როცა გოგა ბითაძეს სათამაშო დრო აქვს, ის აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში შედეგიანად თამაშობს. ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ქართველი ცენტრი ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და უვე მესამე თამაშია, ან ორმაგ დუბლს აკეთებს, ან ამ შედეგამდე მცირედი აკლდება.

ასე იყო გასულ შეხვედრაშიც, რომელშიც ორლანდოელებმა "ნიუ ორლეან პელიკანსი" 115:88 დაამარცხეს. ბითაძემ სასტარტოში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან 6-ჯერ შეუტია და 5-ჯერ წარმატებით, ზუსტი აღმოჩნდა მისი ერთადერთი საჯარიმო სროლაც. ბურთი მეტოქის ფარზე 5-ჯერ, ხოლო საკუთარზე 4-ჯერ მოხსნა და ამ მაჩვენებლით (9 მოხსნა) მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველი კალათბურთელი სამჯერ დაჯარიმდა.

"ორლანდო მეჯიქს", რომელსაც ტრავმების გამო პაოლო ბანკერო და ვენდელ კარტერ-უმცროსი ვერ ეხმარებოდნენ, 27 ქულით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. 17 ქულით დაასრულა თამაში მისმა ძმამ, მორიცმა. სტუმართა გუნდში, რომელსაც ლიდერები ვერ ეხმარობდნენ, 26 ქულით ბრენდონ ბოსტონი გამოირჩა.

"ორლანდო მეჯიქს" ჩატარებულ 10 თამაშში 4 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ისევ საკუთარ მოედანზე, "ვაშინგტონ უიზარდსთან" გამართავს.

GBF.GE

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
[VIDEO] ბითაძის 12 წუთი "დალასთან" - "ორლანდომ" 1 ქულით გაიმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?