<p>ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მეასე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, ედომ „ატალანტასთან“ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.</p><p>AreaNapoli წერს, რომ ბერგამოელებთან „კვარა“ არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო, კრიტიკა კი ყველაზე მეტად ხვიჩამ დაიმსახურა. აღნიშნულია, რომ კლუბის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფსევდო-გულშემატკივრები ხვიჩას აბსურდული ბრალდებებით დაესხნენ თავს, რომელიც მათი აზრით, ისე იქცევა, თითქოს „ნაპოლი“ უყვარს. CalcioNapoli24-მა ნამატჩევს ტიფოზებს კომენტარების გაკეთება სთხოვა და უმეტესობა კვარაცხელიას აკრიტიკებს. ყველას უცბად დაავიწყდა ფეხბურთელის დამსახურება, რომელიც გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.</p><p>„რეპუბლიკას“ ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ამჯერად ლუკაკუ და კვარაცხელია ვერაფრით დაეხმარენ, რომლებმაც გუნდს „მილანთან“ გამარჯვება მოუპოვეს, მაგრამ დე ლაურენტისის სასიხარულოდ ქართველის ჯამაგირი ბელგიელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია, თან რვა წლით უმცროსია და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია.</p><p>Ilmattino დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს, რომ ხვიჩა თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში ჩემოდნებს ჩაალაგებს და ნეაპოლიდან აიბარგება.</p><p><p><p><br></p>
გოჩა
იტალიებსაც ბევრი ბოღმიანი ყოლიათ.
toti
კი გვყავს სხვა კარგი ფეხბურთელები, მაგრამ აბა მითხარი ვის რაში აინტერესებს ქვედა ლიგის ლევანტეს ან კარლსრუეს შიდა სამზარეულოს ამბები? რაც პოპულარულია და მოთხოვნადი იმაზე წერენ.. მასე იქნება შემდეგი სეზონიდან მამარდაზეც ისეთ გრანდში გადადის
gpi
კახა-ს რა ახალკაცი ყიფიანი , რა შუაშია , ახალკაცმა გაუშვა ყიფიანი ? რაც არ იცი , ვინ გაძალებს წერას ?
!!
ვიღაცეები ძალიან შეწუხებულან კვარადონაზე პოსტებით და რატომ იტანჯავთ შვილო თავებს, წადით წიგნები იკითხეთ და განვითარდით. დრო რომ დაგრჩებათ მერე შემოდით საფეხბურთო საიტებზე და ვისზეც გინდათ იმაზე მოიძიეთ ინფორმაცია. ამ უკიდეგანო სოციალურ ქსელში ახლა მაინცაა მაგის საშუალება, რაც არ მოგწონს ის არ წაიკითხო. კვარადონა თუ არ გაინტერესებს ბელინგემი, მბპაე, ვინი, ლეაო და სხვები დასერჩე. რად უნდა ამას ამდენი თვითგვემა. არ იცით ალბათ როგორ უნდა მოიძიოთ ინფორმაციები. რამდენი რამით ამოიცნობა უწიგნური ადამიანი მოკლედ.
Spain
როგორი უბადრუკი ხარ ცხოვრებაში ალბათ არავისთვის რომ არ გიგულშემატკივრია და მუდმივად ჩასაფრებულ პოზიციაში ხარ თავის დასაცავად. ალბათ ძალიან უბედური ადამიანი ხარ გულშემატკივარობა რომ მლიქვნელობა გგონია. არაუშავს ან ჩაკეტილ და ჩაბინძურებულ წრესაც გავარღვევთ ეგ თაობა და თქვენნაირებსაც ვასწავლით რას ნიშნავს გიყვარდეს ფეხბურთი. სექტანტი კი შენნაირ ადამიანს ჰქვია. მთელი ცხოვრება სხვისი წარუმატებლობის ლოდინზე რომ გაქვს აგებული და საკუთარი არ გაგაჩნია. წარმატებული, შემდგარი და ნაკითხი ადამიანი კი ასეთი ღვარძლით სავსე კომენტარს არასოდეს დაწერს. თქვენნაირებს შორიდან ვცნობ და კარგად გაგიცანით ეგ კატეგორია. სიბრალულზე მეტი არაფერი გამაჩნია თქვენს მიმართ რადგან თქვენ ის ხალხი ხართ ნებისმიერი წარმატებულის ჩაქოლვას რომ ცდილობთ ოღონ საკუთარ ნეხვში იყოთ ბედნიერები. მე თუ არ მაქვს სხვასაც არ ჰქონდესო, არც წარმატება, არც წინსვლა და არც ნიჭიო. აი ჩემნაირები კი არასოდეს არავისზე დაიბოღმებიან, ეს განსხვავებაა ჩვენს შორის. იმედია თავადაც მიაღწევ რამეს ცხოვრებაში. ალბათ თავად ემლიქვნელები სხვებს და ყველა შენნაირი გგონია. რა მძიმე შემთხვევაა:/
!!
სხვა ფეხბურთელებზეც წერია და ნუ სკდებით ბოღმით. აიტანეთ როგორმე გამორჩეული ადამიანები თქვე მართლა სექტანტებო. საუკუნეა ამ საიტზე არ შემოვსულვარ და ისევ ისე ყარს აქაურობა როგორც ორი წლის წინ, როცა იმაზე ოცნებობდით ელმასს დაესვა ხვიჩა სკამზე და სამპდორიაში გაენათხოვრებიათ. თუ გოლს ვერ გაიტანდა მის კარიერას ასრულებდით და ბათუმის დინამოში გადასვლას უწინასწარმეტყველებდით. აი თქვენაირმა ხალხმა შეჭამა ამ ქვეყანაში თუ ვინმე იყო ნიჭიერი და გამორჩეული, თქვენნაირი ხალხი იძახდა გალაკტიონზე ეს რისი პოეტიაო და მის ჯიბრზე ჭ კლასის პოეტებს ეთაყვანებოდნენ. არაფერი შეცვლილა, საერთოდ არაფერი. ისევ იქ ფორთხავთ. სიმართლე მწარეა ვიცი და ვისაც გეტკინათ ესე იგი რაღაც მაინც შეგრჩათ ადამიანური და გილოცავთ! ოღონ მსოფლიო დონის ვინც გყავთ ის დაამციროთ და მზად ხართ ნიჭიერი უნიჭოდ გამოაცხადოთ, ჭკვიანი გიჟად და გენიოსი ბოგანოდ. ქვეყანა კი არა კუბოა კუბო
ტიტე
კვარამ უნდა წავიდეს რომელიმე გრანდში და მოაწეროს ხელი 5-6 წლიან კონტრაქტს ხელი დაუსტაბილურდება ცხოვრება.
სამართლიანი-ს
აქ სტატიები კი არა კომენტარებიც კვარადონაზე უნდა დაწერო.თუ ღმერთი გაგიწყრა და გააკრიტიკე-უკრაინასთან და ალბანეთთან ცუდად ითამაშაო-თუ სასწაული მოხდა და კომენტარი არ დაიბლოკა აქ სექტა გაიგლეჯავს ყველაფერს. აქ უნდა დაწერო რო კვარადონაა,უნდა დაწერო რო დაბალი ხელფასი რატო აქვსო. (არადა არავინ სიმართლე არ იცის რამდენი აქ ხელფასი.ანდა კიდევ თუ დაბალი ხელფასი აქ ამაზე უნდა ილაპარაკოს აგენტმა და არა აქ სექტამ რომელის უმრავლესობასაც საჭმლის ფული არ აქ და სხვის ხელფასზე ნერვიულობენ ან ცოლები და დედები ყავთ ,,ემიგრანტები".ემიგრანტები აბა,ისინი კი არა ჩვენ რო ვიცით)ან ისეთი მლიქვნელური კომენტარი დაწერო spain- მა რო დაწერა
for spain
მადლობა ძმაო ბევრის სათქმელი თქვი.ჩემი უეჭველი მეც 16 -17 წლის ხვიჩას ყველა თამაშს ვუყურებდი და დღეს რაც ხდება მაგას მაშინ ვიძახოდი და დამცინოდნენ ტიპები დღეს კიდე ვიღებთ ნამდვილ სიამოვნებას ნამდვილი გულშემატკივრები
გიორგი
კარგით რაა...)))
სამართლიანი
თქვე დალოცვილებო, ხვიჩას ვენაცვალე ჯიგარში და კაცობაში მარა,, კვარას გარდა აღარა გვყავს ფეხბურთელები, ან ქოჩორაზე და კიტეიშვილზე, დაწერეთ რამე, ან ჩაკვეზე და ბუდუზე ან რავიცი რამდენი გვყავს მაგარი ბიჭები. მარტო მიქაუტაძე და კვარა კარგით რა ...გაუმარჯოს საქართველოოოს
Spain
18 წლის ასაკში გამოჩნდა პირველად და მას შემდეგ მისი გულშემატკივრობა არ შემიწყვეტია. იმ ჭაობშიც ჩავყევი, სადაც თამაშობდა და კრილია სოვეტოვის, ვოლგოგრადის როტორის და გროზნოს ახმატის წინააღმდეგაც ვგულშემატკივრობდი. ბევრი ეჭვით რომ უყურებდა მე მაშინაც მჯეროდა მისი. რაღაც სულელურ ჭორებს რომ უვრცელებდნენ, არასოდეს არავის ავყოლილვარ, რადგან ზუსტად ვიცოდი იქ დარჩენას არ აპირებდა და დიდ ფეხბურთში ჰქონდა ოცნებები. საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშა, ზუსტად ვიცოდი რამხელა გზაც ელოდა წინ და ყველაფერს ვაკეთებდი თამაშებზე დასასწრებად, რადგან მსოფლიო დონის ვარაკვლავის თამაში სანამ დრო იყო ლაივში მენახა. როგორც გულშემატკივარმა, უამრავი რთული პერიოდი გამოვიარე და ზოგჯერ უიმედოდაც ვიყავი, რადგან ბრბო ყოველთვის მზად იყო ყველაზე გამორჩეული გაეთელა. არასოდეს ამ ქვეყანაში არცერთ ფეხბურთელს/სპორტსმენს იმხელა წნეხი არ ჰქონია, რამდენიც კვარას. ტრავმის გამოგონებასაც კი აბრალებდნენ, როცა ვერ ითამაშებდა, მაშინ როდესაც სხვების ტრავმას თუ ჯანმრთელობის პრობლემებს გაგებით ეკიდებოდნენ. ასეთი ბოროტებისთვის და სიბინძურის ნიაღვრისთვის გაგვიძლია მის გულშემატკივარს და ვიღაც უმადურ ნეაპოლელებს მოვაშლევინებთ ნერვებს? თან ზუსტად ვიცი, ეგ არ არის უმრავლესობის აზრი. ვისაც ინსტაგრამი გაქვთ და ხვიჩას პირად გვერდს თვალს ადევნებთ, იქ ნახეთ ნამდვილი ტიფოზების კომენტარები. როგორ ეხვეწებიან დარჩენას და თუ მაინც წახვალ, აქ სულ შენი სახლი იქნებაო-უწერენ. ეს გადამეტებული აგრესია იმ უკიდურესი სიყვარულის და ფანატიზმის შედეგია, რაც მის მიმართ აქვთ. სადაც ითამაშა, ყველგან ასე იყო. არ მახსენდება არცერთი წაგება, როცა ხვიჩასთვის არ დაებრალებინოს ბრბოს და მისი კარიერის დასასრული არ ეწინასწარმეტყველოთ. 19 წლის ხვიჩაზეც ზუსტად ეგ ამბები იყო, რაც ახლა... უბრალოდ ახლა უფრო დიდი მასშტაბითაა :) რუბინის ხვიჩაზეც იგივე იწერებოდა, როტორს ვერ გაუტანა და რა უნდა სერია ა ში, მილანს და იუვეს გაუტანსო? ისე აუხდეს ხვიჩას და მის გულშემატკივარს ყველაფერი. სერია ა ში პირველ ადგილზე მისი წყალობით არიან, რამდენ თამაშში იყო გადამწყვეტი და ერთი თამაშის წაგების გამო ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს ყოველ წელს სკუდეტოს იგებდეს და ლიგის ფინალში გადიოდეს გუნდი. თითქოს გასავარდნ ზონაში იყოს და ხვიჩას შეცდომის გამო ვარდებოდეს. ეს ფანატიზმი და უკიდურესობები სასაცილოდაც არ გვყოფნის. ამასაც გადაიტანს ხვიჩა და მისი გულშემატკივარი, ეგ ხალხი კი როგორც ახლა ყიჟინებს, ისე იყიჟინებს გოლის გატანის დროსაც. ჰეითერები საჭიროა მაგრამ ნამდვილ გულშემატკივართან შანსი არ აქვთ :)
ქომაგი
ენას ძვალი არა აქვს.ვინ რას იტყვის კვარაზე ნეგატივს მნიშვნელობა არ აქვს . კვარას თავის გზა აქვს გასავლელი. რაც შეეხება ატალანტასთან წაგებას პირველ რიგში წააგო კონტემ. ლუკმანს 2 კაცს თუ არ დაახვედრებ 1,5 მაინც დაახვედრე, როცა კვარას 3 კაცი დასდევს.დილორენცო რატო დაბოდიალიბდა სულ წინ. მერეტიმაც მაგრად ყლაპა. ატალანტამ ითამაშა ყველა რგოლში უნაკლო კომბინაციური თამაში, რაც განპირობებული იყო ნაპოლის დაბალი ტემპით
ტიფოზებს და ქართველ ვაიგულშემატკივრებს
ვინც კვარას აკრიტიკებთ, აიღეთ ნებისმიერი ფლანგელი ან ნებისმიერი ფეხბურთელი და და დაიწყეთ მასზე დაკვირვება, ვთქვათ სალაჰი ან გრილიში და არ გამოტოვოთ მათი არცერთი თამაში. 10-15 თამაშს გადახედეთ და შეადარეთ, ვინაა უფრო სტაბილური და უფრო მეტი შემომქმედი მოედანზე. ვინ ქმნის მეტ განსხვავებას მოედანზე. დაინახავთ, რომ კვარა ბევრად აღემატება ყველას ყველაფერში. ყველა თამაშს ვერავინ ვერ თამაშობს უმაღლეს დონეზე. არ დაგავიწყდეთ მისი ხელფასი.
papai
ეგ არ არის ახალი ამბავი, ზოგადად სამხრეთ იტალიაში ტიფოზები არიან ცნობილი თავისი უმადურობით... ლაციოში გადასული მენდიეტა თავის დროზე წერდა, უცებ ცაში აგიყვანენ და პირველივე ფეხის დაცდენაზე მიწაზე დაგანარცხებენო
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
არ მოსწონთ და აგერაა "რეალი" და მერე იძახეთ არ უნდა გაგვეყიდაო
zviadi
იტალიაში კი არა, საქართველოშიც არიან ჩასაფრებულები, რომლებიც,. პატარა წაფორხილებაზე მზად არიან გადაუარონ და რატომ გიკვირთ იტალიელების? მართლები არიან არ გამოუვიდა თამაში, კვარამ ისე მაღლა ასწია თამასა, ყველა თამაშში ითხოვენ გოლებს, საგოლე პასებს გამწვავებებს... რაც ასე გვაკლია ყველას... არ ვიცი, კონტეს დავალებაა თუ თავად აკეთებს ასე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას რომ, როცა პასს იღებს (ისედაც იშვიათად იღებს) 80% -ს სულ უკან აკეთებს პასს და გამწვავებაზე არ მიდის, არადა შეუძლია, ერთხელ არ გამოუვა? მეორედ უნდა სცადოს, მაკტონიმეი მიდის გამწვავებაზე და ხშირად უშედეგოდ... და კვარამ უნდა სცადოს სულ, ნუ თუ საჭიროა გასცეს პასი, მაგრამ ისიც წინ, უკან არა... მე მგონია, რომ კონტეს დავალებას ასრულებს და მას სხვა მწვრთენელიც ამას სთხოვდნენ, უნდა გარისკოს... ხო გარისკა და გაიტანა შორიდან, თუ არ დაარტყი კარში, გოლსაც ვერ გაიტან, ეს ფეხბურთის ჭეშმარიტებაა... არ მიკვირს ტიფოზების, იმათ არ აინტერსებთ რამდენს იღებს ფეხბურთელი, თუ გამოდიხარ ბოლომდე უნდა დაიხარჯო...ასე, რომ კვარამ თავად უნდა მოინდომოს, გააქტიურდეს, ატალანტასთან დაღლილი ჩანდა, თითქოს დრიბლინგი ეზარებოდა... კონტემ უნდა დაწიოს მაკტომინეი და აწიოს თავდასხმაში კვარა და მოგვარდება პრობლემა, მაკტომინეიმ კვარას ზურგიდან ითამაშოს...
NAPOLI!
100% - ით მართალი ბრძანდებით! არ შეიძლება იმის გამო რომ ჩვენ ჩვენი ბიჭი ძალიან გვიყვარს, სწორ შეფასებაზე ვიღაცეებს "ვაგინოთ" და შევურაცვყოთ! ეს არის სპორტი სადაც დღეს ისევე როგორც ყველა დანარჩენ სხვა სფეროში მოქმედებს მგლური კანონი, გადარჩენის ინსტიქტი. უნდა იბრძოლო რომ გადარჩე და ზედაპირზე დარჩე! ყველა ცდილობს რომ შენი ადგილი დაიკავოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. წარმატებები კვარას და დიდი სიხარული ქომაგებს!!
კახა
ახალკაცი, ყიფიანი. რა შორს მიდიხარ?
მეგრელი
კომენტარებს ვკითხულობ და ალბათ ეხლა დაიწყო ბევრმა ყურება, ან ახალგაზრდები ხართ. ერთადერთი რეალობა ის არის რომ ფეხბურთს მახსოვრობა არა აქვს, ღვაწლით და წარსულის დამსახურებით ვერ იცხოვრებ. ყოველდღიურად უნდა დაამტკიცო რომ საუკეთესო ხარ მაგალითებს მოვიყვან ფეხბურთელების რომლებიც გუნდიდან გააგდეს და წარსული არ გაითვისწინეს: რამოსი, რაული, კასილასი, გვარდიოლა, მესი, რონალდო. მემგონი ეს 6 საკმარისია ))))
სოსო
აქაც ზუსტად იგივე არ არის,დავით?ხვიჩას,საქართველოს ნაკრების ბიჭებს,ფეხბურთის ფედერაციას,ასეთი წარმატების შემდეგაც კი,რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ,პირველივე წარუმატებლობის შემდეგ.ქართული მრავალხმიანობის შესასწავლად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან,ჩვენთან კი,ძალიან დიდი ხანი,ქართულ ფოლკლორს დასცინოდნენ.ჯანსუღ კახიძემ კი,შვიდკაცა რომ შექმნა,ბიჭები თვალცრემლიანები სტოვებდნენო,სცენას.თურმე მაყურებლები მასხარად იგდებდნენ მომღერლებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.შოთა ხაბარელიც მახსოვს,წლის ბოლოს,მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად რომ აღიარეს და ორ თვეში,დაბალი კვალიფიკაციის ბრალდებით ნაკრების მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.დაბალ კულტურას და განათლებას მოსდევს,ასეთი ამბები.იტალიაშიც არსებობს ანტაგონიზმი მდიდარ ჩრდილოეთსა და ღარიბ სამხრეთს შორის.სიღარიბეს დაბალი განათლება და კულტურაც მოაქვს.მისი ბუნებრივი გაგრძელება კი,დაუნახაობა,საკუთარი კარგის დაუფასებლობა და სხვისი წამხედურობა,სხვისგან შექების გადაჭარბებული მნიშვნელობის მიცემაა.პროვინციალიზმიც ხომ სწორედ ეს არის.
G.LA
სიყვარული ორმხრივია ცხოვრებაში და ასევე კლუბთან მიმართებაშიც. სია ჩამოწერონ მაგ ჯოგმა გულშემატკივრებმა ვინ უფრო მეტად უყვართ კლუბში და როგორ აფასებენ ჯამაგირით. იმ სიაში რომელიც არის, ზუსტად იმ რიგითობით მოსთხოვონ სიყვარულიც. უმადურთა ჯოგია მთელი ნეაპოლი. ჩემპიონობის ორი უმთავრესი ფიგურიდან, ერთმა თურქეთში უშველა თავს და მეორეს ამდენი ხანი დასაფასებელი კონტრაქტი არ აღირსეს. ფუი თქვენი მაკარონიკი უნამუსობა რა ვთქვა…
გოგა
არ უნდა კონტრაქტი, უნდა წავიდეს მანდედან, თუნდაც იგივე დონის გუნდი იყოს, მაგრამ ნორმალურ ჩამოყალიბებულ ხალხთან ქონდეს საქმე, ეს ვინ ვაჭარს გადაეყარა, ჩემი აზრით კვარა არ უნდა წავიდეს დათმობაზე, კვარასნაირი ფეხბურთელი ბევრი არა და კარგ გუნდშიც გადავა, მაგ კლიმაქსიან ბებერს უნდა მოშორდეს
დავით 67
ნეაპოლელების ძირითადი ნაწილი სწორედაც რომ დაუნახავია და უმადურია. მარადონას და ფერარის ამბავი არ ვიცოდი .მე ვიცი რომ ეგენი კარუზოს უსტვენდნენ და გაიძახოდნენ სიმღერა არ იცისო. მსოფლიო აღიარება მას არ აკლდა, მაგრამ საკუთარ სამშობლოში რომ ასე ექცეოდნენ ძალიან სწყდებოდა გული. ასე რომ არაფერი შეცვლილა იმ დროინდელი "პუბლიკასა " და დღევანდელ შორის. ამიტომაც თვითონ იტალიაშიც არ უყვართ არსად ნეაპოლელები, განსაკუთრებით ჩრდილოელებს. ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ნაპოლის გაჩემპიონობაში. ეს არის ხვიჩა და ოსიმენი. ოსიმენს რაც უქნეს ყველამ ვნახეთ, ახლა კვარაზე გადაერთნენ. ოსიმენს აღარ უნდოდა თამაშიო ნაპოლიში ტყუილი აუგორეს. სინამდვილეში. ხელმძღვანელობას არ უნდოდა 10მლნს გადახდა. ვლახოვიჩს თუ აქვს 12მლნ, ოსიმენი აღარ იმსახურებდა 10-ს?
)))
ლაურენტისი გააკრიტიკონ შესაბამის კონტრაქტს რომ არ უფორმებს კვარას. და კვარაზე ამის მერე ილაპარაკონ.
dato
ლავრენტამ ტროლები აამოქმედა
გეგი
აი ამიტომ ხალხო,ჩვენ დავაფასოთ ჩვენი.ხომ ხედავთ რა დაუნახავები არიან.უნდა წავიდეს ხვიჩა მანდედან,უკვე აუცილებლად უნდა წავიდეს.
სოსო
ასეთი დაუნახავები,საქართველოში მგონი უფრო მეტიც კი ჰყავს,ხვიჩას.ასე რომ საკვირველი არც არაფერია.ვისი იმედიც აქვთ,ისევ მისგან მოითხოვენ და სულ არ აინტერესებთ,ის რას ფიქრობს,ან რა მდგომარეობაშია.ვფიქრობ ნეაპოლელების ძირითადი ნაწილი,მაინც საღად აფასებს სიტუაციას და ასე რადიკალური არ იქნება,მაგრამ ხვიჩას ფინანსური ინტერესები,მათთვისაც მეათე ხარისხოვანია.მათთვის მთავარი,ნაპოლია!თავის დროზე,ნეაპოლიდან რომ წავიდა,მარადონას მისი კუთვნილი ფერარის წაღების უფლება არ მისცეს და ფაქტობრივად გასაქცევად გაუხადეს საქმე.სანამ ნაპოლიში იყო,ყველა ჩუმად იყო,წასვლის დრო რომ მოუვიდა,მაშინ კი,საგადასახადომ შეუქმნა დიდი პრობლემები.ყოველ შემთხვევაში,დაახლოებით ასე წერდა,მაშინდელი ქართული პრესა.დეტალურად აღარ მახსოვს,მაგრამ ალბათ ვინმეს ეხსომება,ან მოძიების საშუალება ექნება.
ემიგრანტი
ეტყობა თვალები მიხატული აქვთ იმ ბოღმა კრიტიკოსებს კვარა ბოლომდე იხარჯება ..... პას რომ არ აძლევენ იმას არ ხედავენ ეგ ფილა და პუტაშვილები
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ