სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დღეს, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" მიიღებს.

11 ტურის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად დაიძაბა. მათ რიგებშია "ფიორენტინაც", რომელმაც სტაბილურობას მიაღწია.

მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რათა ამ შეხვედრას უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. ნეაპოლელთა რიგებში მთავრი სირთულე კვლავ სტანისლავ ლობოტკას უკავშირდება. სლოვაკი მილანში გუნდთან ერთადაა.

ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდება, რომლითაც ამ სეზონსაც იწყებდა და 3 მცველით ითამაშებს (მაკტომინეის ფაქტორი ამ ტაქტიკას ხელს უშლის). ამ შემთხვევაში კაპიტანი დი ლორენცო კვლავ ცენტრში გადაინაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი მაცოკი ან პოლიტანო ჩაიბარებს. გამოვა, რომ სანაკრებო შეხვედრების წინ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ფორვარდი იქნება, სადაც მას ვილი სანიოლი იყენებს.

რაც "კვარა" ნეაპოლშია, ისინი "ინტერს" ხუთჯერ შეხვდნენ, ქართველს კი მათთან საგოლე მოქმედება არ აქვს, ასეთი კი ცოტა გუნდი დარჩა. ჯერ იყო საჩემპიონო ინტრიგის დაძაბვა მილანელთა მხრიდან და შემდეგ "ნაპოლის" რევანში. მაშინ ლუჩანო სპალეტია გუნდის კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო, რომელიც ახლა საპირისპიროდ შეუტევს(ზელინკი ნეპოლელებს დაუპირისპირდება. სათადარიგოთა შორის ველით). გასულ სეზონში ინძაგის გუნდმა ჯერ "მარადონაზე" დამაჯერებლად (3:0) მოიგო,

შემდეგ კი სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, "ჯუზეპე მეაცაზე" გუნდებმა ქულები გაიყვეს(1:1). 77-ე ნომერმა ცოტა ხნის წინ აქ "მილანსაც" პირველად გაუტანა...

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაურიციო მარიანმა სექტემბერში მილანური დერბი განსაჯა. ის ერთ დროს გიბრალტარი-საქართველოზე მეოთხე მსაჯი იყო. ყოფილა იმ შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიას გაუტანია (ატალანტასთან), "ტორინოსთან" კი მოედანზე შესვლიდან მალევე მაცოკი გააძევა...

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩვენი მთავარი

ინტერესი დასკვნითი შეხვედრის მიმართაა. "სენტ ეტიენი" გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილის მეშვეობით თუ ეცდება. თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმაში შევიდა და მისი როლი იზრდება.

"მწვანეებმა" ბოლოს 2019 წელს მოიგო, ამის შემდეგ კი ხუთჯერ შეხვდნენ და "ლიონი" ერთხელაც არ დამარცხებულა.

შეხვედრას 32 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი არბიტრი, ვილი დელაჯოდი განსჯის.

ქართველ ლეგიონერებს წარმატებული მატჩების გაგრძელებას ვუსურვებთ და ხვალიდან ნაკრებში ველით!..

გია_544
რაღაც ზურიკოს დატოლება ჩაკვესთან უფრო თქვენ ოცნებებს ასახავს ვიდრე ჩვენს მიერ ხილულ რეალობას. თუ ზურიკოს მამა ხართ ან ახლობელი, გასაგებია და გისურვებთ აგხდომოდეთ/ აგვხდომოდეს ზურიკოს პროგრესი და დამწიფება. ბევრი წარჩინებული ახალგაზრდაა ჩვენს ნაკრებში და კიდევ ბევრს ველოდებით ახლო მომავალში.
მამლუქი
"არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ"
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
დავითაშვილი,ჩანკვეტაძე,მინიმუმ ევროპის დონის ვარსკვლავებია,მინდორზე ყველაფერი შეუძლიათ,ბურთის დაჭერით დაწყებული,მწვავე დრიბლინგებით,ძლიერი ხილული დარტყმებით მეტოქის კარში,ზუსტი ,ფილიგრანული,გათვლილი პასებით,მინდვრის,პარტნიორის ადგილმდებარეობის ,მისი გადადგილების ხედვით,და რაც მთავარია, გუნდისთვის უაღრესად საჭირო, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის აუცილებელი თვისებით,დაცვით დამთავრებული,არა დრო და დრო,არამედ როცა გუნდს ესაჭიროება,ყოველთვის,ამასთანავე დავითაშვილი ფიზიკურადაც ძლიერია,ტრამვაგამძლე,ჩაკვეტაძე ნაკლებად,ფიზიკურად მეტი დატვირზთები სჭირდებოდა და მიიღო კიდევაც ინგლისურ ლიგაში ამგვარი დატვირთები, დანარჩენი გენებზეა დამოკიდებული,ორგანიზმის გაძლების ზღვარზე,ამ ორი ფეხბურთელისა,ამ ორი ვარსკვლავისა ქართული ფეხბურთისა.ტოპ გუნდებს ვისურვებდი და მერე დაინახავენ გვარდიოლები და კონტურები რა შეუძლია ქართულ ჯიშს,ჯილაგს,თუნდაც ფეხბურთში,ცალკე აღებულში.ისე კი მე უფრო ვაფასებ სპორტში,რაგბის,სხვა და სხვა ჭიდაობების,ორთაბრძოლებს,ქართულია,კაცურია,საბრძოლოდ,ყოველ დროში გამოსაყენებლად, სასიცოცხლოდ საჭიროა,თავის უფალი ადამიანისთვის
მერაბი ბებია
ყველას ქართველ მოთამაშეს მეგობრებო ვუსურვებ წარმატებებს და გამარჯვებებს დგეს მინდა რომ ხვიჩამ გაუტანოს ინტერს უდიდესმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა აართვა ბურთი ფაკეტის და გაუტანა ინტერს მილანის სტადიონზე წინ ქართველებო
Გაბო
Gel 100 ხარ თუ ვინღაც,ცოტა ნერვები დაიოკე. ჯერ ერთი ნაცი არ ვარ და არც ბოღმა მალაპარაკებს. უბრალოდ ავღნიშე ფაქტი რომ დავითაშვილი მაგარ ფორმაშია და მოკრძალებული აზრი გამოვთქვი. ისე არც ზურიკოა პასებით განებივრებული კლუბში,არც მასეა საქმე. რა არის მაგაში ცუდი თუ ის კვარაზე მეტ გოლს გაიტანს და გაისად მონაკოს ან მარსელის დონის გუნდში გადავა? კვარა კარგი ბიჭია მის ყველა თამაშს მოუტმენლად ველი მაგრამ ღმერთი ხომარაა. და ისე სენტ ეტიენში გოლე ის გატანა უფრო ძნელია.
gel-100
გაბო ხარ თუ საბო გასაგებია რო ზურიკოს და ჩაკვეს კარგი თამაშის აღნიშვნა გინდა თუმცა აუცილებლად კვარას დაკნინების ხარჯზე უნდა გააკეთო ეეგ?? აუტსაიდერ გუნდში როა მაგას თუ ხვდები რატო იმას ვერ ხვდები და ხედავ რო ყველა პასი ზურიკოსკენ მიდის და რეალურად მთელი გუნდი ზურიკოზე თამაშობს ვინაიდან ყველაზე მაღალი დონისაა გუნდში და საპირისპიროდ ნაპოლიში დააკვირდი კვარას როგორ და რა სიხშირით აძლევენ პასებს,,ღმერთმა ქნას ერთიმეორეზე უკეთესი და დიდი კარიერა ქონდეთ ყველას მაგრამ მაგ ბოღმის ნთხევით კვარაზე ვერაფერს კარგს ვერ გამოაჩენ საკუთარი თავისას,,ბუდუ ხო გყაავთ ერის ბომბარდირი ნაცებს ლამისაა ოქროს ბურთი რო გადასცეთ მეორე ლიგის ფეხბურთელს ხოდა კვარას შეეშვით თუ არ მოგწონთ მისი თამაში ისედაც ხო ბუდუ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გგონიათ და,,თედოო კიდე რო წერს ან ცხრილში ჩაიხედეთ ან სტატისტიკას ჩახედეთ კვარას გუნდი სერია-აში არის პირველ ადგილზე,კვარა არის გუნდის ბომბარდირი და მთავარი ვარსკვლავი ზუსტად მაგ ლიდერ გუნდში, გახდა სექტემბრის თვის საუკეთესო და ოქტომბერშიც ყველაზე მეტი შანსი აქ საუკეთესოობის და თქვენ ეს ლუზერი ხალხი კლავიატურაზე წკაპაწკუპით და ბოღმის ნთხევით რო არ იღლებით რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელის თამაშს??ერთი ქართველის სიდიდის აღსანიშნავად მეორეს რატო აკნინებთ?? ახლა კვარა რო სენტ-ეტიენში ან ლიონში გადაიყვანო წარმოდგენა გააქვთ მაინც რეებს იზაავს? ვის ადარებთ ან რატო ადარებთ?? რა ვქნათ ბარემ სკამზე ხოარ დავსვათ სერიაას ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი??დღეს ვინც სოციალური ქსელებით კვარას აკრიტიკებთ ხვალ კვარას გატანილ გოლზე ფეხზე რა ნამუსით დგებით და თავი კვარას ყველაზე დიდ გულშემატკივრად რა ნამუსით მოგაქვთ?? მე არ მინახიხართ ერთიი ადამიანი მაინც სტადიონზე რომელიც ადგება და ხმამაღლა გააკრიტიკებს და სტვენას დაუწყებს კვარას და რატო? გეშინიათ თქვე ჩმორებოო თუ რატო არ დგებით და რატო არ უსტვენთ თუ ესე ცუდად თამაშობს და თუ სხვები ჯობიან?? მომავალ თამაშშივე შეგიძლიათ გამოაჩინოთ საკუთარი თავები და ვისაც კვარას თამაში არ მოგწონთ ადგეთ და სტვენით აიძულოთ მწვრთნელი შეცვალოს და სხვა შემოიყვანოს თუმცა ამას ხალხის რაოდენობა ჭირდება და მიდი აბა სცადეთ, თან გამოჩნდება რამდენი ხართ ეს ბოღმიანი ხალხი ან კიდე თქვენი ჩმორი ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდება,,ამ ნაცებს და კოლექტიურ ნაცებს ყველაზე მეტნი რო გგონიათ თავები აგერ უკრაინასთან თამაში მოდის და ყველა ვისაც გგონიათ რო ამ ქვეყანაში რამე მოიპარეს ადექით და გვაჩვენეთ ბოლო ბოლო რამდენი ხართ,,ხოლო მერე ის ხალხი ავდგებით ქვეყნის მშვიდობა და განვითარება რო უნდა და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვის სასტიკი წინააღმდეგია გასაგები მიზეზების და არა შიშის გამო,,თუმცა თქვენი ჩმორი ბუნებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ არც ერთი არ ადგებით ფეხზე,თქვენ მაგრები მარტო მაშინ ხართ როცა ხედავთ რო წაქცეულ ადამიანს მოერევით და გაამწარებთ აი ამაში მართლა მაგრები ხართ
თედეს
თედორეეეეეეე ჩახედა ცალი თვალით მაინც, სერია ა-ს ცხრილს.დდდდდდ
Გაბო
დავითაშვილი კარგი ბიჭია,ჩემი მოკრძალებული აზრით ის ახალ კვარას დონეზეა თუ მეტზე არა. მას აუცაიდერ გუნდში აქვს გატანილი იმდენი გოლი რამდენიც კვარას ლიდერ გუნდში. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ზურიკოს ისევე როგორც ჩაკვეს სტატისტიკა აკლდა და გახდებოდა ტოპ კლასის მოთამაშე. წელს თუ გაიტანს კიდევ 5 ან 6 გოლს ის აუცილებლად გადავა ლიდერ გუნდში, რასაც აუცილებლად იმსახურებს. მისი რეალური ფასი ისევე როგორც ჩაკვესი 30 მილიონია.
თედორე
შეეგუეთ იმას, რომ "ნაპოლი" იტალიაში საშუალო დონის გუნდია, ევროპის TOP-5ში რომ თამაშობდეს, ყველგან აუტსაიდერი იქნებოდა.
სოსო
პირველი,ვინც კვარას პრობლემა გადაჭრა,ინტერი იყო.მისი მწვრთნელი მიხვდა,რომ ხვიჩას შეჩერება,მხოლოდ ეგზეკუციით შეიძლებოდა და თითქმის ყოველ თამაშში,დასაწყისიდანვე ზეხისტი თამაშით,ხშირად კი,წინასწარგანზრახულად უხეში თამაშით ახდენდნენ,ხვიჩას ნეიტრალიზაციას.ამაში მსაჯებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.არც იმას უარვყოფ,რომ ინტერის დაცვა,თამაშითაც ძალიან ძლიერია,მაგრამ ხვიჩას მშრალი სერია,ამ ორი კომპონენტის ერთობლიობითაა გამოწვეული.რაც შეხება მომავალ თამაშს,ინტერი იმ დონეზე ორგანიზებულ თამაშს გვიჩვენებს,რომ ვერ წარმომიდგენია ნეაპოლელებმა,რა უნდა დაუპირისპირონ.ნეაპოლელების ბურთის ნელი გორება,მათ ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის.რაკი კონტე ისევ სამ მცველიან სისტემაზე გადასვლას გეგმავს,ალბათ ისევ კვარა პოლიტანოს ინდივიდუალურ თამაშსა და მერე ლუკაკუს ბურთით მომარაგებაზე გააკეთებს აქცენტს.რამდენად გამოუვათ,ეს სხვა საკითხია.ლობოტკას არყოფნაც დიდი მინუსია,თამაშის ორგანიზაციისათვის.ალბათ მაკტომინეის გაუფართოებს,მოქმედების არეალს,ცოტა უკანიდან ათამაშებს და ეს ოთხეული ეყოლება შეტევით ფაზაში გამქცევთა სიაში დატოვებული.ჩემთვის მთავარი,ახლა ხვიჩას ჯანმრთელად ჩამოსვლაა,ამ თამაშის შემდეგ.
ლაშას
ლუკაკუ ჩელსის საკუთრებაა
ლაშა
ლუკაკუს ინტერთან თამაში შეუძლია?
ბუდუს
სკოლაში ქართულს ვინ გასწავლიდა?
bud
ინტერთან შანსი არააქ ნაპოლს იმედია კვარა გადავა ზაფხულში პრემიერ ლიგაში
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
მოურინიომ დავითაშვილის შეძენა მოისურვა - "სენტ-ეტიენმა" თანხა დაასახელა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
[VIDEO] დავითაშვილის გოლმა "სენტ-ეტიენი" თასზე "ნიცასთან" მარცხისგან ვერ იხსნა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ