ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეგოისტი, რომელიც სათადარიგო სკამზეც თანახმაა

ეგოისტი, რომელიც სათადარიგო სკამზეც თანახმაა

ინტერვიუ კევინ დურანტთან

"ოკლაჰომა-სიტის" კალათბურთელი კევინ დურანტი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალგაზრდა ვარსკვლავი ორი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ მაშინ საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა. ახლა კი ამერიკელები სწორედ კევინზე ამყარებენ მთავარ იმედებს. დურანტი ჟურნალ Slam-ის კორესპონდენტს უყვება იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებასა და კარიერაში ამ ორი წლის განმავლობაში.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა თქვენი გვარი დაინახეთ ეროვნული ნაკრების მაისურზე?

- ენით აუწერელი გრძნობაა. მაისურის სახლში წაღება მომინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ნება არ დამრთეს. ყოველთვის ვოცნებობდი ნაკრებში თამაშზე და ბედს მადლობას ვწირავ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად ჩემს შრომას შედეგი მოაქვს.

- სანაკრებო შეკრებაზე რომელ საკალათბურთო ელემენტებს ანიჭებთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

- ყოველდღე ვმუშაობ სროლაზე, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის წყალობითაც დავიმკვიდრე ადგილი NBA-ში. ასევე დიდ დროს ვატარებ სატრენაჟორო დარბაზში. შეიძლება ეს ნაკლებად ჩანს, მაგრამ უფრო დავიკუნთე და ფიზიკურად ძლიერი გავხდი. საერთოდ, მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა არ მჩვევია, ვცდილობ ყოველმხრივ განვითარდე.

- ბავშვობაში რა ტიპის კალათბურთის თამაში გიზიდავდათ?

- ერთი ერთზე თამაში. ხშირად თავს მაიკლ ჯორდანად ან ვინს კარტერად წარმოვიდგენდი. ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარა. მე მათ მატჩებს ვუყურებდი და მეორე დღეს ქუჩაში ნანახი ილეთების გამეორებას ვცდილობდი. ნელა, მაგრამ მეთოდურად ვეუფლებოდი ამ კალათბურთელების თამაშის მანერას. მათი სტილის გადმოღებით, კი საკუთარ შესაძლებლობებს ვანვითარებდი.

- რა გამოცდილება შეგძინათ პლეი ოფის პირველ წრეში "ლეიკერსთან" წაგებამ?

- რამდენად ცუდადაც არ უნდა ისროდე და რამდენ შეცდომასაც არ უნდა უშვებდე, თამაში ბოლომდე უნდა გააგრძელო. თუ შენი გუნდი 20, 10 ან 5 ქულას აგებს, მაინც თითოეული მომენტიდან ან ბურთის ფლობიდან მაქსიმუმი უნდა მიიღო და ყურადღება არ უნდა მიაქციო სტატისტიკას და სხვა ფაქტორებს. მთავარი - გამარჯვებაა და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ეფექტურ სტილში მიაღწევ თუ არა.

- ერთხელ უკვე იყავით ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე...

- ეს სამი წლის წინ იყო, სანამ NBA-ში ჩემი პირველი სეზონი დაიწყებოდა. საბოლოოდ, მე და ნიკ კოლისონი უკანასკნელ მომენტში დაგვითხოვეს გუნდიდან. ამის შემდეგ მიმძიმდა ნაკრების თამაშის ყურება. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენას. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი - ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა.

- ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პეკინის ოლიმპიადის გუნდი დღევანდელზე უკეთესი იყო?

- სულაც არა. იმის გამო, რომ მაშინ ოლიმპიადაზე ვერ მოვხვდი, უფრო მეტად მომინდა დამემტკიცებინა, რომ იმათზე უარესი კალათბურთელი არ ვარ, ვინც პეკინში გაემგზავრა. და დამიჯერეთ, დღევანდელ ნაკრებში ჩემნაირად სხვებიც ფიქრობენ. წარუმატებლობა უფრო მეტ ძალას მაძლევს, მიყვარს გამოწვევის მიღება. მაშინდელი გუნდის ცქერისას განრისხებული ვიყავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასე იყო.

- იქნებ იმიტომ, რომ გრძნობდით - თქვენი ადგილი იქ, ნაკრების მოთამაშეთა შორის იყო?

- დიახ, თქვენ მართალი ხართ. რაღაც დოზით ყოველთვის ვატყობდი ჩემს თავს ეგოიზმს. მინდა ყოველთვის ის მოთამაშე ვიყო, რომელიც თავის გუნდს მოგებაში დაეხმარება, სულერთია კლუბი იქნება ეს თუ ნაკრები. მაგრამ ყველაფერი შენს სურვილზე არ არის დამოკიდებული.

- 2008 წელს, ნაკრებიდან დათხოვნისას აგიხსნეს, თამაშის რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა გემუშავათ?

- არა, მითხრეს, რომ უნდა გავიზარდო. სათამაშო თვისებები ეჭვს არ იწვევდა. უბრალოდ, ჩემს დროს უნდა დავლოდებოდი. და აი, ჩემი დროც მოვიდა.

- რას გრძნობთ მოახლოებული ჩემპიონატის წინ?

- ერთი სული მაქვს, როდის დაასახელებენ საბოლოო შემადგენლობას. ამ ბიჭებთან ერთად პროგრესის მიღწევა მინდა. 2012 წლის ოლიმპიადაზეც ვფიქრობ, სადაც იმედია, ამჯერად მაინც მოვხვდები. გარდა ამისა, ჩემს პარტნიორებზე დაკვირვებისას ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ. ეს ეხება ლამარ ოდომს, ანდრე იგუოდალას, რუდი გეის, ანუ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩემზე ადრე მოვიდნენ კალათბურთში.

- ევროპულ წესებში არის რამე, რასაც ჯერ ვერ შეეჩვიეთ?

- მთავარია, ყველა წესი ზუსტად შეისწავლო. თუ ამას გავაკეთებ, პრობლემა არ იქნება.

- გახსოვთ, პირველად როდის ნახეთ საქმეში ამერიკის ნაკრები?

- არ მახსოვს რომელი წელი. მაშინ გუნდში კევინ გარნეტი, ვინს კარტერი და სხვები თამაშოდნენ. ეს ის ტურნირია, რომელშიც ვინსი რომელიღაც მოწინააღმდეგეს თავზე გადაახტა (საფრანგეთის ნაკრების ცენტრ ფრედერიკ ვეისს). ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

- როდის მიხვდით, რომ აუცილებლად გინდათ ნაკრებში მოხვედრა?

- როცა მატჩებს ვუყურებდი, ნაკრების შესახებ ჟურნალებში ვკითხულობდი. მომინდა ამ ერთგვარი საძმოს წევრი გავმხდარიყავი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რა დათმობებზე მიდიოდა ხალხი ამ გუნდში მოსახვედრად: იცვლიდნენ დამოკიდებულებას კალათბურთის მიმართ, მოედანზე სულ სხვა ფუნქციებს ასრულებდნენ, ვიდრე კლუბში... ისინი ივიწყებდნენ ვარსკვლავის სტატუსს, მთლიანად გუნდზე მუშაობდნენ და ეს ყველაზე მეტად მომწონს.

- თქვენ შეურიგდებოდით სათადარიგო მოთამაშის როლს?

- რა თქმა უნდა, ამაზეც თანახმა ვარ. მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატს. ვიქნები ის, რასაც მთავარი მწვრთნელი მოინდომებს. ერთადერთი რაც მინდა - ჩემპიონატის მოგებაა. გამარჯვების შემთხვევაში, ეს ჩემი პირველი დიდი ჯილდო იქნება კარიერაში.

- როგორ აისახება ნაკრებში გამოძახება "ოკლაჰომაში" თქვენს კარიერაზე?

- ჩემს ვებგვერდზე გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რას წარმოადგენს ოკლაჰომას შტატი. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი კლუბი და ქალაქი ყველამ სერიოზულად აღიქვას. საქმე ისიცაა, რომ "ოკლაჰომა-სიტის" მატჩებს ცენტრალური ტელევიზით ხშირად არ აჩვენებენ, მაგრამ მომავალი სეზონიდან ყველაფერი შეიცვლება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გასულ სეზონში პლეი ოფში გასვლა მოვახერხეთ. "ოკლაჰომაში" თამაში მეამაყება და იმედი მაქვს, ნაკრებში გამოძახების შემდეგ, გუნდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

- თქვენს ბავშვობაში ინტერნეტში სოციალური ქსელები არ არსებობდა. საშუალება რომ გქონოდათ, NBA-ის რომელ მოთამაშეს გაუგზავნიდით შეტყობინებას?

- ყველას - სკოტ პოლარდიდან დაწყებული მაიკლ ჯორდანით დამთავრებული. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია კალათბურთელი მოედნის მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლელო

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!