"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა RAI ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" და ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელი კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელმა "კვარას" დამატება "ბარსელონას" უკვე შესთავაზა.

"ხვიჩას და "ნაპოლის" შორის არსებული პრობლემები მოსალოდნელი იყო. "კვარას" გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, "პარტენოპეი" მოთამაშეს ბონუსების ჩათვლით მაქსიმუმ 6 მილიონ ევროს სთავაზობს. მაგრამ პრობლემა არა ხელფასში, არამედ გამოსასყიდი პუნქტის თანხის ოდენობაშია.

"ნაპოლის" გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროს შეტანა სურს, ხვიჩას გარემოცვას ამ თანხის 80 მილიონ ევრომდე დაწევა სურს. "პარი სენ ჟერმენი" სიტუაციას აქტიურად აკვირდება, რადგან მათ იციან, რომ კვარაცხელია კლუბის დატოვებას გეგმავს.

"კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი ბარსელონაში გაფრინდა "ბლაუგრანას" ორ მატჩს დაესწრო და კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კლუბს ფეხბურთელის დამატება შესთავაზა. "ბარსას" უფროსობამ ჯუღელს დაუდასტურა, რომ მარცხენა ფლანგის შემტევს ნამდვილად ეძებენ. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის მიმართ დაინტერესება იქნება, თუმცა იმ თანხის გადახდაზე რასაც დე ლაურენტისი ითხოვს, არავინ დათანხმდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

გიორგი
ხვიჩა დიდი ფეხბურთელია , ბარსელონაში ის გაბრწყინებას, კორუმპირებული იტალიური კლუბებში არ მემეტება
Zaza
გუშინ ვინც დაიწყეთ ფეხბურთის ყურება ნუ ექსპერტობთ! როცა გაიყიდება მაშინ წავა და კონტრაქტი გინდა კიდე 10 წელი ქონდეს
ჟორა
ხვიჩას წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო.მაგრამ მისი დღევანდელი პრობლემები გამომდინარეობს მისი "მენეჯერის" პოსტსაბჭოთა მეთოდებით მუშაობის( ჩალიჩი) და დაბალი ინტელექტიდან. ბათუმის დინამოსთან ნეაპოლში ხვიჩას გადასვლა,გადახდილი თანხა და პირობები დაცულია "სრულიად საიდუმლო" გრიფით.არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ ლაურენტის,მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ პირველი კონტრაქტის ხელმოწერის დროს იყო დამატებითი პირობები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით.
გია
სამი წელი კონტრაქტი თუ არ უახლდება, უფლება აქვს დატოვოს გუნდი საბაზრო ანუ ტრანსფერმარკეტის ფასად. შე მართლა დონე შენა
კუ კობსონი
she dolba gonze ar xar
გაერკვიე
ბევრჯერ დაიწერა მაგის პასუხი ამ საიტზე უკვე. ფიფას წესებით ნებისმიერ კლუბში 3 წელი რომ გავივა კონტრაქტის დაწყებიდან, ფეხბურთელს შეუძლია ცალმხრივად დაარღვიოს კონტრაქტი მცირე საჯარიმო კომპენაციის ნაცვლად. (30 წელზე ასაკოვანს უკვე 2 წელში შეუძლია დარღვევა). ასე რომ დე ლაურენტისი ვერ შეინარჩუნებს ხვიჩას. იმ საჯარიმოს ნებისმიერი კლუბი გადაიხდის სიამოვნებით

ბადრი ბატონო, არგენტინას სახელი ფეხბურთელებმა გაუთქვეს, არ დაეტყო ვითამ? კვარამ სახელი ქვეყანასაც გაუთქვა, ჩვენს ფეხბურთელებსაც წონა შესძინა, ცოტაა ქვეყნისთვის ცნობადობის კუთხით? თქვენ რა კრიტერიუმები გაქვთ ?
ჟორა გაბრიჭიძე
ჯუღელმა სისუსტე გამოიჩინა ნაპოლთან კონტრაქტის დადებისას. კერძოდ, როცა იცი, რომ ბრილიანტი მიყიდე და მათხოვრის ხელასი შემოგთავაზეს, კონტრაქტში უნდა შეეტანათ მუხლი: ხელფასის ოდენობა გადაიხედოს ერთი წლის შემდეგ, ნაჩვენები შედეგის მიხედვით. ეს მუხლი რომ ყოფილიყო, ხვიჩას მეორე წელს 7-8 მილიონს დაუნიშნავდნენ, როგორც იტალიის სეზზონის ნომერ პირველ ფეხბურთელს.
ვა რა დონეა ტო
რა სისულელეა.2025 წელს როგორ უნდა დატოვოს ნაპოლი როცა კონტრაქტით კიდევ 3 წელი უნდა ითამაშოს.თქვე ბრიყვებო,როგორ გჯერათ ამ სისულელის.
ტიტე
ბარსელონაში გერმანელ ტოპ მწვრთნელთან ხვიჩა გახდება მგელი.
rable
2025 წელს შეუძლია ნაპოლი დატოვოსო, -უეფას ეს რეგლამენტი არ ვიცი რა და როგორ ხდება და თუ ესეა უნდა წავიდეს აუცილებლად, ხვიჩას გარეშე ნაპოლჲ ჩემპიონი ვერ გახდებოდა და არ დააფასეს ადამიანი და მესამე წელია საფეხბურთო თვალსაზრისით "მათხოვრულ" ხელფასზე ყავთ.. პიწველი სეზონის დასრულებისთანავე მინიმუმ უნდა გაეორმაგებინათ ხელფასი მადლიერების ნიშნად, ხოდა ეხლა ელოდონ 100 მილიონს ხვიჩას გაყიდვიდან.. წარმატება ქართველებს
გიორგი
თქვენი კომენტარები მომწონს იგრძნობა რომ პროფესიონალი ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ხართ მაგრამ ჯუღელის საქმიანობის შეფასეფაში ვერ დაგეთანხმებით დავიწყოდ იმით რომ ხვიჩა დინამოს ძირითადშიც ვერ ხვდებოდა ამიტომაც სხვა ქართულ კლუბს მიაშურა შემდეგ იყოდა ლოკომოტივის ქართველმა მენეჯერმა გუნდში არ დაიტოვა მიუხედავად გამოცდილი მწვრთნელის მუდარისა ჯუღელი იძულებული გახდა ყაზანში თავის ნაცნობ პრეზიტენტისთვის მიემართა რომელმაც იმის მიუხედავად რომ ხვიჩას პოზიციაზე ყავდა კარგი რამოდენიმე ფეხბურთელი მათშორის კარგ ფორმაში მყოფი ზურიკო ჩარიცხა გუნდში შემდეგ ხვიჩას წარმატებული თამაშის როგორც კლუბში ისე ნაკრებში მიუხედავად არავის სურდა მასში გადაეხადა ის თანხა რაც ხვიჩა ნამდვილად ღირდა გახსოვთ ალბად სანიოლის ინტერვიუ როცა თქვა ყველა ფრანგულ კლუბს შევთავაზე და უარი მითხრესო მაგის გულისთვის სამსახურს ვერ დავკარგაო ბრაზილიელი რომ იყოს კიდევ გარისკავდა კაციო ასეთ სიტუაციაში რა უნდა ექნა ჯუღელს გაემაზა ნაპოლის ვარიანტი? თავისი მოთხოვნებით? მე არ ვიცი თქვენი ასაკი მეკი მომსწრე ვარ იმის რომ უამრავი ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა არ აეწყო იმიტომ რომ მას არქონდა ასპარეზი სადაც თავს წარმოაჩენდა.
რობი-ს
ნაპოლთან მეორე კონტრაქტზე საუბარი. ანუ, რუსეთიდან უკვე გამოღწეული რომ ჰქონდა.
ბადრი
ნუკრის. მესის წარმატება არგენტინას ოდნავაც არ დატყობია.
სოსო
როცა რუბინში გადაიყვანა,გახარებული იყო,გრძელვადიანი კონტრაქტი დავდეთო!როცა ხვიჩამ თავი გამოიჩინა და ევროპული პერსპექტივები გამოჩნდა,რუბინის მფლობელმა 20 მილიონი მოითხოვა კაპიკს არ უკლებდა.ამას იმ აზრამდე მივყავარ,რომ არც იმ კონტრაქტში ეწერა,ხვიჩას გამოსასყიდი თანხა და ამის გამო,ძალიან ცუდ დღეშიც ჩავარდა,ბიჭი.რუსეთიდან ჯუღელმა კი არა,უკრაინასთან ომმა მისცა წამოსვლის საშუალება,რაღაცა კომბინაცია დაგეგმეს და ჯერ ბათუმში,შემდეგ კი,იქიდან ნაპოლიში გადაიყვანა და იქაც კონკრეტული გამოსასყიდი თანხის დასახელების გარეშე. ვინც ხვიჩას თამაშს ვუყურებდით,ყაზანში,დამეთანხება რომ უკვე მაშინვე, ხვიჩა იმ ხელფასზე ბევრად უკეთესად თამაშობდა,ვიდრე ნაპოლიში დაუნიშნეს და როგორი ხელფასიც,რუსეთშიც ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა და ბევრს,გაცილებით მეტიც.უკვე რუბინთან კონტრაქტმა გამოაჩინა,რომ გამოსასყიდის გარეშე კონტრაქტის დადება,უხეში შეცდომაა,მაგრამ ჯუღელმა კვლავ გაიმეორა,იგივე შეცდომა.გასაგებია,რომ დე ლაურენტისი შეეცდებოდა,ამის გაკეთებას,მაგრამ ხვიჩას შესაძლებლობები რომ იცოდა,ჯუღელი ვალდებული იყო,ხელფასის გადახედვაზე მაინც ჩაეწერა,კონტრაქტში.რუსეთის პრაქტიკიდან გამომდინარე დაელაპარაკა დე ლაურენტისს და კი ვხედავთ,რა ცუდ დღეში ჩააგდო,ხვიჩა.ხელფასის მხრივაც და გამოსასყიდის მხრივაც.
ირკუნ
ფრთხილად ახალგაზრდა არ გააფუჭოდ... კომენტარებში ცოტა ფრთხილად ვიყოთ და კვარასდიდი გზის წარმატებები უსურვოთ..... მისი წარმატებები ერის წარმატებებია... ეს ჯერ კარიერის დასაწყისია..........
ნუგზარი
2025 -ში გადის 5 წლიანი კონტრაქტის დაცული პერიოდი (სამი წელი), ხვიჩაც დატოვებს ნაპოლის. უეფას სატრანსფერო რეგლამენტის მე-17 პუნქტით. ჯუღელის 0.1% გააკეთეთ ცხოვრებაში და მერე ილაპარაკეთ მასზე!
რობი
კარგია ჯუღელის დადანაშაულება, მაგრამ მაშინ სხვანაირად არ გაიფორმებდა ხვიჩას ლაურენტისი. ნუ დაგავიწყდებათ რომ ხვიჩა მაშინ იყიდეს სათადარიგო სკამისთვის რასპადორის შემცვლელად.
7898
სიმართლე-ს სწორი ფორმულირებაა
ბადრი
ყველა ვარიანტში უნდა წამოვიდეს ნაპოლიდან და ბარსელონაში გადავიდეს თუნდაც მთლად მისი პირობების დაუკმაყოფილების შემთხვევაშიც. ბარსა ბარსააა! თამაშის სტილიც შესაბამისობაშია ხვიჩას მონაცემებთან.
jeremo
მე ერთი რამის მეშინია, ნაპოლის ფანებმა არ შეიძულოს ბიჭი, მტრისას მაგენის გადაკიდება, სიყვარული ხომ მაგარი იძიან, მარა სიძულვილი იციან უსაშინელესი და რამე არ მოსწიონ.
გიორგი
კი ბატონო, რუსეთიდან ჯუღელმა გამოაღწევინა, რაც კარგი ამბავია. მაგრამ იგივე ჯუღელმა მოაწერა ხელი კონტრაქტის განახლებას, რითაც ხვიჩა ლაურენტისს ჩაუგდო ხელში. განახლებული კონტრაქტით ხვიჩა 2027 წლამდე ლაურენტისის ნება-სურვილზეა. ესაა ჯუღელის დანაშაული.
კაკო
რატომ გინდად ამ ჯუღელისგან ბიჯოო, თქვენი რა საქმეა ვინ ეყოლება კვარას აგენტად,კაცი თავის ოჯახის წევრად მიიჩნევს და თქვენი რა საქმეა კვარაცხელია რას და როგორ მოიქცევა, ძალიან მაგარი კაციაჯუღელი და რაც ჩვენი საქმე არ არის იმას თავი დავანებოდ რა
გიო
რუსეთში, არც იჭერდნენ,20 მილიონიდაც არ უნდოდათ ხვიჩას ყიდვა,ძვირად აფასებებთო ! ძვირად აფასებდნენ?
სიმართლე
ამ შემთხვევაში ჯუღელი არაა პრობლემა, არამედ დე ლაურენტისია! ამიტომაც, შენს ნათქვამს ასე გადავასხვაფერებდი: "რუსეთიდან გამოაღწია, მაგრამ ეს დე ლაურენტისი ვერ მოუშორებია"
xtpf
რუსეთიდან გამოაღწია მაგრამ ეს ჯუღელი ვერ მოუშორა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს