ხვიჩა კვარაცხელითი „ბარსელონას“ დაინტერესების საკითხი ფართოდ განიხილება ესპანურ და იტალიურ მედიაში. დღეს კატალონიური „სპორტის“ პირველი გვერდი კვარაცხელიას და რაფაელ ლეაოს სურათითაა დამშვენებული.

„გასულ სეზონში პსჟ-მა „კვარას“ თაობაზე წინადადებით მიმართა, მაგრამ „ნაპოლიმ“ 130 მილიონი ევრო მოითხოვა, შედეგად კლუბებს შორის კონტაქტები შეწყდა და დაიწყო კონტრაქტის გაგრძელებაზე მტანჯველი მოლაპარაკებები. „კვარა“ თვლის, რომ თავის ამჟამინდელ გუნდში განვითარებას ვერ შეძლებს და 23 წლის ასაკში დიდი ნახტომის გაკეთება ძალუძს. მისი პრიორიტეტი მუდამ ლა ლიგაში თამაში იყო, იცის „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ, როდესაც ხავიმ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში შეიყვანა. „ბარსაში“ ყველაფერს ცოტა შორიდან უყურებენ. დიახ, ფეხბურთელი მოსწონთ, მაგრამ მან 100%-ით არ დაადასტურა თავისი სურვილი. „ბარსელონას“ კარგად ესმის, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკების წარმოება ყოველთვის რთულია, გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ თავად ქართველი კატალონიურ გრანდში გადასვლის სურვილს მკვეთრად გამოხატავს და „ბარსა“ გამოსყიდვას მისაღებ ფასში შეძლებს. აგრეთვე განიხილება სხვა ტრანსფერები, მაგალითად, რაფაელ ლეაოსი და ზოგიერთი თავისუფალი აგენტის, თუმცა ამ საქმეში არ იჩქარებენ, რამეთუ ესმით, რომ საკითხი სტრატეგიულია და ღრმად შესწავლას საჭიროებს“, - წერს Sport.es -ი.

calciomercato აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ ამ ორი შესანიშნავი, ერთმანეთის მსგავსი უნარების შემტევის შეძენა სურს, პორტუგალიელის გამოსასყიდი ფასი 175 მილიონი ევროა, თუმცა ამხელა თანხის გადამხდელი არავინაა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას კი „ნაპოლი“ უშედეგოდ ცდილობს.

Il Mattino ხაზს უსვამს, რომ დრო გადის, რომელიც „ბარსელონასა“ და პსჟ-ის სასარგებლოდ მუშაობს, ვინაიდან ხვიჩასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და ნეაპოლურმა კლუბმა შეიძლება ზაფხულში ქართველი დაკარგოს.

დავითი
იმედია ბარსელონაში გადავა. ფლანგის მცველის მხარდაჭერა, ცენტრალურ ნახევარმცველთან კედლის გათამაშება, სწრაფი კონტრშეტევა, თითქმის ყველა ფეხბურთელი იდეალური პასის მომცემი. შეტევის და ტექნიკური თამაშის სიგიჟემდე დამფასებელი კლუბი - ასეთი გუნდი ცოტაა. ტექნიკური, ფეთქებადი, ერთი-ერთზე ძლიერი, კარგი პასის და დარტყმის მქონე, მშრომელი და სულ თამაშის მსურველი ფეხბურთელი. ცოტა იღბალი და საოცარი ისტორია შეიქმნება. ნეიმარის შემდეგ მარცხენა შემტევი არ ჰყოლია გუნდს. წარმოგიდგენიათ როგორ შეიყვარებენ კატალონიაში ხვიჩას?
ავთანდილი
ხვიჩამ კარგად იცის რას აკეთებს. მას არსად არ ეჩქარება, ნაპოლისთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სახით წავა ნაპოლიდან ბარსაში ან რეალში. ხვიჩა იმ დონის და კლასის ფეხბურთელია რომ ის ყოველთვის ნებისმიერი გუნდის ძირითად შემადგენლობაში წამყვანი ფიგურა იქნება.
ალექს
დარწმუნებული ხართ რომ სწორი ნაბიჯი იქნება? ხვიჩა ვერ ეგუება არათუ სათადარიგო სკამს,არამედ შეცვლასაც კი. ვნახეთ მისგან შეფარული და ღია უკმაყოფილებაც ამაზე. რაფინია და ოლმო კი ისეთ ფორმაში არიან, რომ რომელი გინდა დასვა სკამზე.. ვიღაც იტყვის, სკამისთვის ხომ არ იყიდიანო. არა, უბრალოდ გაცილებით ნაკლები დრო ექნება ვიდრე ნაპოლიში, ბარსა კი შემადგენლობის სიღრმეს გაზრდის და ლიგის ფავორიტებშიც უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. ხვიჩას ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები, ჩვენი ბრილიანტია და სულ უნდა ბრწყინავდეს.
c
ზაზა კვარა ეხლა 23 ისაა და 2024 წელია, ხოდა 2027 ში 28 ის როგორ იქნება :)) გადაასწრებს დროს?
zura222
ანუ დაუნი ქართველები ვერ წვდებიან შენი სიბრძნეების დონეს ? რამხელა წარმოდგენა გაქვს შენ თავზე შენი ატამანი მიხოსავით შე მართლა დაუნო @@
აბგდ
ბარსელონა და ხვიჩა ჩემი ოცნებაა!მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს ბარსელონა.ახალგაზრდების გუნდია.ფლიკის ხელში ბევრად მოუმატებს და ნანატრ შემტევ, ლაღ ფეხბურთს ითამაშებს.
Zaza
ხელფასები ნახსენები რომ არ გაქვს მაგაშია საქმე. აქ მთავარი კონტექსტია (მათ შორის ხელფასიც). კვარასაც რომ მისცენ ლეაოს დონის ხელფასი გინდ 130 მლნ ჩაუწერონ გამოაასყიდი გინდა 175. იქნება სულ ნეაპოლში, გახდება კლუბის ლეგენდა და თან მულტიმილიონერიც. მაგრამ 1 მილიონს რომ უხდიან და თან 130 მილიონს ითხოვენ ეგაა პრობლემა. მაგრამ თუ იხუმრე სხვა საქმეა…
Zaza
ლეაოს აგენტი იმიტომ დათანხმდა ამხელა გამოსასყიდ თანხას რომ ხელფასი აქვს 5.4 მილიონი პლიუს ბონუსები რაც რეალურად 8-დან 10 მილიონამდე ადის წელიწადში. შესაბამისად ლეაოს შეუძლია უბრალოდ დარჩეს მილანში კონტრაქტის ბოლომდე და არაფერს დაკარგავს. კვარა კიდე 2027-ში 28 წლის იქნება, პიკი გავლილი ექნება და ფასიც დავარდნილი. ხოდა მაგ დროისთვის ლეაო მულტი მილონეეი იქნება და კვარა წლიდან წლამდე რო ეყოფა ეგრე… განსხვავება მგონი ნათელია
ც
იხუმრა რომან :) იხუმრა
G.LA
წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ ჭირს საქართველოში ცნობილი ფაქტი ჩემ კომენტარზეც ნათლად ჩანს. ჩემი კომენტარები ფეხბურთელების ფასებს ეხება. არავითარ ხელფასები ნახსებები არ მაქვს და ჩემი კომენტარი დამატებით სიმართლე ნარევ ირონიაა. პ.ს. ვაი შენ მართლა საქართველო, ამდენი უწიგნურებით.
გიო
მიდი ძმა რაც შენ გულს გაუხარდება ის გააკეთე და ისე მოიქეცი, ეხლა მე რო დავიწყო წერა, რო არ უნდა გადავიდეს, უნდა გადავიდეს , და ა.შ. ჩემი რა საქმეა? შენ შემოგევლე გულში და სულში სადაც იქნები და როგორც წარმართავ შენ მომავალს იქ ვიქნებით შენი მხარდამჩერები. მსოფლიოზე, ევროზე,გავსულიყავით,ლიგა მოგეგოს ერთი 4ჯერ , ოქროს ბურთი მოგეგოს რამდენჯერაც შენ გინდა )) და 5+ შვილის მამა ყოფილიყავი ჩემო მეგობარო. წარმატებები.
რომან ბეჟანიძე
ჯერ სანამ მაგას დაწერ იქნებ გაგერკვია ლეაოს ხელფასი ბონუსებიანად. თან ზეწოლა რომ ნაპოლი და მილანი წააგებენ რომელზე უფრო დიდია კვარაზე თუ ლეაოზე?
G.LA
ლეაო თუ ღირს 175 ლიმონი მაშინ რას ვერჩით ლავრენტას? მეორად ფასებში შეუთავაზებია პსჟ-სთვის კვარა 130 მილიონში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?