საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირის ანტმანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ანტმანი საქართველოს ნაკრებში 2026 წლის ჩათვლით იმუშავებს.

ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 18 მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო. ირის ანტმანთან ერთად საქართველოს ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში.

2025 წელს, საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები კვიპროსი, მალტა და ანდორა იქნებიან.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მსურდა შემექმნა გუნდი, რომელიც იქნებოდა თავდაჯერებული, ფეხბურთელებს კი ეყვარებოდათ საკუთარი საქმე და ბედნიერები იქნებოდნენ ქვეყნის სახელით თამაშით. რაც მთავარია, ფეხბურთელებს ჰქონდათ რწმენა ამ პროცესის დროს. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად.

როგორც წელს ვნახეთ, გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ როგორც პირადი, ისე გუნდური მიზნები. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ავისრულებთ ოცნებას. გვსურს, რომ B ლიგაში დავწინაურდეთ, ვიყოთ საუკეთესო გუნდი ჩვენს ჯგუფში. ეს რთული იქნება, რადგან ერთა ლიგას თებერვალში ვიწყებთ. აქამდე არასდროს გვითამაშია ოფიციალური მატჩები წლის ამ პერიოდში, როდესაც ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. თუმცა, აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ჩემი ფეხბურთელები, ვენდობი და მჯერა მათი შესაძლებლობების“.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „ძალიან წარმატებული წელი გვქონდა, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ფეხბურთში. ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური სპორტული პრინციპით. პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ქალთა ნაკრებმა, რაც დიდი წარმატებაა. წარმატებული სეზონი ჰქონდათ ქალთა ასაკობრივ ნაკრებებს.

მიხარია, რომ მოვახერხეთ და სამივე ნაკრებში შევინარჩუნეთ მთავარი მწვრთნელები. გზა, რომელსაც ერთად გავდივართ წარმატებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი გზა გველის. ირის ანტმანი საოცარი სამუშაოს ატარებს. ქალთა ნაკრები სხვა ეტაპზე გადაიყვანა და ძალიან პროფესიონალური გუნდი ჩამოაყალიბა. უდიდესი სიამოვნებაა მათი ყურება ვარჯიშებზე და თამაშებზე. 2025 წელს, ჩვენი მიზანი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების მოპოვებაა".

nakrebi.ge

იბერიელი
წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ირის გვერეტ მჯერა თქვენი სწორი გზით მიდის ნაკრებში ყველაფერი , წინ გამარჯვებისკენ,
L.J .
Progresi ashkaraa,warmatebebi gogonebs!!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
ირის ანტმანი: ეს პროცესია - სწავლას ვაგრძელებთ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
ირის ანტმანი: შემდეგი ეტაპისთვის მზადებაზე უნდა გადავერთოთ
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა