გენუურ კლუბსა და “ფიორენტინას” შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაშია შესული
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც დიდი შანსია, რომ ამ კვირაში ალბერტო ჯილარდინო “ჯენოას” ფეხბურთელი გახდეს.

თურმე, “ჯენოასა” და “ფიორენტინას” შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაშია შესული. 29 წლის ფორვარდის გადაბირება გენუური კლუბის პრეზიდენტის, ენრიკო პრეციოზის სურვილი ყოფილა და ამის შესახებ პრესასთან თავად ისაუბრა:

“ჯილარდინო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გადაბირება დიდი ხანია მსურს. აქამდე ეს არარეალური იყო, მაგრამ დრომ ვითარება შეცვალა და ფლორენციელებთან მოლაპარაკების მაგიდას მივუჯექით. დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. “ფიორენტინას” მესვეურთა პასუხის მოლოდინში ვარ და ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი დადებითად დასრულდება. დიახ, მაქვს ცნობები, რომ ფლორენციელები არ არიან უარს ჯილას შეელიონ, რაც ძალიან მახარებს. ასე რომ, სულ მალე ალბერტო “ჯენოას” ფეხბურთელი გახდება. მჯერა, რომ მასთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა