საქართველოს ნაკრებს ნოემბერში "ერთა ლიგაზე" გადამწყვეტი მატჩები ელის. დასკვნით ტურს ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. უკრაინასთან პოლონეთში მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ქართველ გულშემატკივრებს ეს საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ. საინტერესოა, რომ "ანდრუვ სტადიონზე" შაბათს უამინდობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა.

ადგილობრივ "სიგმას" "სლოვაცკოსთვის" უნდა ემასპინძლა, ძლიერი ნისლის გამო, მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდი წერს: "ამინდი ისევ "ალაპარაკდა". უამინდობის გამო თამაში შეუძლებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებას დავთანხმდით." აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურაც ფიქსირდება.

სამწუხაროდ, ვილი სანიოლის გუნდში იძულებითი ცვლილებაა, "ემპოლის" ტრავმირებული მცველი საბა გოგლიჩიძე თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ის განაცხადში ვერ იქნება. "ჯვაროსნებს" თბილისის "დინამოელი" ალექსანდრე კალანდაძე დაემატა. მთავარ მწვრთნელს ნათქვამი ჰქონდა, გოგლიჩიძეს ერთ შეხვედრაში მაინც დაეყრდნობოდა; დისკვალიფიცირებულია ლაშა დვალი. სხვა ცენტრალურ მცველებს შეგახსენებთ - კვირკველია, კაშია, გველესიანი და ლოჩოშვილი, რომელსაც ბოლო დროს ფლანგზე ვხედავთ.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში ვუმასპინძლებთ, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.

გივი
შენი აზრი შენთვის შეინახე და ჩემი აზრით დედაშენმა დააგვიანა შენი გაჩენა 23 წლის ფეხბურთელზე რო იტყვი დააგვიანაო რაზე უნდა გელაპარაკო შენ რაიცი რატო არ წავიდა ან არ გაუშვა დინამომ გარედან სიტყვრბის სროლა და აქ წერა მაგარი იცით რა
იური
ამხანიგურად დამარცხდებიან არწივები
ლშა
ლუკასაც ტრავმა აქვს :(
ბლაუგრანა
ეს დავითი რა მაგარი დოდოლაა, მთავრობის გარდა ფიფიამაც დაადასტურა სტადიონზე პრობლემა, ჩვეულებრივი სექტანტი ხარ, შენ ალბათუკრაინის ფერებში გამოწყობილი უყურებ ნაკრების თამაშს,
ნუკრი გუგუნავა
ლუკა გადრანს რატომ არ იწვევენ ნაკრებში?
სოსო
ძალიან ვწუხვარ,საბას ტრავმის გამო.იქნებ მეორე თამაშზე მაინც გამოჯანმრთელდეს.ცენტრალური მცველის ტრავმის,ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში,ის ალბათ პირველ სარეზერვო ფეხბურთელად მოიაზრება.რაც არის,ეს არის,რაც გვაქვს,იმითი უნდა გავიდეთ იოლას.იმედი ვიქონიოთ,რომ ფონს გავალთ და ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდება. ეს რაც შეეხება ფეხბურთს,მაგრამ გუშინ,საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა,ისლანდიის ნაკრებთან ითამაშა შესარჩევი ჯგუფის მატჩი და არათუ ანონსი,მატჩის შედეგზეც კრინტი არ დაუძრავს საიტს.სპორტის სასახლეც,თითქმის ცარიელი იყო.არ დავივიწყოთ,რომ ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გააღწია,ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და ჩვენგან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ.ფეხბურთელების ცოლებზე და საყვარლებზე სტატიების გამოქვეყნებას,სპორტული საიტისაგან ქართული ხელბურთის თემაზე წერა, უფრო უპრიანი იქნებოდა.კი,ხანდახან წერთ,ხოლმე,მაგრამ გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო.თითქმის სიკვდილის პირზე მისული სპორტის ეს სახეობა,თითქოს იბრუნებს პოზიციებს,მაგრამ მხარდაჭერა თუ არ ექნათ,შესაძლოა ისევ მიიინავლოს ყველაფერი.
G.LA
მაგდენის ფიქრის უნარი ფედერაციაში რათ უნდათ? მთავარია ბიუჯეტიდან “სწორად” გადაანაწილონ ინფრასტრუქტურის განვითარება.
ვაჟა მასწავლებელი
ჩაკვე, ზურიკო და ქოჩორა საფეხბურთო ფორმის პიკში არიან და ამ სიტუაციას ნაკრებში ჭკვიანურად გამოყენება უნდა!
Givi
სამწუხაროა გოგლიჩიძის თამაშს ველოდებოდი და გადაიდო, მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ, კალანდაძეს რაც შეეხება ჩემი აზრით წელს მოუკლო, იმიტომ რომ დააგვიანა წასვლა ევროპაში და ზრდა შეაჩერა... ისე გელაშვილი უკეთეს ფორმაშია ჩემი აზრით...
დავით 67
გადახურვა კი არა, მთავრობა გვეუბნება, არ შეხვიდეთ, თორემ ჩაინგრევა და ნანგრევებში მოყვებითო)
არა და
გაიჟღინთა ქართული სპორტი პოლიტიკით ...
დინამო
"დინამო , დინამო, დინამო " ... ----------- პ.ს. ყველაზე "სპორტული პოლიტიკა" და ყველაზე პოლიტიზებული სპორტი ! ჰოდა, კარიგია ?
გუჯა გუჯარმელი
განა რა ჯდება ამისთანა უსაშველო ერთი სრულიად გადახურული სტადიონის ქონა საქართველოში?! დინამო ხომ შეიძლება იხურებოდეს უამინდობისას გამოიწიოს სახურავმა ბოლოსდაბოლოს თუ სულ არ აშენდება გადახურული.
ილია
ბევრ კომენტარს ველოდი. არცერთ მედიას არ უწერია. წარმოიდგინეთ, უკრაინამდეც როკ ასე დაგვეწერა, რა კარგი იქნებოდა, ფედერაციაც მეტად ჩაერთვებოდა. თითქოს ნისლი მარა არაა ეს პატარა ამბავი, ზედმეტად ცივი და ნაცრისფერი ქალაქი აქვთ შერჩეული
ვანო
რატომ დანიშნეს ბათუმში, ასეთ დროს ნაკრების თამაში, ე.წ. წვიმიან ქალაქში, პროგნოზით სამივე დღეები წვიმებია, მეტოქეს ვეხმარებით? დიდი არასერიოზულობაა!
დდდ
მერე რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი, ისეთი ქაცვებიც გაიყოლეთ, 40 გრადუსიან სიცხეში რომ გამოგადგებათ, - დღევანდელ ამინდებს რას გაუგებ...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ჰაშეკი