ჰოლანდიური ტურნირის მსვლელობისას იქაურმა ჟურნალისტებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ ჩაწერეს
ჰოლანდიური ტურნირის მსვლელობისას იქაურმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ ჩაწერეს. აი, რა უთხრა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ნიდერლანდელებს:

- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა და ახლაც ასეა. მითუმეტეს, წლეულს ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპის ჩემპიონატზე მომიწევს. შესაბამისად, ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის სერიოზულად ვემზადები.

- რა სხვაობაა "ატლანტაში" თამაშსა ნაკრებში გამოსვლას შორის?

- სხვაობა ნამდვილად არის. ძალებს არც "ატლანტა ჰოქსში" ვიშურებ. თუმცა საქართველოს ნაკრებში სხვა ფუნქცია მაქვს - გუნდის კაპიტანი ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენს უკან მთელი საქართველოა. თითოეული კალათბურთელი ცდილობს გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

- ივლისში იყო ლაპარაკი, თითქოს "ბეშიქთაშში" უნდა გადასულიყავი.

- ამ გუნდთან ჩემი აგენტი აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თითქოს ყველაფერზე შევთანხმდით, კონტრაქტის გაფორმებას დეტალები აკლდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. გამოგიტყდებით, მოვლენების დაჩქარება არც მიცდია, რადგან ჯერაც NBA-ს გუნდს ვეკუთვნი და ამერიკაში ვაპირებ თამაშს. ატლანტა ჩემი სახლია და კონტრაქტის მიხედვით "ჰოქსში" კიდევ ორი წელი მაქვს სათამაშო. "ბეშიქთაშში" იმ შემთხვევაში ვითამაშებდი, თუ NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდებოდა. ახლა საკლუბო საკითხებზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ვემზადები.

- თუ ამერიკაში გაფიცვა, ვთქვათ, ნოემბრამდე გაგრძელდა, ევროპაში არ ითამაშებ?

- მქონდა წინადადებები სხვადასხვა კლუბებიდან. თუმცა სადღეისოდ კონკრეტული არაფერია. თუ NBA-ში ლოკაუტი დიდი ხნით გაგრძელდა, ევროპაში სიამოვნებით დავრჩები. ადრეც ვთქვი, რომ უპირატესობას თურქულ კლუბებს მივანიჭებ. რადგან ამ ქვეყანაში არაერთი წელი ვითამაშე, ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა