მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა.
სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, კომპენსირებულ დროში კი ბუდუ ზივზივაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა.
13.12.24. ზივზივაძის გამოუყენებელი პენალტი რეგენსბურგთან
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მეკარე მაქს ვეისი დაეუფლა. სწრაფი კონტრშეტევისას „რეგენსბურგმა“ ისევ მოახერხა წინ გასვლა, თუმცა დროებით. მალე მარვინ ვანიტცეკმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა, შემდეგ კი ზივზივაძე მეურვეებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი შეასრულა. მერე მეტოქის კარი ფაბიან შლეიზენერმა დალაშქრა, ბოლოს ბუდუს მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერ უწია შეხვედრა 4:2 დასრულდა.
ქართველმა სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 11 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. ის 90-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.5, flashscore 8.1, sofascore 8.0.
13.12.24. ზივზივაძის მეორე გოლი რეგენსბურგთან
„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 24 158 მაყურებელი
კარლსრუე - რეგენსბურგი 4:2
გოლები: 0:1 კიულვეტერი (19), 1:1 ზივზივაძე (45+2), 1:2 ჰოფმანი (49), 2:2 ვანიტცეკი (56, პენ), 3:2 ზივზივაძე (62), 4:2 შლეიზენერი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ზივზივაძე (47, კარლსრუე)
გოგა
ის პენალიც რო გაეტანა შემდეგსაც თვითონ დაარტყამდა და გაიტანდა და 4 გოლი გამოუვიდოდა, მაგრა გაასწორებდა, ვინღა იტანს ახლა 4 გოლს
ირაკლი
რა გახდა ეს ტაბლო და დრო ამ მეორე ბუნდესლიგაში რომ დააწერონ ეკრანზე?!!
სოსო
ბევრი გოლები გააქვთ,მაგრამ დაცვა თუ არ გააძლიერეს,ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ.აჰა,პლეი ოფში გავიდნენ,ბუნდესლიგის თუნდაც აუტსაიდერ კლუბებთან,ასეთი დაცვით,არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.ბუდუს მაგარი ფორმა აქვს აკრეფილი და ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს, უკვე დიდი ხანია,ბუნდესლიგის რომელიმე კლუბში ითამაშებდა.
ამ სტატიას ვინც მინუსი დაუწერა...
Solo
ბუდუ ჯიგარი ხარ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
ბუდუს ახალი გუნდის ამბები - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნის" მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ოფიციალურად - ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ბუდუ ზივძივაძემ მეათე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო