ტორონტოში ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპზე სერენა უილიამსმა ლუსი საფაროვა დაამარცხა
ტორონტოში ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპზე ყველაზე დაძაბული გამოვიდა მატჩი სერენა უილიამსმა და ლუსი საფაროვას შორის. თუმცა მათ ნაჩვენები ჩოგბურთის დონე მაღალი არ ყოფილა - მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დაღლილი ჩანდა და კორტზე გადაადგილება უჭირდა, თანაც დარტყმებს სიზუსტე აკლდა. ამის გამო პირველ სეტში უპირატესობა ჩეხის მხარეს იყო და ამან ლუსის გამარჯვება მოუტანა - 6:4.

მაგრამ სერენამ ამჯერადაც გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და თამაშში გარდატეხა შეიტანა. მეორე სეტში მან მეორე ცდაზე შეძლო ბრეიკის გაკეთება, რის შემდეგაც ინიციატივა საბოლოოდ ამერიკელს მხარეს გადავიდა. სერენამ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო - 6:3, 6:2.

ნახევარფინალში უილიამსის მეტოქე გახდა ვიქტორია აზარენკა. ბელარუსმა პირველი სამი წრე ძალიან დამაჯერებლად გაიარა, თუმცა მეტოქეთა დონე არ იყო მაღალი - სტეფანი დუბუა, მარია ხოსე მარტინეს სანჩესი, გალინა ვოსკობოევა. სერენასთან ბოლო შეხვედრისგან ვიქტორიას ცუდი მოგონებები დარჩა. ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში აზარენკა 6:4, 4:0-ს უგებდა ამერიკელს, მაგრამ მაინც დამარცხდა.

მეორე ნახევარფინალური წყვილი პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ და ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა შეადგინეს. სხვათა შორის ეს უკანასკნელი ორშაბათიდან რეიტინგის ათეულში დაბრუნდება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამანტამ რობერტა ვინჩის ფანტასტიკური სვლა შეაჩერა (6:4, 6:1), ხოლო რადვანსკამ ანდრეა პეტკოვიჩი დაამარცხა - 6:4, 6:3, რითაც გერმანელი ტოპ-ათეულის მიღმა აღმოჩნდა.

აზარენკასა და უილიამსის ნახევარფინალს ნაადრევი ფინალი უწოდეს. როგორც ზემოთ ვთქვით, ბელარუსს არაერთხელ შეუქმნია პრობლემა სახელოვანი ამერიკელისთვის და მაიამიში მოუგო კიდეც. მაგრამ დღეისთვის, რეიტინგში დიდი სხვაობის მიუხედავად, სწორედ სერენა აღმოჩნდა უკეთეს ფორმაში. თუ ორივე სეტის პირველ ნახევარში ვიქტორია მეტ-ნაკლებად თანაბრად ებრძოდა მეტოქეს, ბოლოსკენ მასპინძელი თამაშს უმატებდა და საჭირო უპირატესობას იღებდა. ამის წყალობით სერენამ ამერიკულ ჰარდზე ზედიზედ მეათე გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:3.

მეორე ნახევარფინალში აგნიეშკა რადვანსკას ძალა არ ეყო სამანტა სტოსურის დასამარცხებლად. პოლონელმა ბოლო 11 დღის განმავლობაში ათი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო, მაგრამ სერიის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სტოსური უფრო აქტიური და ენერგიული ჩანდა, რამაც საბოლოო სიტყვა თქვა გადამწყვეტ პარტიაში - 6:2, 5:7, 6:2.

ასე რომ, ავსტრალიელმა შეწყვიტა აგნიეშკას 10-მატჩიანი მოგებათა სერია, მაგრამ საკითხავია, გააკეთებს თუ არა იგივეს სერენას შემთხვევაში. სხვათა შორის ამ კვირას ცინცინატის სუპერტურნირი იწყება და უილიამსი და სტოსური უკვე მეორე წრეში შეხვდებიან ერთმანეთს. არ გვგონია ასეთ წილისყრას გაეხარებინა რომელიმე.

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

1/4 ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:4, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11) 6:4, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:1, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13) 6:2, 5:7, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4) 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა