უინსტონ ჩერჩილმა თქვა ერთხელ, დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არც არაფერი არსებობსო. "ოქროს ბურთი" კი, სწორედ დემოკრატიის პრინციპებით გაიცემოდა დაარსებიდან დღემდე.

1956 წელს, ფრანგული ჟურნალის შემქმნელმა, გაბრიელ ანომ გადაწყვიტა ინდივიდუალური წახალისების მიზნით, ფეხბურთელებისათვის შესაბამისი ჯილდო გამოეყო. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს აჯილდოებდნენ, მოგვიანებით კი პრიზს ევროპაში მოთამაშე ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეებს გადასცემდნენ.

დღესდღეობით, "ოქროს ბურთი" შესაძლოა მოიგოს ნებისმიერი ჩემპიონატის, ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელმა.

ალბათ, ვინისიუსს ჩერჩილის ფრაზა ნაკლებად დაამშვიდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ბრაზილიელს მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, როდრი ამჯობინა. ვინისიუსის გულშემატკივრებს უსამართლობის განცდა დაეუფლათ. მართლაც, რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა ოქროს ბურთის მოსაგებად?

სეზონში 25 გოლზე მეტი გაიტანოს?

მოაგებინოს კლუბს ლა ლიგის ტიტული?

მოაგებინოს კლუბს ჩემპიონთა ლიგა და ფინალში გოლი გაიტანოს?

მოაგებინოს კლუბს სუპერ თასი?

გაუტანოს პრინციპულ მოწინააღმდეგეს ერთ თამაშში სამი ბურთი?

ვინისიუსმა ეს ყველაფერი ერთ სეზონში მოახერხა.

რა თქმა უნდა, როდრის მიღწევებს არავინ აკნინებს, მისი ტრიპლ-დაბლიც აღსანიშნავია, თუმცა, ალბათ ჟურნალისტების გადაწყვეტილება როდრისთვისაც კი სიურპრიზი იყო.

2010 წლის სეზონში, ვესლი სნეიდერმა ინტერის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია A-ს მოიგო, ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უწია, ოქროს ბურთს კი ლეო მესი დაეუფლა. მაშინაც ბევრი ფიქრობდა დემოკრატიის უსამართლობაზე. . .

2013 წელს, ფრენკ რიბერიმ ყველაფერი მოიგო ბაიერნის შემადგენლობაში. ბრწყინვალე სეზონის შემდგომ კი . . . ისევ ლეო მესი.

ძველი ამბების გახსენებაც შეიძლება, ამბობენ, რომ 2003 წელს, ტიერი ანრის დამსახურებული "ოქროს ბურთი" წაართვეს და პაველ ნედვედს მიანიჭეს. არც ჩეხი გახლდათ ვინმეზე ჯაბანი, მაგრამ ტიერი ანრი ნამდვილად ოქროს ბიჭუნა იყო.

2020 წელს, რობერტ ლევანდოვსკი ბევრად უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედები. ბაიერნში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, მისი გამარჯვება თითქმის გარანტირებული იყო, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო, ოქროს ბურთის დაჯილდოება არ გაიმართა.

როგორც ჩანს, ფეხბურთსაც სჩვევია სარკაზმი. რა უნდა ქნას ვინისიუს ჟუნიორმა?

ალბათ ის, რასაც აქამდე აკეთებდა, დამფასებლები კი აუცილებლად გამოჩნდებიან . . .

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ბექა ზივზივაძემ

Sony
ავტორმა იქნებ ელემენტარულად პატივი სცეს მკითხველს, ასეთი დაბალი დონის სტატია, მცდარი ფაქტებით "გამოტენილი"..კარგი რააა
აცე
ნედვედის ოქროს ბურთი ცოტა გადაჭარბებული იყო, გუნდი დააღალატა ნახევარფინალში უაზრო ყვითელი მიიღო, ახლა ისეა აწეული თამასა, რაიმე ფინალი თუ არ ითამაშე ან ბომბარდირი თუ არ გახდი ვინ მოგაქცევს ყურადღებას. ანრიმ იმ წელს გოლი პლუს ასისტით პრემიერლიგის რეკორდი მოხსნა, არსენალს წაგება არ ქონდა. ზოგადად ანრი ბევრჯერ დაიჩაგრა. ალბათ ყველაზე ხშირად.
სინათლე
2013 ში ,,ისევ მესი,კი არა ... Რიბერის ნაცვლად კრისტინა რონალდუს აჩუქეს... Დაანებეთ რა მესის თავი,კაცმა დაამტკიცა ყველაერი
ზურაბ
კი ბატონო. 13 ში რიბერი. და 10 ში? ინიესტამ სადაც ითამაშა, ყველა ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მესი ფაქტიურად დამტვრეული იყო. ეს ლობანკოვსკის მიერ გიფსიანის ბურიაკის წაყვანას გავდა 82 ში დათო ყიფიანის ნაცვლად
ჟორა
არასწორად მიმაჩნია რომ არაბომბსრდირებს აძლევენ ოქროს ბურთს ...მესის 8 ოქროს ბურთი ნამეტანი ბევრი მგონია
Georgian
სტატიის ავტორი აშკარად ვერ იტანს მესის )) რიბერის სუპერ სეზონის შემდეგ 2013-ში კრიშტიანუს აჩუქეს ოქროს ბურთი, ფაქტობრივი შეცდომაა

ულიდეროს და რაღაც შედეგი მაინც აჩვენოს თავისი ქვეყნის ნაკრებში. (მაინცადამაინც მსოფლიო ჩემპიონობას არავინ ითხოვს)
უვიცი
ნედვედი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სად ანრი და სად ერეკლე...
gsg
gsg
gsg
gsg
შეტევა
ჯენ ზი თაობის შემოღებულია ყველაფრის რიცხვებითშეფასება. სპორტს სტატისტიკის გამო არ უყურებს ვისაც მართლა ესმის და უყვარს. მაგალითად, მახსოვს მე ნედვედს რომ მისცეს ოქროს ბურთი და არანაირი აზრთა სხვადასხვაობა მაშინ არ ყოფილა, ეკუთნოდა. ზიდანზე მეტი გოლი ჰამშიკს აქვს გატანილი მაგრამ ვინ რა სახელით შევიდა ისტორიაში ვხედავთ. ფეხბურთის იუთუბის მომენტებით ვერ გაიგებ, უნდა უყურო თავიდან ბოლომდე :)
ფეხბურთი რომ ხელოვნებაა-ს-ს
რა თქმა უნდა! სწორად გამიგეთ. მთლად მანიაკი რომ იყოს ვიტყვი რომ მაგარი ფეხბურთელია, მაგარი მსახიობია და ა.შ. ცოტა ვაჭარბებ,მაგრამ ასეა. ისე თუ სისხლის სამართლის დანაშაულს არ სჩადის ყველაფერი დაშვებულია,რადგან მათი მორალით და როგორც თქვენ აღნიშნეთ ინსცენტით არავინ ზარალდება თუმცა საქართველოში უყვართ მიმბაძველობა და ეს შეიძლება საშიშიც იყოს. მთელი არსი ჩემს კომენტარში მდგომარეობს იმაში, რომ პროფესიონალი პროფესიონალია
ამაშია საქმე
უზრდელების საყურადღებოდ.ნათქვამია "ვირის წიხლი საწყენი არ არისო"
ფეხბურთი რომ ხელოვნებაა-ს
რომ არ ჰქონდეს Fair play-ს მნიშვნელობა, არც შეიტანდნენ შეფასების კრიტერიუმებში. ანუ, თუ სწორედ გავიგე თქვენი ლოგიკა, სულ რომ ინცესტი ჰქონდეს ფეხბურთელს ოჯახის წევრთან, არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბურთს კარგად აგორებდეს?
დათო
დარწმუნებული ვარ - ავტორი ერთადერთი ადამიანი იყო 2010 წელს, ვისაც მიაჩნდა, რომ სნეიდერი მესიზე უფრო იმსახურებდა ოქროს ბურთს...სნეიდერსაც არ ებადებოდა კითხვა
ფეხბურთიც ხელოვნებაა სპორტთან ერთად
ზაკო-12! იგივე ვალოდია ჯინჭარაძეს! ფეხბურთშიც დიმიტრი გელოვანს ეძებ?. ის კაცი ვინც შენ ახსენე უამრავ სწორ კომენტარს დებს ფეხბურთზე. ვინისიუსი საუკეთესოა დღეს. ეს ფეირ პლეი ერთ ადგილას... როცა მუსიკას ვუსმენ სულ არ მაინტერესებს, როგორია ოჯახში,ასევე კარგ ფილმს რომ ვნახავ სულ არ მაინტერესებს რეჟისორის და მსახიობების ინტრიგები. მგონი გასაგებად აგიხსენით.
მამუკა
ის რომ როდრიმ კარგად იასპარეზა ევროზე მაგი დაუფასეს და გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, დანარჩენი მიმდინარე წელს რომ შევხედოთ ვინისიუსი უფრო შთამბეჭდავი იყო ვიდრე როდრი, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე რეალმა სიტიც გამოაგდო და ჩემპიონიც გახდა, სადაც მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. მართლა მეტი რაღა უნდა გააკეთოს, კიდევ ერთხელ ვიძახი ფეხბურთელი უნდა შეფასდეს მისი ქმედებით მოედანზე და არა იმით ვინმეს ესიმპატიურება თუ არა
დავით 67
აბა აგვიხსენი ეგ პროცესი, როგორ ხდებოდა. ბარათზე ურიცხავდა ვინმეს თუ ნაღდს აძლევდა? მე პირადად რონალდო უფრო მომწონს, მაგრამ ესეთ სისულელეში ვერ დაგეთანხმები
დავით 67
ვიცი ბატონო რომ სწორედ ის ე.წ. "ცნობილი" ჟურნალისტები მამაძაღლობენ, ამიტომ უეფა უნდა იყოს მათი მაკონტროლებელი. შეფასების კრიტერიუმები უნდა გადამოწმდეს
ჯონი
რახან ზანგი ვარ, მჩაგრავენო
Superman
ყველაზე მწარედ 2001 წლის ოქროს ბურთი მახსოვს. რაული უბრალოდ დაფრინავდა სტადიონზე, ფიზიკურად ცერავინ აჩერებდა და ოქროს ბურთი მაილლ ოუენს მიცეს, რომელიც საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზეც კი არ თამაშობდა, არც ჩემპიონატში მოუგია რამე და ნაკრებში ხო მითუმეტეს. ვერავინ ვერ იჯერებდა რო რაულს არ მისცეს
ამაშია საქმეს.
ბოღმოვიჩ, როგორ ხარ? ემანდ არ გასკდეთ ბოღმით!
Deutschland
ნეტავი ეს ვინისიუსი როგორც ადრე ქვითინს და წუწუნს თუ დაიწყებს პრეს კონფერენციაზე-"მე დაჩაგრული ვააარ!" :) :)
ზაკო-12
არტ-ის ეს კომენტარი ვინმე დავით67-ც წააკითხეთ ყველაფერზე რომ მზეობს
გამოშტერებულ, ამაშიას!
მესი, რო "ყიდულობდა ოქროს ბურთებს", შენ იმ დროს იქ იყავი? ვაი შენს პატრონს, რა გეშველება?
თამაზ
და შენ შენი სისტემა მოიგონე და აარჩიე ფეხბურთელი.დაგიშალა ფრანს ფუტბოლმა?
გიო
როდის რა ლოგიკითაც მისცეს კროოსს არ ეკუთვნოდა 2014 ში??...მაგრამ მაშინ მარტო მესის და რონალდოს ხედავდნენ
ამაშია საქმე
მესი რომ ყიდულობდა ოქროს ბურთებს ვარსკვლავი იყო და მესმის.მაგრამ როდრის დიდი ფეხბურთელობა საერთოდ არ გამიგია და წლევანდელ ესპანეთის ნაკრებშიც კი ყველაზე მაგარი არ იყო.უბრალოდ ცნობილმა კორუმპირებულმა ფრანს ფუტბოლმა ხმების მიცემის ისეთი სისტემა მოიგონეს რომ მანიპულირებენ და როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ.
მმუკას
ცოლს სახლში როგორ ექცევა არც არავის აინტერესებს. აქ ლაპარაკია პროვოკატორობაზე და უღირს ქცევაზე თამაშის დროს. რაც შეეხება მქკ-ს, ეგ მქკ ნულის ტოლი ქონდა ნაკრებში. როდრისგან განსხვავებით, რომელიც ლიდერი იყო როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. გოლებს რაც შეეხება, როდრის ამპულის ფეხბურთელს გოლები არც მოეთხოვება. და მიუხედავად ამისა გააქვს კიდევაც.
ერ
უეფა რა შუაშია ოქროს ბურთთან? ცნობილი სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ ღიად. ყველამ შეიძლება ნახოს ვინ ვის მისცა ხმა.
Pele
Xarebashvili vinaris mteli espaneti laparakobs realshi gadadiso
მამუკა
სულ არ მაინტერესებს ოქროს ბურთის შეფასებისას ესა თუ ის ფეხბურთელი სახლში ცოლს როგორ ექცევა, პირველ რიგში უნდა შეფასდეს როგორი "მქკ" აქვს მას მოედანზე მისი გუნდისთვის, მეცნიერი ფასდება თავისი ნაშრომებით, მსახიობი როლებით, ფეხბურთელუც უნდა შეფასდეს დრიბლინგით, გოლებით და მოპოვებული ტიტულებით.
დავით 67
წინა წლებში ხდებოდა ესეთი მარაზმი,რაც სჩანს სტატიაში ჩამოთვლილი გვარებით, მაგრამ წელს ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. ვიცით რომ ვინისიუსი ასეთი ხასიათების არის,როგორიც არის. კითხვა მაქვს ზოგ ვაიგულშემატკივართან.რა უნდა ქნას ვინიმ ან უეფას ნაგავმა ხელმძღვანელობამ აუკრძალოს თამაში ვინის? ფეხბურთთან რა კავშირი აქვს მის ხასიათებს?? ანდა გასვლით თამაშებზე 50 000 კაცი მაიმუნს რომ ეძახის, ამის აკრძალვა შეუძლიათ უეფას? დააშავებს რამეს გააფრთხილე ანდა პირდაპირ წითელით გააძევე, ფეხბურთს რას ერჩი, რატომ კლავ?
სოსო
პარასკევს,საფეხბურთო ტაიმ აუტში,პირველ არხზე,ისიც ითქვა,რომ ოქროს ბურთის ლაურეატების გამოვლენაში,შეფასების კრიტერიუმებში მესამე პუნქტად,"ფეირ პლეი" ყოფილა დასახელებული.ეს პუნქტი, მეტად გასაგებს ხდის,საბოლოო შედეგს.
არტ
ავტორმა ალბათ არ იცის რომ ოქროს ბურთს აქვს თავისი ოფიციალური ჩამონათვალი რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მინიჭებისათვის -1. ინდივიდუალური პერფორმანსი.2. გუნდური მიღწევები. 3. ფეარ პლეი ანუ მოწინააღმდეგეების პატივისცემა და მოედანზე ღირსეული ქცევა. ეს მესამე პუნქტი და ვინისიუსი რა დამოკიდებულებაში არიან ხომ ვერ მეტყოდით? და კიდევ, ავტორს ალბათ არ მიუქცევია ყურადღება ბრაზილიის ნაკრებში ვინისიუსს თამაშისათვის. არა, არავინ თხოვს მარტომ ათრიოს გუნდი. უბრალოდ გამორჩეული მაინც ხომ უნდა ყოფილიყო რამით და რაღაც დონეზე მაინც ელიდერა გუნდისათვის? რაც შეეხება როდრის. კლუბში ლიდერი და გუნდის ხერხემალი ( კი ვხედავთ რას თამაშობს სიტი მის გარეშე) ნაკრები - ასევე ლიდერი და ხერხემალი. ევროპის ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე. ხოდა რა უსამართლობაზე გველაპარაკებით? ვინისიუსი კი მართლა ბრწყინვალე ფეხბურთელია, ამას არავინ უარყოფს.
კევინი
აბსოლუტურად სწორი ჩამონათვალია, თუ რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა ოქროს ბურთის მოსაგებად. და არ გინდათ რომ ჩამოწეროთ, თუ რა არ უნდა გააკეთოს?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა
პსჟ-მა დონარუმას გუნდიდან მალე წასასვლელად მისი სატრანსფერო ფასი დაწია
"რეალის" ბოიკოტი გრძელდება, ურთიერთობა სრულიად გაწყდა - ვინისიუსია და "ოქროს ბურთის" ამბავის სკანდალის ახალი დეტალები
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ მზადაა დონარუმა ნახევარ ფასში გაყიდოს
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
"რეალის" ბოიკოტი - "ოქროს ბურთის" მფლობელი როდრი გახდა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"ამ ჯილდომ ყველანაირი პრესტიჟი დაკარგა, როდრი პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა" - გუტი "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას გამოეხმაურა
როგორ ჩაუმწარეს ვინისიუსს წვეულება და როგორ იზეიმა როდრიმ
ვინისიუსმა "ატლეტიკოს" ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე "რეალის" მაისური დაუფინა [VIDEO]
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა როდრიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა" - "რეალის" ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
დონარუმა "სიტისთან" ერთ ნაბიჯშია - იტალიელი მალე პრემიერ ლიგას მიაშურებს
"ოქროს ბურთს" იმსახურებდა" - სალაჰმა ვინისიუსზე ისაუბრა
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
"ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ"- კარლო ანჩელოტი
"კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
კიდევ ერთი ვარსკვლავი - ვის ყიდვას შეეცდება "რეალი", თუ ვინისიუსი წავა