ქართულ ფილმ "ბურთი და მოედანში" ისმის შეკითხვა, "რა არის ფეხბურთი"? მართლაც, რა არის თანამედროვე ფეხბურთი?! უფრო სწორად, რას ითხოვენ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან. საბედნიეროდ, ყველა გუნდი, მისი მფლობელი და გულშემატკივარი ერთ თარგზე მოჭრილი არაა, ბევრისთვის მთავარი მხოლოდ შედეგი ვერ იქნება და სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობიდან სულ სხვა ემოციას იღებენ. ვთქვათ, ასეთები არიან ნეაპოლელები. აქ მარადონას აღმერთებენ და სხვანაირად როგორ უნდა იყოს. მაშინ მოსწონთ თუ არა მათ, რაც ანტონიო კონტეს გუნდის ირგვლივ ხდება?

და, რა ხდება დღეს - "ნაპოლი", ფაქტობრივად, ყველა გრანდს ღირსეულად დაუხვდა და იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. იმის ფონზე, რაც აქ შარშან ხდებოდა, ეს წარმოუდგენელიც კია. მაშინ რა არ მოგვწონს? უბრალოდ, ესაა თამაშის წარმართვის სტრატეგია, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელები ძალიან საჭირონი არიან, ოღონდ წმინდა ტაქტიკურ ჭიდილში. აქ არავინ ეცდება, ამ რანგისა და შესაძლებლობების მოთამაშეს ბურთი უფრო ხშირად ჰქონდეს, რათა ამით სიამოვნება მივიღოთ. ამ ფორმაციის "ნაპოლის" მიზანი დომინანტობა საერთოდ არაა, მთავარი ანგარიშის და თამაშის "მოკვლაა". ყველაფერი ეს არ გამოვიდა "ატალანტასთან", სადაც კონტეს ინიციატივა საწყის წუთებში მკვეთრად გაექცა და შენარჩუნებაზე შეჩვეულ გუნდს სხვა რამის მოფიქრება და განხორციელება გაუჭირდა.

სუბიექტურობიდან ნამდვილად არ ამოვდივართ, უბრალოდ ისეთი ფეხბურთელი და თუნდაც, ტიპაჟი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, მოედანზე უფრო გაბრწყინებული და გაღიმებული უნდა მოძრაობდეს, როგორაც პირველ სეზონში ვხედავდით და არ ვუყურებდეთ მას ისეთს, როგორც შეცვლის მომენტში იყო. ეს თვალები მხოლოდ ცვლილებისგან უკმაყოფილოს არ ჰგავდა, უფრო იმას, გუნდისთვის მეტის გაკეთების რესურსი რომ აქვს, მაგრამ გარემოებები ხელს უფრო უშლის, ვიდრე უწყობს. სტატისტიკურად თუ არასტატიატიკურად, "კვარა" ისევ საუკეთესოა, მაგრამ კონტეს ფეხბურთი უფრო ლუკაკუს ფიზიკურ მონაცემებზე აწყობაა, მაკტომინეისთვის მეტი თავისუფლების მიცემაა და არა იმ ტიპის გარემარბი, ასე რომ მისტირიან და ხვიჩას გამოჩენამ ასე რომ გაახარათ.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ამ ემოციაში იქნებ ტრანსფერის მოახლოებაც "ამოვიკითხოთ", პრეზიდენტ დე ლაურენტისისთვის ასე რთული საკითხი რომაა და ეს ოსიმენის შემთხვევაშიც ვნახეთ. რაც შეეხება ხელფასს, კი, ის მიზერულია, მაგრამ ფეხბურთზე ასე შეყვარებულ კვარაცხელიასთვის, ვინც იცის, რომ დიდი გზის დასაწყისშია და სერიოზული მიზნები აქვს, ეს ფაქტორი არაფერს შეცვლის. იქნებ კლუბის ხელმძღვანელობა ამით ბოროტად სარგებლობს კიდეც, არავინ იცის.

მთავარი კარგი ამბავი, რაც ტიტულოვანმა კონტემ შეიძლება მოიტანოს, მოკლე დროში კიდევ ერთი ჩემპიონობაა, ეს კი შედეგიან ქართველს (მას და ლუკაკუს 5-5 გოლი აქვთ) დიდი პოტენციალითა და ძველი ფეხბურთის ელემენტებით ევროპული ფეხბურთის გრანდებისთვის უფრო საინტერესოს გახდის!..

Walkabout
მიხიჩას თეორიაა ეგ!
Lasha
Ese icis colma nakrebshi vinushlida xels moego ukrainistvis an cheketistvis tipiuri qartuli seni
გიო
პრობლემა ისაა რომ კვარაცხელია,ნაპოლი და საქართველოს ნაკრებიც გადაეჩვია სწრაფ კონტრშეტევას....დადგება ხოლმე ფლანგზე დასასვენებლად ეგაა აბდაუბდა ფეხბურთი
გიორგი
ნაპოლმა მოიყვანა კვალიფიციური მწვრთნელი კარგი მცველი და ნახევარმცველი ბონჯორნო და მაკტომინეი შეინარჩუნა კვარა მაგრამ სპალეტის გუნდთან ახლოსაც ვერ მივა მიზეზი მგონია განწყობებია როდესაც შენ გამოცდილ ფეხბურთელებს რუის და ზელენსკის რომლებიც თავდაუზოგავად გემსახურენ მრავალი წელი უკანასკნელ მეძავსავით ექცევი ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა გოლიადორ თავდამსმელს ისეთ ფას ადებ რომ ლამის ფეხბურთის გარეშე ტოვებ და მის ადგილას მხოლოდ სახელი და გავარ დარჩენილიი ლუკაკუ მოკყავს ხოლო ერთადერთ ბრილიანტს სემიჩქის ფულად არბენინებ ეს გუნდი ფიასკოსთვის განწირულია თუარადა აგერ მე და აგერ სერია ას საბოლაო ცხრილს დაველოდოთ.
ALONZO
ხვიჩა აღარაა კარიერის დასაწყისში,რასაც ხშირად წერენ.პირველივე შესაძლებლობისას უნდა მიატოვოს უმადური გუნდიც და ქალაქიც.
ქ. გ.
ჯუღელს ყოველთვის ვაკრიტიკებდი, მაგრამ ახლა ის სწორ გზაზ დაადგა. 1. მიხვდა, რომ უნდა წაიყვანოს ხვიჩა სხვა გუნდში. 2. ისიც ესმის, რომ დიდ ხელფასს თუ დაუნიშნავს აურელიო, მერე უფრო მალე გაყიდის, რომ ეს დიდი ხელფასი არ იხადოს დიდხანს. ამიტომ მოითხოვს გამოსასყიდ თანხას 80 მილიონს და წლიურ ხელფასს 8 მილიონს.
მირო
კვარას ფეხბურთის ჩაკვლაა ეს კონტეს ფეხბურთი,მეტი არაფერი.საერთო გუნდური თამაშის ერთ ერთ მნიშვნელოვან,მაგრამ მაინც ჭანჭიკად აქცევს. კონტრაქტის გარშემო კი ლაურენტისს სურს ისეთ კაბალურ პირობებზე დაითანხმოს,რომ იქიდან თავის დახსნა მხოლოდ აურელიოს კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული.სწორად იქცევიან ჯუღელი და მამამისი,რომ არ თანხმდებიან.შიმშილით არ კვდებიან ეხლა სა ჯობია ცოტა მოითმინონ,რომ მერე ნორმალურ გუნდში მოხვდნენ და აინაზღაურონ აქ დაკარგული,ვიდრე მთელი ცხოვრება ამ ბებერი წუწურაქის დაკრულზე იცეკვონ.
ამატაკი
პირველ რიგში ამ სეზონში უმთავრესია ხვიჩამ თავს მიხედოს. რაც არ უნდა "იყაყანონ" პიველ რიგში საკუთარ ჯანრმთელობაზე უნდა იფიქროს, არაა მაინცდამაინც სავალდებოლო ამ კლუბისათვის ზედმეტად თავის გამოდება და ძალების მთლიანი გახარჯვა. რასაც კლუბი, თავის ფანებიანად ხვიჩას მიმართ იჩენს, ათმაგად მეტს იღებენ, სხვათაშორის პირდაპირი მნიშვნელობითაც(ფასნამატი). არსებულ სიტუაციაშიც კი კვარას როლი წარმატებაში გადამწყვეტია ყველანაირი თვალსაზრისით. ნერეში კი არა და ხვიჩას დონის ფეხბურთლი ამ ნაპოლის ფანობას აღარ ეღირსება, მოუწევთ კიდევ 30 წელი ლოდინი და ზოგიერთის ავყიობას ურჩევნიათ დატკბნენ იმ წუთებით, სანამ ამ დონის ფეხბურთელი ჯერ კიდევ მათთან არის, იგრძნობა რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. ნერეში ვარგია როცა უკვე ანგარიში მათ სასარგებლოდაა, როცა გოლია გასატანი, მაშინ ვნახეთ უკვე რა სიკეთისმოტანაც შეუძლია.ეს ყველაზე უკეთ კონტემ იცის რათქმაუნდა, იმიტომაც გადაეფარა ასე თავგამოდებით.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა