გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” ყოფილმა წევრმა, 46 წლის თომას ბერთოლდმა მიუნხენელებს კრიტიკის ნიაღვარი დაატეხა თავს
“ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” ყოფილმა წევრმა, 46 წლის თომას ბერთოლდმა მიუნხენელებს კრიტიკის ნიაღვარი დაატეხა თავს. მისი თქმით მას არაფერი ესმის რეკორდმაისტერის სატრანსფერო პოლიტიკისა. ის ფიქრობს, რომ გუნდს უფრო მეტად გაძლიერება მართებდა.

“განაპირა მცველად მათ რაფინია იყიდეს. გამიჩნდა შეკითხვა, ნუთუ ამ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელის ნახვა შეუძლებელი იყო? გარდა ამისა, გუნდმა ცენტრალურ მცველად ჟერომ ბოატენგი შეიძინა, ფეხბურთელი, რომელსაც ამ პოზიციაზე სრული სეზონი ჯერ არ ჩაუტარებია. შეკითხვებიც ბუნებრივია აქაც ჩნდება,” - განაცხადა ვეტერანმა.

გარდა ბერთოლდისა, გერმანიის ყველაზე პოპულარულ კლუბს აკრიტიკებს გიუნტერ ნეტცერიც. ის სეზონის სტარტზე გუნდის სათამაშო ფორმაზე მსჯელობს: “ვუყურე “ვოლფსბურგისა” და “ბაიერნის” შეხვედრას. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მეორე ტაიმში სტუმრების თამაში უფრო მომეწონა, რადგან გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვა გამოავლინეს. ადრე გუნდს სწორედ ეს თვისებები აკლდა. სპორტში როცა ბედი გიღიმის, ამასაც მონდომება უნდა. ამიტომ ვამბობ, რომ “ბაიერნს” უფრო აგრესიულად მართებს თამაში, რადგან მხოლოდ ბურთის დაჭერა და დომინაცია არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ საგოლე მომენტები შეიქმნას”.

ახლა რაც შეეხება გუნდის შესახებ სხვა ინფორმაციებს: არიენ რობენი მზადაა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ციურიხის” წინააღმდეგ ძირითადში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის მატჩში მან ზურგის ტკივილების გამო არ ითამაშა. ეს ინფორმაცია “ფრანს ფუტბოლს” თავად იუპ ჰაინკესმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა მიუნხენში ხვალ შედგება.

რუსული ვებგვერდების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში “ბაიერნის” უკრაინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა შეიძლება მახაჩყალის “ანჟისთან” გააფორმოს კონტრაქტი. წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელსა და დაღესტნურ კლუბს პირადი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვთ და ახლა ყველაფერი ული ჰიონესსა და იუპ ჰაინკესზეა დამოკიდებული. ტიმოშჩუკი ადასტურებს, რომ მისით რუსული კლუბები არიან დაინტერესებულნი. საინტერესოა, რომ ანატოლი ბუნდესლიგის პირველ ორ ტურში მინდორზე არ გამოჩენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა