"ნაპოლის" მცდელობა მარიო ბალოტელის გადაბირებაზე უშედეგო აღმოჩნდა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “ნაპოლის” მესვეურები ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატებას აპირებენ, რადგან სწორედ ასეთია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის გნებავთ, თხოვნა და გნებავთ, მოთხოვნა.

იტალიურ პრესაში არაერთი ფორვარდის გვარმა გაიჟღერა, თუმცა საქმე უბრალო სიტყვას არ გასცდენია. ბოლო ინფორმაციით კი ვალტერ მაძარი “მანჩესტერ სიტის” იტალიელი შემტევით, მარიო ბალოტელით ყოფილა დაინტერესებული და მისი გადაბირება მოსურვებია. ყველამ კარგად იცის, რომ მარიოს ჭირვეული ხასიათი აქვს, ამიტომ, სენიორ ვალტერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და 21 წლის ფორვარდი ქებით ცაში აიყვანა - მუდმივი კრიტიკის ფონზე, სწორედ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გულის მოგება... როგორც ჩანს, ამ ხერხმა არ გაჭრა, რაზეც თავად ბალოტელის სიტყვები მეტყველებს:

“მაძარის სიტყვებმა ძალიან გამახარა, რადგან მას თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. მაძარის თქმით, ბედნიერი იქნებოდა, რომ მის გუნდში ვეხილე, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, მე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ და სიმართლე გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ. ინგლისში დიდი მიზნებით ვარ ჩამოსული და აქ კიდევ დიდ ხანს ვაპირებ დარჩენას. შესაბამისად, ჩემი “ნაპოლიში” გადაბარგება ამ ეტაპზე გამორიცხულია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა