მსოფლიოს ჩემპიონატი. U-20. კოლუმბია. 29 ივლისი-20 აგვისტო
ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კოლუმბიაში დასკვნით ფაზაში შევიდა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელთა შორის. მეოთხედფინალური დრამები ჩავლილია, ცნობილია ის ოთხი ნაკრები, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

უკვე კარგა ხანია, ვიცით, რომ ამ ასაკში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი მოევლინება, რადგან მოქმედი ჩემპიონი განა, 2009 წლის ტრიუმფატორი გუნდი საერთოდ ვერ გავიდა ფინალურ ეტაპზე. მეოთხედფინალების შემდეგ ისიც ცნობილი გახდა, რომ ფინალში ევრო-ამერიკული ჯახი გველის: ნახევარფინალებში ასე დაწყვილდნენ, 17 აგვისტოს პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება, ბრაზილია კი - მექსიკას.

რადგან ჩვენ ამ ტურნირის შესახებ მხოლოდ ფინალური ეტაპის წინ შემოგთავაზეთ სტატია, მოკლედ მოგითხრობთ ჯგუფურ და პლეი ოფის ეტაპეპზე, გაგაცნობთ მომავლის ვარსკვლავებს, რომელთაც უკვე გამოიჩინეს თავი კოლუმბიაში.

A ჯგუფს უმთავრესად ბოგოტა მასპინძლობდა, ეს ბუნებრივიცაა - აქ ხომ მასპინძელი კოლუმბია თამაშობდა. კოლუმბიასთან ერთად იყვნენ, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა და მალი. საბოლოოდ, აფრიკელთა გარდა შემდეგ ეტაპზე ყველა გავიდა. პირველივე ტურში კოლუმბიამ 4:1 გაანადგურა საფრანგეთის ნაკრები და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპელები უფრო შორს წავიდოდნენ, ვიდრე მასპინძელი ქვეყანის გუნდი.

ამ შეხვედრაში "ლეჩეს" ფორვარდმა ლუის მურიელმა დუბლი შეასრულა. არადა, ფრანგებმა "ლორიანის" შემტევის, ჟილ სუნუს გოლით გახსნეს ანგარიში, მაგრამ მერედამერე წახდნენ. კორეელებმა მე-2 ტაიმში 2 გოლი გაუტანეს აფრიკელებს. მე-2 ტურში ფაქტობრივად მეორე ადგილის ბედი წყდებოდა და ფრანს სმერეჩკის გუნდმა 3:1 მოუგო კორეას. ამ შეხვედრაში სუნუს გარდა (რომელიც "არსენალის" საკუთრებაა და "ლორიანში" იჯარით თამაშობს) თავი გუეიდა ფოფანამ (ლე ავრი) და ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი) გამოიჩინეს. ფრანგთა ტრიუმფი ჰაერიდან არ მოსულა, ამ გუნდმა შარშან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. კოლუმბიის ნაკრებმა დარჩენილი ორი მატჩიც მოიგო: მალისთან 2:0, ხოლო კორეასთან 1:0. ფრანგებმა კი ბოლო მატჩში მალელებს მესამე მარცხი აგემეს (ბაკამბუ, ლაკაზეტი).

B ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა იპირველა. მათ 0:0 ითამაშეს ურუგვაისთან, შემდეგ კი მინიმალური ანგარიშებით (1:0) დაამარცხეს კამერუნი (გოლის ავტორი ოლივეირა) და ახალი ზელანდია (რუი). მე-2 ადგილზე 4 ქულით კამერუნი გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ურუგვაი 1:0 (მგონგო) დაამარცხა.

C ჯგუფი მარშით გაიარა ესპანეთის ნაკრებმა ხულიენ ლოპოტეგის გუნდში უკვე ირიცხება რამდენიმე შემდგარი ვარსკვლავი და, ბუნებრივია, ეს გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იყო ჩემპიონატში. ესპანელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, 11 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. იბერიელებმა კოსტა რიკა 4:1 გაანადგურეს (როდრიგოს დუბლი, კოკე, ისკო), 2:0 მოუგეს ეკვადორს (კანალესი, ვასკესი) და 5:1 დაიბრიყვეს ავსტრალია (ვასკესის ჰეთ თრიკი, რობერტო, კანალესი). შემდეგ ეტაპზე გავიდნენ ეკვადორელები (4 ქულა) და კოსტა რიკელებიც (3).

D ჯგუფი: აქ ესპანელთა ანალოგიური შედეგი ნიგერიელებმა აჩვენეს (ერთით მეტი გოლიც კი გაიტანეს). ნიგერიამ 5:0 მოუგო გვატემალას (ეგბედი 2, აჯაგუნი, კაიოდე, მუსა), 5:2 - ხორვატიას (ნვოფორი 2, კაიოდე, სუსვამი, მუსა), და 2:0 საუდის არაბეთს (მუსა, კაიოდე). არაბები მეორე ადგილზე გავიდნენ. ამ ჯფუფში უცნაური რამ მოხდა, გვატემალის ნაკრებმა ისეთი მე-3 ადგილი დაიკავა, რომელიც პლეი ოფის საგზურს იძლეოდა. არადა, ამ ძალზე სუსტმა ნაკრებმა ნიგერიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ უკვე 0:6 დათმო საუდის არაბეთთან, მაგრამ ბოლო ტურში ხორვატია აჯობა 1:0.

E ჯგუფი 7-7 ქულით დაასრულეს ბრაზილიის და ეგვიპტის ნაკრებებმა. ეს გუნდები პირველ ტურში მშვიდობით დაშორდნენ ერთმანეთს - 1:1 (დანილო ბრაზილიიდან). ამის შემდეგ ბრაზილიამ 3:0 მოუგო ავსტრიას (ენრიკე, კოუტინიო, ვილიანი) და 4:0 პანამას (კოუტინიო 2, ენრიკე, დუდუ). ეგვიპტე-ავსტრიის შეხვედრაში (4:0) ჰეთ თრიკი შეასრულა "ზამალეკის" შემტევმა ნახევარმცველმა მოჰამედ იბრაჰიმმა. ეს ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ჰეთ თრიკია, რომლის ავტორიც აფრიკელი ფეხბურთელია. იბრაჰიმს დიდ მომავალს თვით ბრაზილიელთა თავკაცი ნეი ფრანკო უწინასწარმეტყველებს.

F ჯგუფი მოიგო არგენტინის ნაკრებმა 7 ქულით, მექსიკელებმა კი 4 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილზე გავიდნენ, ინგლისელებს 3 ქულა პლეი ოფში გასასვლელად ეყოთ. "სიკვდილის ჯგუფმა" აშკარად გაამართლა, მხოლოდ ჩრდილო კორეელთა გუნდი იყო აშკარა სუსტი. ინგლისელებს არც მოუგიათ, არც წაუგიათ, არც გოლი გაუშვიათ და არც გაუტანიათ, მერვედფინალში კი გავიდნენ.

9 აგვისტოს დადგა პლეი ოფების დრო და, ჰოი, საოცრებავ, პორტუგალიის ძლიერ გუნდს უსუსტესმა გვატემალამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ნელსონ ოლივეირას პენალტის წყალობით შემდეგ ეტაპზე პორტუგალია გავიდა. არგენტინამ ერიკ ლამელას დუბლის წყალობით დაამარცხა ეგვიპტე - 3:1. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში სამივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. მექსიკამ და კამერუნმა საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანეს - 1:1. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ აფრიკელებს პენალტების დარტყმა არ სცოდნიათ - 3:0 მექსიკის სასარგებლოდ. მასპინძლებმა ბრძოლა "პორტუს" გარემარბის, ჯეიმს როდრიგესის 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 მოუგეს კოსტა რიკას. ნიგერიამ 1:0 დაამარცხა უკბილო ინგლისი (ეგბედი). მოკლედ, ბრაიენ ისტიკის გუნდმა კოლუმბიაში გოლი ვერ გაიტანა. ესპანეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებთა მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, 0:0-ის შემდეგ პენალტების სერია იბერიელებმა 7:6 მოიგეს და ბეწვზე გადაურჩნენ სენსაციურ გავარდნას. გადამწყვეტი პენალტი "ჩელსის" ახალწვეულმა ორიოლ რომეუმ გაიტანა. ბრაზილიას პრობლემა არ ჰქონია საუდის არაბეთთან თუმცა სამივე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანა - 3:0 (ენრიკე, გაბრიელ სილვა, დუდუ). დაბოლოს, საფრანგეთის ნაკრებს "რეალ სოსიედადის" ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მოაგებინა 1:0.

ოთხი მეოთხედფინალიდან 2-ში პენალტების სერიამდე მივიდა საქმე, კიდევ ერთში კი ყველაფერი დამატებით ტაიმებში გაირკვა. მხოლოდ ერთ მატჩში მორჩა ყველაფერი 90 წუთში და ეს იყო მასპინძელთა დაპირისპირება მექსიკასთან - 1:3. სტუმრებს ედსონ რივერას დუბლმა და ერიკ ტორესის პენალტმა მოაგებინა. პორტუგალიამ და არგენტინამ 120 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. პენალტების სერია კი ევროპელებმა 5:4 მოიგეს. საფრანგეთი ლაკაზეტის გოლით უგებდა ნიგერიას, მაგრამ ბრაით ეჯიკემ ზედ ფინალური სასტვენის წინ გაათანაბრა. პირველ დამატებით ტაიმში ფრანგებმა ორი გაიტანეს (ფოფანა, ლაკაზეტი), მეორე დამატებით ტაიმში კი ნიგერიამ მხოლოდ ერთით უპასუხა (ისევ ეჯიკე) - 3:2.

ტურნირის მეოთხედფინალური სტადიის კულმინაცია ესპანეთი-ბრაზილია იყო. ბრაზილია "სან პაულუს" ვილიანმა დააწინაურა, მაგრამ როდრიგომ გაათანაბრა - 1:1. პირველ დამატებით ტაიმში დუდუმ ბრაზილია დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში ვასკესმა გაათანაბრა - 2:2. პენალტების სერიაში ფორტუნამ აღარ გაუღიმა ესპანეთს, მაშინ როცა კასიმირო, დანილო, ენრიკე და დუდუ ბრწყინვალედ ასრულებდნენ პენალტებს (მათი უფროსი თანამემამულეებისგან განსხვავებით - გაიხსენეთ კოპა ამერიკა!), ევროპელები ხორდი ამატმა და ბომბარდირმა ვასკესმა დააღალატეს - 4:2 პენალტების სერიაში, ბრაზილია წინ მიიწევს.

ბომბარდირთა დავაში 5 გოლით ალვარო ვასკესი ლიდერობს, მაგრამ "ესპანიოლის" ფორვარდს შედეგის გაუმჯობესება აღარ შეუძლია. 4-4 გოლი აქვთ კოლუმბიელ მურიელსა და ფრანგ ლაკაზეტს. 3 გოლი გაიტანა "რომას" არგენტინელმა ახალწვეულმა ერიკ ლამელამ და კიდევ სამმა ბრაზილიელმა (ფილიპე კოუტინიო, დუდუ, ენრიკე).

უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბიაში ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაულია, ტურნირს მაყურებელი არ აკლია და საშუალოდ 20-30 ათასი მაყურებელი ყოველ შეხვედრას ესწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ