ ყურადღებას.შენც და მეც,ჩვენი აზრი შეიძლება გვქონდეს,მაგრამ მათ თავისი აზრი აქვთ და რაკი აზრს მათგან კითხულობენ,მათ ასე გადაწყვიტეს.ვინისიუსის შეფასებაში,ჩემი აზრი ასეთია:გასულ სეზონში,თუ გსურდა ფეხბურთის სილამაზე გეხილა,ვინისიუსის ფეხბურთი იყო სანახავი,მაგრამ თუ მოედანზე უმსგავსი საქციელი გინდოდა გეხილა,ისევ ვინისიუსს დავასახელებდი.პარაგვაი-ბრაზილიის მატჩს ვუყურე და მან,როდრიგოსთან დუეტში,ნახევრადმომენტიც კი ვერ შექმნა,ისე უსახურად წააგეს.ბრაზილიის ნაკრები,თავისი ვინისიუსით,სართოდაც არ ბრწყინავს და არც შედეგები აქვს.რა თქმა უნდა ამანაც უარყოფითად იმოქმედა,არჩევანზე.ამან მიმიყვანა იმ აზრამდე,რომ შესაძლოა ბრწყინვალე პარტნიორების გვერდითაა, ასე ძლიერი.რეალში ხომ ყველა ფეხბურთელი საფრთხეა მეტოქისათვის და ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე განსაკუთრებული მეურვეობა,სხვებისაგან კარის დაბომბვას ნიშნავს.ისევ გავიმეორებ,ჩემ თავს იმ სპეციალისტებზე კომპეტენტურად ვერ ჩავთვლი,თუნდაც იმიტომ რომ არც ვინისიუსის და არც როდრის თამაშების საკმარისი რაოდენობა არ მაქვს ნანახი,გასულ სეზონში და რა თქმა უნდა იმიტომაც,რომ ისინი,ჩემგან განსხვავებით,მართლაც ძირფესვიანად ერკვევიან,ფეხბურთში.
კიეზა
ობიექტური შეფასებაა..ლევანდოვსკიც დაიჩაგრა..და ვერავინ იტყვის რომ როდრი არ იმსახურებდა..ძალიან მაგარია..კარგი სეზონოც ქონდა..მაგრამ წელს წმინდა საფეღბურთო თვალსაზრისით ვინისიუსი იმსახურებდა..და როდრიზე არანკლებ ბელინგემიც..თუმცა არ მიკვირს..მსოფლიო ფეხბირთი არაბი შეიხების..პერესის და ჩეფერინის საჯილდაოდ იქცა..
Sake
40 წ-ზე მეტია ბარსას ფანი ვარ,მაგრამ ვიტყვი,რომ წელს რეალის ფეხბურთელი ვინისიუსი ყველაზე მაგარი იყო,ვეთანხმები იმ აზრსს,რომ ოქროს ბურთის მინიჭების საქმეშიც ნელნელა ქაქის სუნი იგრძნობა(იმედია ევროვიზიას არ დაემსგავსება)აქ ფეხბურთელის ხასიათი რა შუაშია?მინდორზე ის ყველაზე მაგარი იყო წელს,ფრანს ფუტბოლი ასევე უსამართლოდ მოექცა ლევანდოვსკის
თემური
კი მაგრამ ამ ოქროს ბურთს მარტო ლიგის მოგებისთვის აძლევენ?კი ბატონო მაგარია მაგრამ აქ ხომ ნაკრების წარმატებაზეც არის საუბარი.ჩემპიონი როდრიც გახდა სიტიში და ევროპაზე რა გააკეთა ნაკრებისთვის ყველამ ვიცით

კარგი რა, გუნდში კარვახალის როლს და როდრის როლს და მნიშვნელობას თუ ვერ ანსხვავებ, კარგად ყოფილა შენი ფეხბურთის ცოდნა …
დავით 67
კაი ერთი-ს! კი ბატონო არც ბელინგემია "სნეგურაჩკა", მაგრამ ხომ იცი კაცს რომ ამოიჩემებენ მერე უკვე, სულ ბოდიშებიც რომ იხადოს, მაინც არ უშველის. საქართველოშიც უამრავი შემთხვევაა. ერთი შეცდომა თუ დაუშვი, მითუმეტეს საჯარო პირი თუ ხარ ( ვინიც საჯაროა) 10 წლის მერეც გაგახსენებენ, სულ ყოველდღე ბოდიშიც რომ იხადო. ვინისიუსზე კიდევ ის ემატება, რომ ძაან მაგარი ფეხბურთელია და მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარები ყველანაირი ბინძური ხერხით ცდილობენ მისი თამაშიდან გამორთვას. რაც შეეხება ნაკრებს, ვნახოთ მუნდიალზე, ბრაზილია ყველა ვარიანტში გავა მსოფლიოზე, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ვერ აჩვენებს კარგ თამაშს. ჩემი აზრით როდრი არ იმსახურებდა ამ ჯილდოს. ვინი ბელინგემი როდრი. მე ასე ვთვლი. კიდევ ვიმეორებ ეს ჩემი აზრია.

ერთი, შენ ქართული ასოებით წერას ისწავლიდე და კორბენა ჭკუას რაა
მამუკა
რეალი უბრალოდ დასაჯა უეფამ, ყველანაირ ფასს უკარგავენ ამ ოქროს ბურთის ცერემონიას
კაი ერთი
ცუდია მაიმუნის დაძახება და საერთოდ ადამიანის დამცირება, გეთანხმებით, მაგრამ რასიზმი,რაზეც ვინისიუსი ბევრს ლაპარაკობს რა შუაშია? ბელინგემი რომელი "სნეგუროჩკა" მყავს რომ უყვართ და ჰეი ჯუდს უმღერიან? პროვოკატორი და უარყოფითი ტიპია და ამიტომ არ უყვართ. არც მსოფლიოს მოგებას თხოვს ვინმე ვინისიუსს, რაღაც შედეგის მაგვარი მაინც აჩვენოს ბრაზილიასთან ერთად. როდრის კი ნამდვილად ძალიან მაგარი სეზონი ქონდა კლუბშიც და ნაკრებშიც და პირადი თამაშის მხრივაც. უბრალოდ მისი ამპულის ფეხბურთელს გოლების გატანა არ ევალება და ამიტომ შეიძლება ისე არ ჩანდეს მისი როლი ერთი შეხედვით. როდრის არ ეკუთვნისო, ვერ ვიტყვით. ვინის კი, გეთანხმებით მისი ქცევა ცუდ სამსახურს უწევს, ნამდვილად.
ასეა!
ვინის დაერხაააა! თავისი დამპალი ხასიათის გამო!
დავით 67
სოსოს აზრია საინტერესო ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოჩნდი და თქვი შენი აზრი. რას ფიქრობ ამ მარაზმზე?
დავით 67
მოიცა და მესიმ პირველად მიიღო შარშან ოქროს ბურთი? რა შუაშია აქ ნაკრების წარმატება? არ იყო მსოფლიო ჩემპიონი,მაგრამ 6 თუ 7ჯერ ჰქონდა მოგებული მესის. ვინისიუსმა ბრაზილიის ნაკრები უნდა გახადოს ჩემპიონი რომ მიიღოს ეს ჯილდო? რა ლოგიკაა? წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვლინდება არა მოგებული ტიტულებით, არამედ თუ როგორ ჩაატარებს სეზონს ფეხბურთელი.ასე იყო ადრე, თუმცა ახლა სხვანაირადაა და შეიძლება დაგეთანხმოს კიდეც კაცი. მაგრამ ეს არის სიბანძე და სიმყრალე. საქართველოში ობიექტურობა ხომ როგორც ცა და დედამიწა ისეა. ვინისიუსი თურმე არ მოსწონთ ( შენ არ გგულისხმობ) იმიტომ რომ ცუდი ხასიათისაა და რასიზმზე ბევრს ლაპარაკობს. ვის რაში აინტერესებს აქ მისი პროფესიონალური მხარე. აბა შენ ან მე თუნდაც სხვა ვინმე 50 000 კაცი თამაშის დროს მაიმუნს გეძახდეს და ჩუმად იქნები?? შარშანწინ ჩემი შვილები მის თამაშს დაესწრენ რაი ვალეკანოსთან და ასე უყვიროდნენ. ვინც ესპანური არ იციდა ის ინგლისურად უყვიროდა მანქის. ასე რომ სამართლიანობაა აქ მთავარი და არა ის თუ ვინ მიიღებს ოქროს ბურთს
ფერგიუსონი
არავის არ ევასება ეს პროვოკატორი ჯუნიორი! ტვინი წაიღო ამ თავისი რასიზმით..!
ღადაობთ?
სკანდალია მსოფლიო დონის!!! ყველა ბრაზილიელი ხვალ იტყვის თავის სიტყვას..მოკვდა ოქროს ბურთი
კაი ერთი
ბიჭო,ბიჭო მესიზე სულ იმაზე იყო ვაივიში ატეხილი ნაკრებში შედეგს ვერ დებსო, ოთხ ფინალში რომ გაათრია არგენტინის არეული ნაკრები, ეგ არაფერიო, შედეგი მარტო პირველი ადგილია და ჩემპიონობააო, სულ მაგაზე იყო ლაპარაკი სანამ მსოფლიო და კოპა ამერიკა არ დადო. ხოდა ვინის რა შედეგი აქვს ნაკრებში ხომ არ შემახსენებთ? როდრი კი არის მთავარი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში -ხერხემალია მაგ გუნდის და ამასთან ერთად თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ამ მომენტისათვის. ხო და კიდევ შეგახსენებთ რომ ღია ხმის მიცემით ავლენენ ოქროს ბურთის მფლობელს და ისეთი ხალხი მონაწილეობს, ვისაც ვერავინ ვერაფერს დააძალებს. რაის ფეხბურთის ბოსები. ვის უნდა უკარნახონ იტალიის, საფრანგეთის, ინგლისის , გერმანიის და სხვა გუნდების კაპიტნებს?
რაიო ?
გოგოებიო ? რაის გოგოები ?! :)))
მაგარი ნიკი -მოწოდებაა !
რატომთაც მგონია, რომ დაზუსტების სარკაზმს -"gubernias gaumarjos" ბევრი ვერ ხვდება, "თვარა" ამდენი (დამსახურებული !) ლაიქი ხომ საეჭვოა ყოფილიყო და უუ..ამრავი ანტილაიქის კორიანტელიც გარანტირებული გექნებოდა ! ------ პ.ს.ჩემგანაც ერთი ლაიქი ! :)
alex
ეს სამყარო სულ გადაირია... რა როდრი??? რა ვინისიუსი?/ გამოშტერდა ეს ხალხი....
გელა
ვინისიუსმა რა გოგოებიც დორტმუნდს გაუტანა მარტო მაგიტომ იმსახურებს სხვა რომ არაფერი
დავით 67
რამხელა უსამართლობაა ამ ფეხბურთში და საერთოდ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ რეალის გულშემატკივარი, ვინი 100% -ით იმსახურებდა ოქროს ბურთს.შარშან უსამართლობა, წელსაც უსამართლობა, გაისად ალბათ ძიუბას მისცემენ. ფუ თქვენი... ვერ ვიტყვი რომ ფეხბურთი არ ესმით ბოსებს უბრალოდ ასე უნდათ და მორჩა. პასუხს მოსთხოვს ვინმე თუ რა
გიორგი
რაიმე ვალდებულება გაქვს სულ ასეთ ს..ბებს წერდე ?!
შენი ლოგიკა ...
აუუ... ოეეე... ძაან "მაგარი" ხარ ! :) შენი ლოგიკა და მსჯელობა ... ჰო, რუსეთ(შ)ი ჯობია ! :) ------ პ.ს. ევროპაში ნამყოფი ხარ ? ევროპაზე და ფეხბურთზეც (!) წარმოდგენა არ გაქვს და შენი კომენტარით გამოდის, რომ ფეხბურთის გარდა ისიც არ იცი და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ წყდება და ვინ წყვეტს ამ საკითხს ?!
ჯორჯო ბიძია
რა როდრი თქვენ ხო არ გაჟრიალებთ ბარსას ფანებო
Daviti
როდრი იმსახურებს ოქროს ბურთს ნამდვილად.ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და გამორჩეული იყო ყველასგან
zura222
როდრის მაგივრად ვინმე შავკანიანი უნდა დაასახელონ თორემ მერე ნახეთ ლიბერასტების წკავწკავი--კანის ფერის გამო დაიწუნესო ვინისიუსიო ! ისე როდრი კი არის შავტუხა და შეიძლება მულატად გამოაცხადონ და ამით თავი დაიზღვიონ ლიბერასტებისგან DD
L.J .
Dzalian kargi,saqcielis gulistvis gamixarda,dzalian cudi xasiati akvs,autaneli...is owros bucebi einaswar rom gaumzades arsac daekargos :)))))
მურთო
ვიცი რომ საშინელი ხასიათი აქვს და როგორც პიროვნება არ მოსწონს ბევრს, ასე მეც. მაგრამ იმსახურებს ვინისიუსი ოქროს ბურთს ყველაზე მეტად. ეს როდრიც მაგარია და ვიცი მისი დამსახურება ამ ევროპაზე მაგრამ საუკეთესოდ რატო დასახელდა დღემდე ვერ ვხვდები. მინიმუმ ორი ფეხბურთელი მაინც ყავდა ესპანეთს ვისაც ამაზე უკეთესი ევროპა ქონდა. ასე რომ ჯერ კითხვისნიშნიანი ტიტული მისცეს როდრის ევროპაზე და ეხლა საერთოდ უზარმაზარ კითხვისნიშნიან ოქროს ბურთს. როდრიზე მეტად დაჟე კარვახალი იმსახურებს, რომელმაც ევროპაც მოიგო, ლიგაც დამორივეგან კარგი იყო. მაშინ სადაა ლოგიკა? რატო აძლევენ როდრის
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კარგია. არის სამართლიანობა ამ ქვეყანაზე
გიგა
მერე იტყვის ვინი, ეს დისკრიმინაციაა ჩემს მიმართო! ვაი თქვენს პატრონებს?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"რეალი" არ ჩერდება - მოურინიოს გუნდი კიდევ ორი ვარსკვლავის დამატებასთანაა ახლოს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ში? - რა ხდება როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"ბარსელონაში" ამ ფეხბურთელმა ყველაზე მეტად გამაკვირვა - როდრი