მანქანა - Mercedes SLS კარგად არის ცნობილი ფორმულა 1-ის ყველა გულშემატკივრისთვის

მანქანა - Mercedes SLS კარგად არის ცნობილი ფორმულა 1-ის ყველა გულშემატკივრისთვის. ამ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებზე სწორედ ეს მანქანა ასრულებს უსაფრთხოების ავტომობილის როლს. ამასობაში, "მერსედესში" დაამზადეს SLS-ის ახალი ვერსია, რომელიც სამოყვარულო და პროფესიულ დონეზე რბოლებისთვის იქნება განკუთვნილი. დასახელდა ახალი მანქანის ფასიც - ის დაახლოებით 400 ათას ევროს უდრის.

ახალ ავტომობილში კარი ქვემოდან ზემოთ იღება და მას "თოლიას ფრთა" შეარქვეს. "მერსედესი" უკვე გამოსცადა DTM-ის სერიის ხუთგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ბერნდ შნაიდერმა, 25 სექტემბერს კი მანქანის დებიუტი შედგება - ამისთვის შეარჩიეს VLN-ის ოთხსაათიანი რბოლა, რომელიც "ნიურნბურგრინგზე" იმართება.

როგორც გერმანული პრესა წერს, "მერსედესის" სპორტული განყოფილების ხელმძღვანელობამ გერმანულ ავტოდრომზე გამოსვლა ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონს, ფინელ მიკა ჰაკინენს შესთავაზა. სკანდინავიელს ორწელიწადნახევარია მონაწილეობა არ მიუღია რბოლებში - მას შემდეგ, რაც DTM-ში გამოსვლა დაასრულა. ამავდროულად ცნობილია, რომ ფინელს "მერსედესთან" ძველი და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ამიტომაც ვარადობენ, რომ ჰაკინენი ხელიდან არ გაუშვებს იშვიათი მანქანით რბოლაში მონაწილეობის შესაძლებლობას და ამ წინადადებას დათანხმდება.

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"