მონრეალის მასტერსის ფინალში სეზონის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი მარდი ფიში 6:2, 3:6, 6:4 დაამარცხა
ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ მონრეალის მასტერსის ფინალში ამერიკელი მარდი ფიში შეძლებდა სეზონის ლიდერისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მით უმეტეს, მის დამარცხებას.

ფიშისთვის ეს იყო ამ კატეგორიის ტურნირების ფინალში მეოთხე მონაწილეობა - ორჯერ ცინცინატიში ითამაშა გადამწყვეტ მატჩში, ერთხელ ინდიან უელსში, თანაც იქ სწორედ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. საერთოდ, ეს ჩოგბურთელები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყოველთვის გამარჯვებული სერბი რჩებოდა, თანაც ამ ექვს

მატჩში ფიშმა მხოლოდ სამი სეტის აღება მოახერხა. ეს სტატისტიკაც არანაირ შანსს არ უტოვებდა ამერიკელს.

ცნობისთვის, ნოვაკი გამარჯვების შემთხვევაში რეკორდს ამყარებდა - აქამდე არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუგია სეზონში ოთხზე მეტი მასტერსი. წინა ოთხ შემთხვევაში მან ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, მონტე კარლოში კი არ უთამაშია.

ტურნირის მსვლელობისას ჯოკოვიჩი თანდათან უმატებდა თამაშს. ნიკოლაი დავიდენკოსთან არცთუ ისე დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ, სერბმა გაცილებით უკეთესი დონე აჩვენა გაელ მონფილსისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ. მაგრამ ფინალში ნოვაკმა ისევ სუსტად დაიწყო და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

პირველ გეიმებში ფიშმა ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. რა თქმა უნდა, ამან ამერიკელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა და ნოვაკმა ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა. მეექვსე გეიმში მან ბრეიკი გააკეთა და ამ მომენტიდან სეტის ბოლომდე მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო მეტოქეს - 6:2.

მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა. ფიში კარგად განეწყო მეორე სეტისთვის და ისევ შეტევაზე გადავიდა. თუმცა მარდიმ ისევ გაუშვა ხელიდან მეტოქის გეიმის აღების რამდენიმე შანსი. მაგრამ ამჯერად ფიში არ გატყდა და მაინც მოახერხა ბრეიკის აღება, რის შემდეგაც კიდევ უფრო დამაჯერებლად ათამაშდა და ისიც კი შეძლო, რომ პარტია "მშრალი" ანგარიშით მოგებული ბრეიკით დაასრულა.

გადამწყვეტ სეტში ნოვაკმა გააქტიურება და თამაშზე კონტროლის დაწესება შეძლო. თუმცა პარტიაში ერთადერთი ბრეიკი მან მეტოქის შეცდომების ხარჯზე აიღო. მატჩზე ჩაწოდებისას განიავებულ სამმაგ მატჩბოლს თუ არ ჩავთვლით, სერბმა მთელი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა და ფიშს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, რითაც სეზონში მეცხრე ტიტული მოიპოვა.

ასე რომ, ჯოკოვიჩმა კიდევ უფრო გაზარდა რეიტინგში კონკურენტებთან უპირატესობა, რადგან შარშან აქ ნოვაკმა ნახევარფინალში შეწყვიტა ბრძოლა. ფიში კი მისთვის სარეკორდო მეშვიდე ადგილამდე აიწევს კლასიფიკაციაში.

ATP

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარდი ფიში (აშშ, 6) 6:2, 3:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა