სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს შანსი წელს მეხუთე მასტერსი მოიგოს, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება
წინა ეტაპებისგან განსხვავებით, მონრეალის მასტერსის მეოთხედფინალმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი მოულოდნელობა იყო ტომაშ ბერდიხის მარცხი იანკო ტიპსარევიჩთან მატჩში. წლევანდელი ცუდი შედეგების ფონზე ჩეხმა თითქოს მოუმატა კანადურ მასტერსზე თამაშს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სერბის დასამარცხებლად.

ტიპსარევიჩმა პირველ სეტში სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ ერთადერთი შანსი მიიღო მეტოქის მოწოდებაზე, რომელიც გამოიყენა და სეტებს შორის დაწინაურდა. მეორე პარტიის დასაწყისში სერბმა გაიმეორა წარმატება, რის შემდეგაც საკუთარ გეიმებში იდეალურად ითამაშა - სეტის განმავლობაში ბერდიხმა მიღებაზე მხოლოდ სამი ქულა აიღო. ასეთი თამაშით ჩეხს წარმატების მინიმალური შანსიც არ ჰქონია.

ნახევარფინალში ტიპსარევიჩთან თამაშის უფლება მოიპოვა მარდი ფიშმა. ამერიკელმა მეტად დრამატული მეორე სეტი წააგო სტანისლას ვავრინკასთან. ფიში სეტებს შორის დაწინაურდა, მეორე პარტიაში კი ოთხჯერ გავიდა წინ ბრეიკით და ოთხივეჯერ გაათანაბრებინა ანგარიში შვეიცარიელს, რომელმაც ტაი-ბრეიკში 10:8 გაიმარჯვა და გადამწყვეტი სეტი დაინიშნა. იქ კი ფიშის უპირატესობა აშკარა იყო და მასპინძელმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო პარტია. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ფიშმა 10 ბრეიკი (!) გააკეთა, ვავრინკამ ხუთი, რაც მამაკაცთა ჩოგბურთში იშვიათი მოვლენაა.

წინა დღეს როჯერ ფედერერის მძლეველმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ იოლად მოუგო ნიკოლას ალმაგროს, რომელიც წელს სამჯერ დაამარცხა მის საყვარელ გრუნტზე. ფრანგმა თითო სეტში თითო ბრეიკის წყალობით აჯობა ესპანელს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სეზონის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა ყოფილიყო.

ნოვაკისა და გაელ მონფილსის მეოთხედფინალში ბრძოლა მხოლოდ რამდენიმე გეიმში იყო. ფრანგს მატჩის დასაწყისში ბრეიკ-პოინტიც კი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ინიციატივა მთლიანად ჯოკოვიჩის მხარეს გადავიდა. სერბი მხოლოდ მაშინ მოდუნდა, როცა ტაბლოზე ასეთი ანგარიში იყო დაფიქსირებული - 6:2, 5:0. მონფილსმა ჯერ ანგარიში გაქვითა, შემდეგ კი ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ჯოკოვიჩმა ისევ შეძლო კონცენტრაცია და მატჩის გახანგრძლივების საშუალება არ მისცა მეტოქეს.

ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩისა და ცონგას დაპირისპირება იწვევდა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრები საინტერესოდ ვითარდება. ფრანგი სერბისთვის უხერხულ მეტოქედ არის მიჩნეული, რადგან აქამდე რვიდან ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული ჯოკოვიჩი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები სერბს რჩებოდა. მაგალითად, 2008 წელს ავსტრალიის ღიას ფინალი ან წელს უიმბლდონის ნახევარფინალი...

პირველივე წუთებიდან აშკარად ჩანდა, რომ ცონგას ძალიან გაუჭირდებოდა სერბის მეექვსედ დამარცხება. ფრანგი დიდი ხანი ინარჩუნებდა თანაფადობას კარგი მოწოდების ხარჯზე, მაგრამ პირველი სეტის ბოლოს ნოვაკმა მაინც გააკეთა ბრეიკი. მეორე პარტიის დასაწყისში ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 0:3-ზე ცონგამ მარჯვენა ხელის ტრავმის გამო შეწყვიტა შეხვედრა.

მონრეალის მასტერსზე ფრანგის გამოსვლას ფუჭად არ ჩაუვლია - ის 11-თვიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება ATP-ის რეიტინგის პირველ ათეულში.

მეორე ნახევარფინალში მარდი ფიშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ გამხდარა წელს ამერიკული ჩოგბურთის ახალი ლიდერი. 30 წლის ასაკში ამერიკელი პირველად შევიდა რეიტინგის ტოპ-ათეულში და მონრეალის მასტერსის ფინალში გასვლით კიდევ უფრო გაამყარა თავისი პოზიციები.

ტიპსარევიჩთან დაპირისპირებაში მარდიმ თავიდანვე სერიოზულად მიხედა საქმეს. ის ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა და იანკოს არანაირ იმედს არ უტოვებდა. ფიშმა ორივე სეტის სტარტზე ნაადრევი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ თუ პირველ პარტიაში ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, მეორეში ტიპსარევიჩმა შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება, მაგრამ სერბის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე ფიშმა ისევ დაიბრუნა მატჩზე კონტროლი - 6:3, 6:4.

ამერიკელი კარიერაში მეოთხედ გავიდა მასტერსის ფინალში. ეს ფინალები ამერიკის ტერიტორიაზე გაიმართა და მარდიმ ყველა წააგო. სავარაუდოდ, იგივე ელის მას ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. სერბს აქვს შანსი წელს მეხუთე მასტერსი მოიგოს, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გაელ მონფილსი (საფ, 5) 6:2, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8) 6:4, 6:4; მარდი ფიში (აშშ, 6)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14) 6:3, 6:7(8), 6:0; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:4, 6:4.

1/2 ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 6)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 6:3, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13) 6:4, 3:0 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს