ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ოქსფორდი" 1:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა, რომელიც მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"საოცარია იმის ხილვა, როგორ ატარებს ბურთს გიორგი და რამდენ შანსს უქმნის თანაგუნდელებს, თანაც ამ ყოველივეს წნეხის მიუხედავად აკეთებს.

ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ მისი თამაშის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ის ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ფეხბურთელი მინახავს და შემიძლია ჩაკვეტაძე მათ გავუთანაბრო.

დიდებული სანახავი და აღმაფრთოვანებელია, როგორი სიმშვიდით გამოირჩევა ის მოედანზე. გიორგიმ თავის მონაგარს გოლებიც უნდა დაუმატოს და პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება", - თქვა კლევერლიმ.

ქართველი
არაქართველი უბედურკ ავადმყოფი ხარ. ცოცხალი როგორ ხარ ხვიჩას ამდენი წარმატებების მერე, ბოლომდე მაინც ვერ გადაიტან
ზვიადი
გიო დააფასე ეს ადამიანები ვინც ასე გიდგანან გვერდში და გადაყოლილები არიან შენზე. ასეთებს ბევრს ვერ ნახავ, განსაკუთრებული პატივი უნდა სცე მაგრად უნდა გაუმართლო. უდიდესი შრომით პირველ რიგში
მ.ზ.
გვყავს სამი მსოფლიოს დონის ტოპ ფეხბურთელი,მამარდაშვილი,დავითაშვილი,ჩაკვეტაძის და მათთან ძალიან ახლო მდგომი და მათზე გამრჯე,მაგრამ შაბლონით მოქმედი,ვითომ მარცხენა ვენგერი,"მუშა" მარჯვენა ფეხით,მგონი მიხვდით ვინ?
gel-100
ჩაკვე ჩვენი ბრილიანტია, რომ არა ის გაცდენილი წლები გაცილებით მაღალ დონეზე და უკეთესი სტატისტიკით იქნებოდა დღეს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე თუმცა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გვჯერა რომ წინ უფრო დიდი კლუბი-ჩემპიონატი და კარიერა გელოდება,,ველოდები ჩაკვეს გოლი-ოლიმპიკოს მომავალ ორ თამაშში,,უოტფორდი არის ჩაკვე,,რომ არა ჩაკვე უოტფორდი იქნებოდა აუტსაიდერი ისევე როგორც ვალენსია იქნებოდა ლალიგა-2 რომ არა მამარდა,,ბოლოს წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე, სასიხარულოა რო უკვე ასარჩევად გვაქვს თამაშები ქართველი ლეგიონერების შესრულებით ტოპ-5-7 ჩემპიონატში და დაჟე უკვე ქართული დერბებითაც გვანებივრებენ ჩვენი ბიჭები,,მომავალ წელს უფრო მეტი ჩვენებური იქნება ტოპ-5-ში მერე კიდე უფრო მეტი და ესე 3-4 წელიწადში წესით უკვე სანაკრებოდ გამოსადეგი 12-15 მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება და ამბიციებიც გაგვეზრდება იმ დროისთვის და იმედია ვილიც აუწყობს ფეხს და საბოლოოდ ჩამოყალიბდება მაღალი დონის მწვრთნელად,
Levani
უორფორდს მაგარი ხე ფეხბურთელები ჰყავს სხვები.წინა სეზონში ჰყავდა სამხრეთამერიკელი ვინგერი,ბურთის არ ეშინოდა,მაგრამ ეტყობა გუნდის სქემა მარტო ერთ კრეატიულ ფეხბურთელს იტანს. ჩაკვე უკეთეს გუნდს იმსახურებს
გიო, ნაკრებშიც ეგრე ითამაშე!!!
ჩაკვეტაძე დაფრინავს, კვეკვესავით არ დადის! გაიგე სანიოლ?
ილია
დამაგვირგვინებელ ფაზაში თუ გააუმჯობესებს დარტყმას,რაც მას გაუკეთებია კიდეც,მაგრად გაგვახარებს.წარმატებები გიოს და ქართულ ფეხბურთს.
ქომაგი
ჩაკვე უკვე სხვა სიჩქარეებზე გადადის და კარგია, აუცილებლად უნდა იშრომოს ამისთვის და ასე უნდა გააგრძელოს, გაცილებით დიდია მისი შესაძლებლობები და კიდევ მოუმატებს დარწმუნებული ვარ.ჩაკვეტაძე შორს არაა ის დრო რომ გაცილებით ძლიერ გუნდში ითამაშოს ვიდრე უატფორდია,ჯამრთელად უნდა იყოს მთავარია და ის ისეთ გუნდებში შეძლებს თამაშს როგორიც მაგალითად ასტონ ვილა, ტოტენჰემი, ნიუკასლი,ან თუნდაც ლივერპულია, მას თავისუფლად შეუძლია ასეთი დონის გუნდებში თამაში, კიდევ ვიძახი მთავარია ასე მონდომებით შრომით გააგრძელოს, ასევე ჯამრთელი უნდა იყოს,მოკლედ ჩაკვე ქართული ფეხბურთის ლიდერია დღეს.
ქ. გ.
კარგი ვიდეო (12 წუთი) https://www.youtube.com/watch?v=gWmmSRMdWMY
ემიგრანტი
დრიბლინგის შემდეგ, საჯარიმოსთან ან საჯარიმოში შესული პასებს ურიგებს გუნდელებს დასარტყმელ პოზიციაზე რომ იყოს მაინც! მისი თანაგუნდელები კიდევ დრიბლინგის შემდეგ ეგრევე ურტყამენ კარისკენ, რა პოზიციაზე არიან აზრი არაქვს კუთხურის ხაზიდანაც კარში ურტყამენ. გიოს მეტი აგრესია და კარისკენ დაგეშვა უნდა, მეტი უნდა დაარტყას კარში და გოლებს მოუმატებს, მაგრამ სხვა სტატისტიკა აუცილებლად დაიკლებს!!!
გიორგი
მიკერძოვება შეიძლება დამაბრალოთ მაგრამ მაინც ვიტყვი ამხელა სიჩქარეებზე ასე ბურთს ვერავინ იმორჩილებს მაღალ დონეზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა და ვფიქრობ ეს იანვრიდან დაიწყება ქართველ ნამდვილ ფეხბურთის გულშემატკივრებს წინ ბევრი სიხარული გველოდება!!!!!
მირო
გოლები რომ დაუმატოს ფორვარდის პოზიციაზე უნდა ითამაშოს.ჯობია,თვითონ ამბობ ბევრ შანსს უქმნისო თავდამსხმელებს და, იმათმა არ გაანიავონ ეს შანსები,იმათმა გაიტანონ გიოს პასებით და პრობლემა მოიხსნება.ბევრი შანსი შეუქმნა,გოლი კი მხოლოდ ერთი გაიტანეს.ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით ძმაო.
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
კლევერლი: ეს ჩაკვეტაძეს სხვა დონეზე გადაიყვანს და ზღვარი არ ექნება
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩაკვეტაძემ ჩინებული გოლი გაიტანა და მწვრთნელი მოხიბლა [VIDEO]
"ჩაკვეტაძის ყურება მსიამოვნებს, გეტყვით, რატომ მეგონა, რომ კარში დაარტყამდა" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველის შესახებ ისაუბრა