“აიაქსი” მაროკოელი თავდამსხმელის მუნირ ელ ჰამდაუისა და იან იარი ვან დერ ჰეიდენის გასხვისებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს
“აიაქსის” წარმომადგენლების განცხადებით, ამსტერდამული კლუბის ლეგენდარული თავდამსხმელი მარკ ოვერმარსი უახლოეს დღეებში ესტუმრება ქვეყნის დედაქალაქს და კლუბთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

დირექტორატი მას სამწვრთნელო შტაბში დასაქმებას სთავაზობს. დატვირთვა მინიმალური ექნება. მარკმა კვირაში ერთხელ რამდენიმე საათი ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს. ზუსტად ასეთი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული კლუბთან იააპ სტამსა და რონალდ დე ბურსაც. მოლაპარაკება ოვერმარსსა და “აიაქსს” შორის რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მასში მონაწილეობდა მარკის ახლანდელი კლუბი “გოუ ეჰედ იგლზიც”, სადაც ვეტერანი ტექნიკურ დირექტორად მუშაობს. საინტერესო ის არის, რომ ფეხბურთელი ამჟამინდელ თანამდებობასაც შეინარჩუნებს.

“აიაქსი” ორი ფეხბურთელის გასხვისებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ლაპარაკია მაროკოელ თავდამსხმელ მუნირ ელ ჰამდაუისა და იან იარი ვან დერ ჰეიდენზე. აფრიკელი თავდამსხმელი არ აპირებს ამსტერდამიდან წასვლის შემთხვევაში ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. ამჟამად ელ ჰამდაუი წელიწადში 1,8 მილიონს ევროს იღებს. ის “აიაქსის” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისით დაინტერესება პსვ-მ დაადასტურა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფილიპსელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, ფეხბურთელს ისინი შედარებით მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ. თუკი ეს გარიგება არ შედგა, “აიაქსი” მზადაა ფეხბურთელი სხვაგან გაუშვას. მისით ხომ პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

რაც შეეხება ვან დერ ჰეიდენს, მის სამსახურზე უარს უშუალოდ ფრანკ დე ბური ამბობს. მიზეზს არავინ აკონკრეტებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. “რამდენიმე ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად უკვე მაქვს, მათ შორის ინგლისური პრემიერლიგიდან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ მაქვს და სანერვიულოც არაფერია. ერთადერთი, რაც ვიცი ისაა, რომ “აიაქსში” ნამდვილად არ დავრჩები,” - ამბობს არი ვან დერ ჰეიდენი. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი 2013 წელს იწურება. თუკი სრულფასოვანი ტრანსფერი არ შედგა, ვან დერ ჰეიდენი მორიგ იჯარაზეც თანახმაა, მით უფრო, რომ “ვილემ II” თანახმაა ის კიდევ ერთი წლით შეიფაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა