WTA-ს რეიტინგში სულ 7 ქართველია, თუმცა შვიდივე მოწინავე ხუთასეულის წევრია, მათ შორის პირველი კი 21 წლის ანა ტატიშვილია
WTA-ს რეიტინგში სულ 7 ქართველია, თუმცა შვიდივე მოწინავე ხუთასეულის წევრია. მათ შორის პირველი კი 21 წლის ანა ტატიშვილია.

ანამ ერთი ადგილით დაიხია კლასიფიკაციის კიბეზე და დღეისთვის 787 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს 85-ე ჩოგანია. ეს შედეგი იმის მყარი გარანტიაა, რომ ჩვენებური ამერიკის ღია პირველობის (რომელიც კარს მოგვადგა) ძირითად ბადეში იქნება, რაც მის კარიერაში პირველად მოხდება.

ცვლილებები არ შეხებია ჩვენს მომდევნო ორ ჩოგბურთელს რეიტინგში, თუმცა გვაფიქრებს 20 წლის ოქსანა კალაშნიკოვას უთამაშებლობა, რომელიც 275 ქულით მსოფლიოს 211-ე ჩოგანია. ოქსანას საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ არსად უთამაშია.

კლასიფიკაციაში იქვეა ჩვენი ყველაზე გამოცდილი მოქმედი ჩოგბურთელი, 28 წლის მაკა ჩახნაშვილი (ის წარმატებით თამაშობს შვეიცარიის საკლუბო პირველობაზე), ვინც 273 ქულით მსოფლიოს 215-ე ჩოგანია. სხვათა შორის, რეიტინგი ორივე ჩვენებურს აძლევს საშუალებას ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ითამაშოს. მაგრამ, უკვე ცნობილია, რომ ნიუ იორკში კალაშნიკოვა არ იქნება.

სამაგიეროდ, კვალიფიკაციაში მოხვედრის მცირე შანსი სოფიო შაფათავას აქვს, მაგრამ საამისოდ უახლოეს დღეებში ტურნირიდან 10-მდე ჩოგბურთელი მაინც უნდა მოიხსნას, რომელთაც შაფათავაზე უკეთესი რეიტინგი აქვთ. შაფათავა კი 185 ქულით მსოფლიოს 296-ე ჩოგანია (-2). სხვა ქართველები კლასიფიკაციაში: 448 (+9) სოფიო ქვაცაბაია - 83 ქულა; 453 (+3) ეკა გორგოძე - 81; 474 (+3) თათია მიქაძე - 75.

ამ კვირაში ჩვენთვის საინტერესო მხოლოდ ერთი ტურნირი იმართება, სტამბოლში (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ქვაცაბაია და გორგოძე თამაშობენ. ქვაცაბაია რუს დიანა ისაევას (752) ხვდება, ხოლო გორგოძე მე-7 ნომრად განთესილ ესპანელ როსიო დე ლა ტორეს (409) დაუპირისპირდება.

დღეს ტრადიციას დავარღვევთ და იმ ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობასაც გაგაცნობთ, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ: ანა ჩაკვეტაძე (რუსეთი) მსოფლიოს 125-ე ჩოგანია, ხოლო ნანული ფიფია (რუსეთი) - 429-ე.

ATP-ს რეიტინგში კვლავ სავალალო მდგომარეობა გვაქვს - სამეულიდან საუკეთესო ლადო ჩიხლაძე 13 ქულით მსოფლიოს 844-ე ჩოგანია. სხვები: 1214 (-) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1496 (-) ალექსანდრე მეტრეველი - 1. აქაც გაგაცნობთ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველთა მდგომარეობას: თეიმურაზ გაბაშვილი (რუსეთი) 129-ე პოზიციაზეა, ნიკოლოზ ბასილაშვილი (რუსეთი) - 527-ე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა