ლონდონის ქუჩებში მომხდარი მასიური დარბევების ერთ-ერთი მონაწილე 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ელჩად არჩეული გოგონაა

ბრიტანეთის პოლიციამ გაარკვია, რომ ლონდონის ქუჩებში მომხდარი მასიური დარბევების ერთ-ერთი მონაწილე გახდა ჩელსი აივზი. საინტერესო ისაა, რომ გოგონა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ელჩად არის არჩეული.

18 წლის სპორტმენი და მომღერალი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ლონდონის ოლიმპიადის მოხალისეთა პროგრამაში, ორმაგ ძარცვასა და პოლიციის მანქანაზე თავდასხმაშია დადანაშაულებული.

თავად აივზმა უარყო დანაშაული და სასამართლოს წინაშე 17 აგვისტოს წარსდგება.

არადა, გოგონას მშობლებმა თავად დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ მათი ქალიშვილი მონაწილეობას იღებდა დარბევებში. პოლიციამ ტელევიზიას ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც აღბეჭდილია ენფილდის რაიონში მომხდარი არეულობების ქრონიკა.

აივზი სხვა მოზარდებთან ერთად უტევს პოლიციის მანქანას - მას ხელში საგზაო ნიშანი უჭირავს (ფოტო). ოლიმპიადის ელჩი ხულიგნების ლიდერი იყო და Vodafone-ის მობილური ტელეფონების მაღაზიაზე შეტევისას გაჰყვიროდა: "ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში"!

"რბილად რომ ვთქვათ, შოკირებულნი ვართ! ამას ჩემი ქალიშვილი აკეთებდა! ის ბრწყინვალედ სწავლობს, წარმატებით მისდევს სპორტს, კარგად მღერის. ლამაზი, ნიჭიერი და შემოქმედებითი მოზარდია", - ამბობს ჩელსი აივზის დედა.

ეს "ნიჭიერი ბავშვი" ბრიტანეთის დედაქალაქის სიამაყე იყო. ჩელსი აივზი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, არაერთხელ შეხვდა პრემიერმინისტრ დევიდ კემერონსა და ლონდონის მერს ბორის ჯონსონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა