30 ოქტომბერს ფიბა-ს მიერ ორგანიზებული საკლუბო ტურნირების მორიგი ტური ტარდება. საქმეშია ფიბა-ს ლიცენზიის მქონე სამივე მოქმედი მსაჯი და ერთი კომისარი. მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის სხვადასხვა მატჩებზე – შესაბამისად კვიპროსსა და პოლონეთში იმსაჯებენ, ხოლო არბიტრი მარინა შალამბერიძე და კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მატჩზე, რუმინეთში იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შედგება შალამბერიძის დებიუტი ფიბა-ს საკლუბო ტურნირში. აქამდე, მარინა შალამბერიძეს ფიბა-ს მხოლოდ სანაკრებო მატჩებზე – ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირსა და სხვადასხვა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე უმუშავია, ხოლო "კონსტანცა" (რუმინეთი) – "პელი კარჰუს" (ფინეთი) დაპირისპირება იქნება პირველი საკლუბო ტურნირის მატჩი, რომელსაც იგი მოემსახურება. მისასალმებელია, რომ შალამბერიძეს საკლუბო დებიუტის დროს გვერდში ეყოლება მერაბ რატიშვილი, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას კომისრის რანგში მოემსახურება.

რაც შეეხებათ მიხეილ ვართანოვსა და კირილე თვაურს, მათ ფიბა ევროპის თასის საკმაოდ პრინციპული მატჩების მომსახურება მოუწევთ. ვართანოვი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოსიაში "კერავნოსისა" და თურქული "თოფაშის" ჯახს იმსაჯებს, ხოლო თვაური პოლონეთის ქალაქ სტარგარდში "სპოინიისა" და რუმინული "ორადეას" მატჩზე იმუშავებს.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

30 ოქტომბერი. ნიქოზია (კვიპროსი). ფიბა ევროპის თასი

კერავნოსი (ნიქოზია, კვიპროსი) – თოფაში (ბურსა, თურქეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)

30 ოქტომბერი. სტარგარდი (პოლონეთი). ფიბა ევროპის თასი

სპოინია (სტარგარდი, პოლონეთი) – ორადეა (რუმინეთი)

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

30 ოქტომბერი. კონსტანცა (რუმინეთი). ქალთა ევროპის თასი

კონსტანცა (რუმინეთი) – პელი კარჰუ (კოტკა, ფინეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

30 ოქტომბერი. კონსტანცა (რუმინეთი). ქალთა ევროპის თასი

კონსტანცა (რუმინეთი) – პელი კარჰუ (კოტკა, ფინეთი)

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე