"რუბინის" ქართველმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩის ემოციებზე, ბავშვობის წლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"რუბინის" ახალგაზრდა ქართველმა მცველმა სოლომონ (საბა) კვერკველიამ ყაზანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება და დაცვის ხაზში საკმაოდ კარგად ჩაანაცვლა ტრავმირებული თანაგუნდელები.

ყაზანური კლუბის საიტზე 19 წლის ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩის ემოციებზე, საქართველოში გატარებულ ბავშვობის წლებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- სოლომონ, გვიამბე შენი წარმომავლობისა და საფეხბურთო გზის შესახებ.

- საქართველოს პატარა ქალაქ სამტრედიაში დავიბადე. მამა და ნათესავები ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები იყვენენ და ტელევიზორით მუდმივად ადევნებდნენ თვალს ევროპულ ფეხბურთს. ბავშვობიდან ვოცნებობდი, სასახელო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ვარჯიში 7 წლისამ დავიწყე. ქართული კლუბებიდან გამორჩეულად არცერთს ვქომაგობდი. ისეკი, ყველაზე მეტად "ბარსელონა" მომწონდა.

სიმაღლით ყოველთვის გამოვირჩეოდი და მწვრთნელმა ბავშვობაშივე მცველად დამაწყებინა თამაში. პოზიცია მას შემდეგ აღარ შემიცვლია. ამიტომ, ამ ამპლუაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მცველთაგან იტალიელები - მალდინი და ნესტა მომწონდნენ.

13 წლისა თბილისში გადავბარგდი, სადაც თენგიზ სულაქველიძის ცნობილ აკადემიაში დავიწყე ვარჯიში.

ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა, რომელიც ყოველდღე მირეკავს.

- რუსეთში როგორ აღმოჩნდი?

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 17 წლისამ, სტუმრად ესტონეთთან ვითამაშე. შემდეგ ჩემმა აგენტმა მაცნობა, რომ კარიერის პეტერბურგში ("ზენიტი") გაგრძელების ვარიანტი გამოჩნდა. პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს სწორედ იქ მოვაწერე ხელი, ხელფასად კი დაახლოებით სამი ათასი აშშ დოლარი დამინიშნეს. ფულს მშობლებს ვუგზავნიდი, რომელბიც დღემდე სამტრედიაში ცხოვრობენ.

- როდის გადაწყვეიტე პეტერბურგიდან ყაზანში გადასულიყავი?

- პეტერბურგში იოლი არ იყო ძირითად გუნდში მოხვედრა. იქ თავს მარტოსულად ვგრძნობდი, ახლო ურთიერთობა მხოლოდ მწვრთნელ დავიდოვთან მქონდა. მიხარია, რომ ყაზანში აღმოვჩნდი. აქ ბრწყინვალე კოლექტივი, კარგი სამწვრთნელო შტაბი, შესანიშნავი ბაზა და კარგი სავარჯიშო პირობებია. აქ ჩემს თანამემამულე ავთანდილ ბრაჭულთან ვურთიერთობ, რომელიც ჩემთვის ძმასავითაა. ერთად ვსეირნობთ ქალაქში, ვთამაშობთ ბილიარდს, პინგპონგსა და ჩოგბურთს. ყაზანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.

- ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრისთვის მოულოდნელად, "რუბინის" ძირითადში ძალიან თავდაჯერებულად ითამაშე. ახალგაზრდა ფეხბურთელს, საიდან ასეთი თავდაჯერება და სიმშვიდე?

- "წითელ-მწვანეთა" მთავარ გუნდში ჩემი სასტარტო მატჩი თასზე "ურალთან" დაპირისპირება იყო. მეტოქე არცთუ ტიტულოვანი და მრისხანე იყო და თამაში გამიიოლდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და შემდეგ რაუნდში გავედით, სადაც ერიოზული მოწინააღმდეგე - გროზნოს "ტერეკი" შეგვხვდა. ამ თამაშში ჩემი წვლილი გატანილ გოლშიც შევიტანე და ამიტომ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, კიევში, ლეგენდარულ "დინამოსთან" თამაშშიც ძირითადში გავემწესებინე.

ბარემ გეტყვით, რომ ანდრეი შევჩენკო ჩემი ბავშვობის კერპი იყო. თამაშის წინ გონებიდან არ ამომდიოდა ფიქრი, რომ 19 წლისას ჩემპიონთა ლიგაში, განთქმული კლუბისა და ჩემი ბავშვობის კუმირის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. მაგრამ როგორც კი მოედანზე გამოვედი, ყველა უსარგებლო აზრი გონებიდან ამოვიგდე და მხოლოდ ერთზე ფიქრი დავიწყე - მთელი 90 წუთი უნდა ვიბრძოლო და გავიმარჯვო.

საბედნიეროდ, თამაში ჩვენ სასიკეთოდ წარიმართა და კიეველებთან გავიმარჯვეთ. ეს ჩემპიონთა ლიგაში ჩემი პირველი, ცხოვრებაში კი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი იყო და თამაშმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ევროთასებზე კიდევ ვის წინააღმდეგ თამაში იქნებოდა შენთვის საინტერესო?

- "ბარსელონასთან", "რეალთან" და "არსენალთან".

- თამაშის წინ სათანადო განწყობის შექმნას როგორ ახერხებ?

- თამაშის დღეს აუცილებლად უნდა დავიძინო რამდენიმე საათით. ასევე წყნარ, მელოდიურ მუსიკას ვუსმენ ხოლმე. განსაკუთრებით ინგლისური პოპ-მუსიკა მიყვარს.

- თამაშის შემდეგ დროს როგორ ატარებ?

- როცა გუნდი იმარჯვებს, მეგობრებთან ერთად რესტორანში მივდივარ. როცა მოგებას ვერ ვახერხებთ, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს ხოლმე. ასეთ დროს ბაზაზე ვბრუნდები და ვიძინებ.

- "რუბინის" ყოფილ ქართველ ფეხბურთელს, დათო კვირკველიას თუ იცნობ?

- დიახ. დათო კვირკველიასთანაც და ლაშა სალუქვაძესთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. კარგი ბიჭები არიან. მე და დათო ნათესავები არ ვართ, უბრალოდ გვარებით ვგავართ.

- გოლების გატანა გეხერხება?

- გამიტანია. მაგალითად, "ზენიტთან" ერთად ანთალიაში შეკრებისას ერთ ამხანაგურ თამაშში ორჯერ თავით გავიტანე. გოლები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურითაც გამიტანია.

- ჰობი თუ გაქვთ?

- არა. მიყვარს აუზში ცურვა, ფილმის ყურება - უპირატესობას საშინელებათა ჟანრის ვანიჭებ.

- ვინ იქნებოდი, რომ არა ფეხბურთელი?

- ყველა შემთხვევაში სპორტის სფეროში ვიქნებოდი. კარიერის დასრულების შემდეგაც ფეხბურთში დარჩენას ვაპირებ, სავარაუდოდ, მწვრთნელის ან აგენტის როლში.

- უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვი?

- მინდა, კარგად ვითამაშო და საიმედო მცველის სახელი დავიმკვიდრო. ასევე მინდა, ეროვნული გუნდის ღირსება მუდმივად დავიცვა. მთავარი გუნდისთვის ჯერ კი პატარა ვარ, თუმცა იქ ახლა სერიოზული კონკურენციაა და ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, როგორიც მაგალითად კალაძეა.

ვფიქრობ, მთავარია მუდმივად გქონდეს სათამაშო პრაქტიკა. მაღალი დონის შემსრულებლები არიან "რუბინის" დაცვაშიც და რა თქმა უნდა, მათი კონკურენციის დაძლევა იოლი არ იქნება. შანსი მათი არყოფინის გამო მომეცა და თავდაუზოგავი შრომა მმართებს, რათა მაღალ დონეზე თამაშისკენ მუდმივად ვისწრაფვოდე.

მომზადებულია rubin-kazan.ru-ს მიხედვით

geosochi
კაცი ხარ კაცური
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა