კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დასრულდა. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა. ლიდერმა "იბერია 1999"-მა ბათუმში "დინამოს" მოუგო და მეორეადგილოსან "ტორპედოს" უკვე ექვსი ქულით უსწრებს. ასევე გაიმარჯვეს "სამგურალმა", "კოლხეთი 1913"-მა და "დილამ".

სამგურალი 1:0 სამტრედია

წყალტუბოს "სამგურალმა" ლევან კუტალიას გოლით მოუგო აუტსაიდერ "სამტრედიას". კუტალიამ დემურ ჩიხლაძის ჩაწოდებულ კუთხურს თავური მიაყოლა და მიდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, ლევანმა წინა ტურში "გაგრასთან" პოკერი შეასრულა.

"სამგურალი" მეექვსე ადგილზეა, 5 ქულით დაშორდა საპლეიოფო ზონას.

კოლხეთი 1913 3:1 ტორპედო

ფოთელებმა 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, თანაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ტორპედოს" სძლიეს 3:1.

დრამატული გამოდგა ეს მატჩი და ყველაფერი ვნახეთ: გატანილი პენალტი, გაცუდებული პენალტიც, ავტოგოლიც, წითელი ბარათიც.

მე-10 წუთზე მასპინძელთა შემტევმა გაბრიელ ფერეირამ ჩააწოდა და ტორპედოელთა მცველ ნიკა სანდოხაძეს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. ტაიმის ბოლოს კირილ კლიმოვმა პენალტით ორამდე გაზარდა სხვაობა - 2:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ახალაძემ პენალტი ვერ გამოიყენა: ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია ბურთი.

და მალევე "ტორპედომ" შეამცირა სხვაობა, კერძოდ, ფელიპე პირესმა თავით გაიტანა. დრო საკმაოდ რჩებოდა, მაგრამ "ტორპედომ" არათუ გაათანაბრა, პირიქით ბოლოს გაუშვა გოლი: გიორგი მელქაძემ დაიწყო კონტრშტევა და გიორგი აბუაშვილმა დაასრულა - 3:1.

მანამდე, 81-ე წუთზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ბიორნ იონსენი გააძევეს. მეორე გაფრთხილება მიიღო.

"კოლხეთი 1913" მერვე ადგილზე რჩება, მაგრამ შანსი აქვს, რომ გადათამაშებას გადაურჩეს. "ტორპედომ" კი ამ წაგებით მნიშვნელოვნად შეიმცირა ჩემპიონობის შანსები.

დილა 1:0 დინამო თბ

გორის "დილამ" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით მოუგო "დინამო თბილისს". "დინამო" ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა, ხოლო დილა "მესამეზეა" და ორი ქულითღა ჩამორჩება "ტორპედოს".

ეს ერთადერთი გოლი იბრაჰიმა დრამემ გაიტანა თავურით. საინტერესოა, დრამეს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს და აქედან 3 "დინამო თბილისის" კარში.

"დილამ" კონფერენციიის ლიგის საგზური გაინაღდა. "დინამო თბილისი" კი საქართველოს თასის ფინალშია გასული, სადაც "სპაერს" ხვდება. მოგებული ასევე კონფერენციის ლიგაზე გავა.

დინამო ბთ 0:1 იბერია 1999

თბილისის "იბერია 1999"-მა კვლავ გაიმარჯვა და სამი ტურით ადრე, უახლოეს მდევარ ქუთაისის "ტორპედოს" უკვე 6 ქულით გაუსწრო.

ერთადერთი გოლი თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ გაიტანა შორიდან ძლიერი დარტყმით. ეს 64-ე წუთზე მოხდა.

ისე, მანამდე, პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე იბერიელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს: ცოტნე კაპანაძემ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი, გიორგი კოხრეიძემ დაარტყა და მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია. ხარატიშვილმა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში (ხორვატებს ორი პენალტი აუღო), ამჯერადაც იყოჩაღა.

erovnuliliga.ge

სოსო
შარშან,ზაფხულში,სპეციაში გადავიდა,იჯარით იყო,მაგრამ აღარ გამოისყიდეს.21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გამორიცხულია,სანიოლს ყურადღება არ მიექცია.მით უფრო,რომ სვანაძე,მასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივი კონტაქტი აქვთ.ჯერ ბათუმში იყო,თუმცა იქ არ უთამაშია და ახლა იბერიაში თამაშობს.ნიჭიერი რომ არის,ეჭვი არავის ეპარება.თანდათან ფორმასაც აღიდგენს და ვფიქრობ,ნაკრებსაც შესწვდება.ჯერ კიდევ ამ ზაფხულს,ამავე პორტალის სტატიაშიც ეწერა,რომ მას ფორმის აღსადგენად,თამაში სჭირდება და რომ ის,ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.
Რერო
იბერიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ივა გელაშვილი,რაც ის დაბრუნდა იბერიაში მისი გუნდი პრაქტიკულად გოლს აღარ უშვებს. მგონია რომ მას ქართული კლუბი ვერ შეინარჩუნებს და მალევე წავა კარგ ევროპულ კლუბში. ამავე დროს ნაკრების მესვეურები რატომ ვერ ამჩნევენ გასაკვირია.
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?