კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო ტვინის შერყევა, მაგრამ დღემდე ვერ მოიცილა ტკივილის გამომწვევი სიმპტომები
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი კვლავაც აღდგენით პროცესს გადის. კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო ტვინის შერყევა, მაგრამ დღემდე ვერ მოიცილა ტკივილის გამომწვევი სიმპტომები.

არადა, ბოლო ინფორმაციების თანახმად, თავდამსხმელის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა და ის კლუბის მეორე ვარსკვლავთან ევგენი მალკინთან ერთად შეძლებდა საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა კანადურმა რადიომ გამოაცხადა, რომ კროსბის ახალი სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

რადიოს ჟურნალისტს ერთბაშად სამმა წყარომ აცნობა, რომ კროსბი ისევ ცუდად გრძნობს თავს და უახლოეს პერიოდში ყინულზე ვერ დაბრუნდება. გარდა ამისა, ჰოკეის ექსპერტები გაკვირვებულნი არიან - რატომ ვერ ახერხებს ჰოკეისტი რვა თვის განმავლობაში მომჯობინებას და რატომ იტყობინება "პიტსბურგის" პრესსამსახური, რომ სიდნის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "პიტსბურგის" გენერალური მენეჯერი რეი შერო ოფიციალური განცხადებით გამოვიდა კროსბითან დაკავშირებით.

"დიახ, სიდს კიდევ დარჩა ტვინის შერყევის გარკვეული სიმპტომები, მაგრამ ეს ნორმალურია ასეთი ტიპის ტრავმისთვის", - მიაჩნია შეროს.

ამასთან, გენერალური მენეჯერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კროსბის მოუწევს სეზონის სტარტის გამოტოვება. ჰოკეისტს საწვრთნელი ბანაკის დაწყებამდე კიდევ ერთი თვე აქვს რეაბილიტაციისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა