"კრასნოდარის" ქართველმა თავდამსხმელმა "კრილია სოვეტოვთან" წაგების შემდეგ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა
"კრასნოდარის" ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ "კრილია სოვეტოვთან" წაგების შემდეგ, შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და მატჩის გარიგებულობის შესახებ ეჭვზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

- რა იყო "კრასნოდარის" მოულოდნელი მარცხის მიზეზი?

- მძიმე შეხვედრა იყო, მეტოქე კონტრშეტევებით თამაშობდა. ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და მხოლოდ შეხვედრის ბოლოს გავიტანეთ, არ გაგვიმართლა. არადა, პირველებს რომ გაგვეტანა, ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

- მოგვეჩვენა, თითქოს "კრასნოდარი" შემართებით არ თამაშობდა.

- არა, პირიქით. ძალიან გვინდოდა გამარჯვება, თუმცა ამ წაგებისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ყველა აგებს.

- "კრასნოდარში" თავს როგორ გრძნობთ?

- თავიდანვე თბილად მიმიღეს, რისიც მადლობელი ვარ. სულ მალე გუნდს შევეჩვევი და ყველაფერი კარგად იქნება.

- არ გაწუხებთ ის ფაქტი რომ, მოედანზე პირველივე წუთიდან არ თამაშობთ?

- ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ამაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია. მე მხოლოდ სათამაშოდ გამოვდივარ. მომავალში რა იქნება, დრო გვაჩვენებს.

- შეხვედრის დაწყებამდე ეჭვი გაჩნდა, რომ მატჩი გარიგებული იყო. რას იტყვით ამაზე?

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ დღეს მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

- გატანილ გოლზე გვითხარით.

- იურა მოვსისანმა კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ბურთიმე მომივიდა და გოლიც გავიტანე.

- აპირებთ ამ სეზონში ბომბარდირობისთვის იბრძოლოთ?

- ჩემი მთავარი მიზანი ბომბარდირობა არაა. მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს.

მომზადებულია rusfootball.info-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა