ბაქოს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი ევგენი რომანოვს დაუზავდა
საოცარია, მაგრამ ფაქტია - მოჭადრაკეთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი ევრო) ბელარუს დიდოსტატ სერგეი ჟიგალკოს მეხუთე ტურის შემდეგ პარტია არ მოუგია, მაგრამ ასე ყაიმ-ყაიმ, ანუ ჩოჩიალ-ჩოჩიალით მაინც ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, რადგან წარმატებისთვის მაინცდამაინც არც სხვებს გამოუდვიათ თავი, მათ შორის - ბოლო ტურშიც.

გუშინ დაზავდნენ ტურნირის რეიტინგფავორიტი შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-ლაზარო ბატისტა ბრუზონი (კუბა), სერგეი ვოლკოვი (რუსეთი)-ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა), ევგენი რომანოვი (რუსეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი, ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი)-ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი), პერეს დომინგესი (კუბა)-ევგენი ნაჯერი (რუსეთი).

ემილ სუტოვსკიმ (ისრაელი) მასპინძელ სარხან გულიევს სძლია და 6,5 ქულით ანდრეიკინთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყო. 11-მა მოჭადრაკემ 6-6 ქულას მოუყარა თავი, მათ შორის მიხეილ მჭედლიშვილმა და დავით მაღალაშვილმა (ბოლო ტურში აზერბაიჯანელ ლოგმან გულიევს მოუგო), რომლებმაც დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 და მე-13 ადგილები დაიკავეს.

დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი კი ასეთია: 20. გაიოზ ნიგალიძე (5,5), 21. თორნიკე სანიკიძე (5), 31. მერაბ გაგუნაშვილი (5), 36. გიგა ყუფარაძე (4,5), 51. სალომე მელია (4), 63. ბაჩანა მორჩიაშვილი (3,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა