მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებმა პენალტით სხვაობა შეამცირეს. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, „კარლსრუე“ რამდენიმეჯერ გადაარჩინა მეკარე მაქს ვაისმა. „პადერბორნს“ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. კიდევ ერთი მომენტი ბუდუმ შექმნა, როდესაც პარტნიორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან ვერ გაიტანა.

ზივზივაძე 90+2-ე წუთზე შეცვალეს და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore 9.0, whoscored 8.4, flashscore 8.1.

ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება იანვარში გაასხვისონ.

„კარლსრუე“ 29 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს გასვლაზე „ნიურნბერგთან“ ჩაატარებს.

პადერბორნი. „დელუქსე არენა“

პადერბორნი - კარლსრუე 1:2

გოლები: 0:1 იუნგი (16), 0:2 ზივზივაძე (34), 1:2 ობერმაირი (45, პენ)

ზვიადი
მხოლოდ ჩვენთან - უყურეთ ხმის გარეშე და ამით დასაჯეთ ის ხალხი, ვინც საერთოდ არ უყურებს
Miqautadze
აუ, რა ჭ კლასის გოლები გადის ამ მეორე ბუძღესლიგაში და თან, რამდენი :D
მიხო
ჭკუაზე არიან? ლიგის ბომბარდირს რომ ასხვისებენ, სეზონის ბოლომდე მაინც მოიცადონ
კიეზა
ასაკშია ბუდუ..თორემ ბემზემას სტილისაა და მაგარ ფორმაშია..ტოპ 5 ის საშუალო გუნდს მაინც იმსახურებს..
გიო
ამას ჰქვია მშიერი ფეხბურთელი, სულ ბურთს ეძებს და იბრძვის, ზოგიერთებივით 'მაძღარი" არ დასეირნობს მოედანზე...............
სოსო
გრანადამ ეიბართან ითამაშა გასვლაზე და ფრედ ,1-1 დაამთავრა მატჩი.წიტაიშვილი 63 წუთზე შემოვიდა მოედანზე,როცა გუნდი,კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, ფეხზე დაასვა საჯარიმოში პარტნიორს და მანაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა. რაც შეეხება კარლსრუეს,ბუდუმ,სულ ბოლოს,პირისპირ გაიყვანა პარტნიორი,რომელმაც კარგად ვერ დაარტყა,არადა გატანაც შეეძლო და ბუდუსთვის პასის დაბრუნებაც.ზივზივაძეს ძალაც აქვს,ჭკუაც,ტექნიკაც და ალღოც,ერთადერთი რაც აკლია,სირბილში სისწრაფეა!შეფასებიდანც ჩანს,რომ საუკეთესო იყო და რაც მთავარია,კარლსრუემ,ამ გამარჯვებით,ამ წუთისათვის პირველ ადგილზე გადაინაცვლა,თუმცა შესაძლოა რამდენიმე გუნდი წამოეწიოს,კიოლნმა კი,კაიზერსლაუტერნთან გასვლაზე გამარჯვების შემთხვევაში,გადაასწროს კიდეც.გამარჯვების შემთხვევაში,თვითონ კაიზერსლაუტერნიც წამოეწევა კარლსრუეს და პირველ ადგილს გაინაწილებს.ხვალ ტური დამთავრდება და ზამთრის შესვენება დაიწყება.არ ვიცი,რა მოხდება და ამ გუნდშივე გააგრძელებს თუ არა ბუდუ სეზონს,მაგრამ თუ ძალიან სახარბიელო არ შესთავაზეს,არა მგონია,სხვაგან გაიხედოს.გუნდში თავისი ადგილი ნაპოვნი აქვს,ლიდერია და მოსალოდნელია,სეზონის ბოლოს,ბუნდესლიგის საგზურიც მოიპოვონ.
Gogia
მაგარია ეშობელძაღლი რაა
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
ბუდუს ახალი გუნდის ამბები - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნის" მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს
"კარლსრუე" ზივზივაძის გარეშე "პადერბორნს" დაუზავდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ოფიციალურად - ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგის" პირველი ქულა
ბუდუ ზივზივაძე გაციების გამო "პადერბორნთან" მატჩს გამოტოვებს
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ქვილითაიამ შეიძლება კარიერა გერმანულ გუნდში გააგრძელოს
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
გაატანინა, თავადაც გაიტანა - ზივზივაძე შეუჩერებელია [VIDEO]
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო