ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნაპოლისა" და კვარაცხელიას წლის ბოლო მატჩის დღე! - ევროპის ჩემპიონატის წელი...

"ნაპოლისა" და კვარაცხელიას წლის  ბოლო მატჩის დღე! - ევროპის ჩემპიონატის წელი...

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდი "ვენეციას" უმასპინძლებს - დღეს, 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე.

ნეაპოლელებისთვის კალენდარული წელი და მიმდინარე სეზონი მკვეთრად განსხვავებულია. არეული პერიოდის შემდეგ გუნდი ზაფხულში ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ანტონიო კონტეს მოსვლამ კი ამბიციური მიზნები დასახა, რაც მეორე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 38 ქულასა და "ატალანტასა" და "ინტერთან" საჩემპიონო ბრძოლას ნიშნავს.

რა შეიცვალა აგვისტოდან მოყოლებული? "ნაპოლის" ჰყავს ძლიერი, ტაქტიკურად გამართული და იღბლიანი მწვრთნელი. ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობა მშვენივრად ესმის. ერთი მხრივ, მაკტომინეი თუ ლუკაკუ მისთვის კომფორტის ზონის შექმნაზე მუშაობენ, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, "კვარას" დაცვაში ბევრი მოძრაობა რომ უწევს, მისი გუნდი კი ძირითადად ბურთის გარეშეა და საკუთარ ნახევარზე მოქმედებს.

კიდეც რაც შეიცვალა, ამჟამად ტრავმირებული ბონჯორნოს დაცვაში გამოჩენა და ამ მხრივ სიტუაციის მნიშვნელოვნად დალაგებაა. არადა, დასაწყისი ისეთი იყო, ასეთ შედეგს არ ველოდით.

რაც შეეხება ხვიჩას, მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი პასია. ქართველი გუნდში კვლავ დიდ განსხვავებას ქმნის, მოწინააღმდეგეების მთავარი დანიშნულება მისი ნებისმიერი გზით შეკავებაა.

კვარაცხელია ლუკაკუსა და კონტესთან ერთად

გულშემატკივრები შესადარებლად "კვარას" პირველ წელს იყენებენ, რაც ობიექტური ვერ იქნება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში 77-ე ნომერზე მწვრთნელები თუ მცველები უფრო მეტს ფიქრობენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ნახევარდაცვა როგორ მუშაობს. მაგალითად, ლობოტკა შორსაა იმისგან, როგორიც ორი სეზონის წინ ვნახეთ. თუკი გუნდური მექანიზმები ბოლომდე გამართული არაა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენება კილიამ მბაპესაც უჭირს და ერლინგ ჰოლანსაც. კვარაცხელია, რომელიც ახლა მწვრთნელის ჩარჩოებს მეტად გრძნობს, მინდორზე კვლავ ყველასგან განსხვავებულს გვთავაზობს, ლამაზი შტრიხებით. ამას წელს სანაკრებო წარმატებაც და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც მოჰყვა.

რაც არ იცვლება, გულშემატივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად ისევ ჩვენებურის აღიარეს - "ვერონასთან" - მაცოკიმ პრესინგზე დიდებულად რომ ითამაშა და კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხვიჩას ანგარიშზე საჩემპიონო სეზონში 12 გოლი და 10 საგოლე პასი იყო, შემდეგში - 11 შედეგიანი დარტყმა, 6 "ასისტი". ასე რომ, ამ მიმართულებით, ყველაფერი წესრიგშია. მნიშვნელოვანი განსხვავება სადაცაა, წინა სეზონში მას 8 გაფრთხილება ჰქონდა, ამ მიმართულებით კი საკუთარ თავზე სერიოზულად იმუშავა, მსაჯებთან ნაკლებად კამათობს. არადა, რთულია, მის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობასაც ვხედავთ. საკუთარ თავზე მუშაობა ვახსენეთ და აქ თერთმეტმეტრიანის შესრულებაც უნდა აღვნიშნოთ...

პირველ რიგში, ქართველმა ფეხბურთელმა ლუჩანო სპალეტის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და ეცადოს, ნაკლებად მგრძნობიარე იყოს. კი, მასზე დიდი ზეწოლაა, როგორც შინაგანი, ასევე გულშემატკივართა მხრიდად (სამწუხაროდ, სამშობლოდან ზეწოლა მხოლოდ სპორტს არ უკავშირდება და წინასაახალწლოდ ამაზე ხაზგასმა აღარ გვსურს); კი, მას მუდამ არსებულის დახვეწასა და ახალზე ფიქრი სჭირდება; კი, მისგან ისევ ბევრ დრიბლინგს ვითხოვთ; კი, კარში დარტყმების უკეთესი სიზუსტე უნდა ჰქონდეს. ასე მივიღებთ ჩვენ ტოპგუნდში მოთამაშე ტოპფეხბურთელს, რაც ყველას ასე გვსურს და უპირველესად, თავად ხვიჩას, რომელიც პიროვნულად ისევ თავმდაბალია... როცა სერია "ა"-ზე ვსაუბრობთ, "ემპოლიში" საბა გოგლიჩიძის საოცარი პროგრესი აუცილებლად აღსანიშნავია.

ხვიჩას გოლი ისევ საუკეთესოა

რაც შეეხება "ნაპოლის" "ვენეციასთან" შეხვედრას, კვარაცხელია მათ პირველად დაუპირისპირდება. ნეაპოლელებმა ისინი ბოლო ორ შემთხვევაში კი დაამარცხეს, თუმცა მანამდე ოთხმატჩიანი

მოუგებელი სერია ჰქონდათ, ოღონდ სერია "ბ"-ში. ბოლოს როცა ეს გუნდები ნეაპოლში შეხვდნენ, ოსიმენი 23-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს, ინსინიემ პირველი პენალტი ვერ გამოიყენა, საბოლოო ანგარიში (2:0) კი ელმასმა დააფიქსირა.

ვენეციელები გასავარდნ ზონაში არიან და თითოეული ქულისთვის გააფთრებით იბრძვიან. ცოტა ხნის წინ "იუვენტუსს" სტუმრად უგებდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე საეჭვო თერთმეტმეტრიანით მხოლოდ ქულა დარჩათ. მათი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი დი ფრანჩესკოა.

"ნაპოლი" პირველ წრეს 2025 წლის 4 იანვარს(21:00 სთ), "ფიორენტინასთან" სტუმრობით დაასრულებს, მეორეს კი 12 იანვარს(23:45 სთ), "ვერონას" მასპინძლობით დაიწყებს. წინა იანვარი გაცილებით დატვირთული იყო - იტალიის სუპერთასით.

ახალი წლის ბედნიერი დღეები ყველას!..

• ჩქიმ კაი

ლუკაკუ და ანგისა გაფუჭების მინისტრები არიან?!

• სოსო

გიორგი,შენ რომ გკიდია,ეგ არ ნიშნავს,რომ მთელ ქვეყანას ჰკიდია!დასავლეთ საქართველოში თოვლის ბაბუა იყო,ახალი წლის მომლოცველი,აღმოსავლეთ საქართველოში კი,თოვლის პაპა!ძალიან დიდი ხანია ეს არის ტრადიცია და ახლა სანტა კლაუსი,შემოგვტენეს!გარეული მოვიდა,შინაური გააგდოვო,ნათქვამია და ისევ ჩვენ არ ვცემთ სხვის ტრადიციებს პატივს?ბოდიში და პიდარასტობაა ქართული ტრადიცია,ასე გააფთრებულები რომ მოითხოვენ მის დაკანონებას?!სხვისი კულტურის პატივისცემას ვერავინ გვასწავლის ქართველებს,მაგრამ მათგან ვხედავთ ჩვენის უპატივცემულობას და რაც უფრო უარესია,ვიღაცების წამხედურობით,სხვისი ტრადიციის თუ კულტურის,საკუთარზე წინ დაყენებას.თურაშაულის პატრონი,ტყეში მაჟალოს ეძებდაო!ასეთებზეა ნათქვამი!ეგეც პროვინციალიზმის ერთერთი გამოვლენაა და სამწუხაროდ,ისტორიულად ძალიან ხშირია,ჩვენს სინამდვილეში.საკუთარი ისტორიის და კულტურის,მისი ფასეულობების არ ცოდნამ,არ გააზრებამ იცის ეგ !

• sss

აბა უხელფასოდ ითამაშოს?

• Რერო

კვარა კონტეს მოსვლის შემდეგ დაცვაში უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ვიდრე თავდასხმაში და ეს აისახა კიდეც შედეგზე. კარგით, ეს გასაგებია,მაგრამ ამ ხალხს რა ეშველებათ რუსთაველზე რომ დგანან? მტავრობა გადადგესო,ოპოზიცია არ მოგვწონსო. აბა ვინ მოგყავთ ხელისუფლებაში გამაგებინეთ?

• Რაგბის ფანი

არანაირ ხელფასს არ დათანხმდე, კვარა. ეშმაკმაც არ იცის, რა მზაკვრული ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდეს დე ლაურენტისს.

• Nikoloz

ხალხს წაუგდია ენა მთავრობას რუსეთისკენ მივყავართო რუსეთისკენ რო მივყავდეთ რაგვიჭირსს.. პირდაპირი სვლით მივდივართ ჩრ.კორიისკენ რაწყობა და ცხოვრებაც მაგათ აქვთ მაგათ გზას ვადგავართ და თუ რაღაც სასწაული არმოხდა გადაგვაშენებენ...მანქანით გავედი დღეს მანქანა გამიფუჭდა გზაზე მივაყენე გვერძეეე ავანთე ავარიული სინათლე და ეგრვეე ჯარიმა მომივიდა აი ამ მთავრობაზე რო კაცი იტყვის მაგარი მთავრობა გვყავსოო ის არის ჩემს თვალში უზარმაზარი ყ.............

• გიორგი

ვახო, შენ რა გკიდია ფეხებზე ქვეყანას ფეხებზე ჰკიდია. იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული გაგება გქვს რა არის ქართული და არა ქართული. ქართულ სულს თუ რამე კარგი აქვს ერთი ისაცაა რომ სხვა ერის ტრადიციას არ აბაიაბურებს და უდიერად არ მოიხსენიებს, შენგან განსხვავებით. ჭკვიანი კაცი არასდროს იტყვის რაც კარგები ვართ მარტო ქართველები ვართ, თუნდაც იმის შემხედვარე რაც სადღეისოდ ჩვენში ხდება.

• Zaza

არ არსებობს იმაზე დიდი ფეხბურთი ვიდრე სერია ა-ში თამაში, იქ ჩემპიონობა, ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, ჩლ და მისი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება. და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, იქ გოლების გატანა და პლეიოფში გასვლა! ასე რომ დიდ ფეხბურთს ხვიჩა უკვე თამაშობს აგერ უკვე მესამე სეზონია. თუ გულისხმობ ევროპულ გრანდში გადასვლას და ამისთვის თავდაუზოგავ შრომას, ეს ხვიჩას არასდროს ეშლებოდა. ყველა მწვრთნელი ვისთანაც უმუშავია სლუცკი/სიომინიდან დაწყებული სპალეტი/კონტეთი გაგრძელებული მას ახასიათებენ ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ სამაგალითო პროფესიონალად. ეს ბიჭი თავისი ტალანტისგან მაქსიმუმს წურავს და კიდე უფრო დაიხვეწება უახლოეს 2 წელიწადში.

• ანაგელი

ჩვენი ქართველი ფეხბურთელები ჭკუით და ტექკნიკით გამორჩეულები იყვნენ, ამას თუ დაემატება ნერვების მოთოკვა და მძიმე შრომა , წინ ვერავინ დაგვიდგება. ხვიჩას წარმატებები, ძლიერი ფეხბურთელია და უნდა გაუმართლოს.

• ლაშა

ევროპა და სანტა ერთმანეთთან რა შუაშია?დდ..ვახ,ბიჯო ამ განათლებაში რა მაგრად გვიჭირს რა..

• მამუკა

ჩემს ოჯახში, ჩემი ბებიის ხელით შეკერილი, ჩემ ხელა თოვლის ბაბუა, ჩოხაში და თეთრ ნაბადში გამოწყობილი გვყვავს! გიჟდებიან ჩემი პატარა შვილები მასზე. არავითარი სანტა და მანტა.

• ვახო

ვერ ვიტან ამ სანტა კლაუსს ბაცილასავეთ, რომ არის მოდებული მთელ მსოფლიოში! საქართველოში ყოველთვის იყო, ჩვენი მამა-პაპური თოვლის ბაბუა, რა, დავიჯეროთ ეს ცანცარა ჯობია ჩვენს დარბაისელ ბაბუას? ეხლა გამომიხტებიან აქაური ევროპათუმეები და დამიწყებენ მორალის კითხვას, ეს როგორ გაბედეო და სანტაზე ასე იძახიო? სულ ცალ ფეხზე მკიდიხართ! ჩემთვის პრიორიტეტი იყო არის და იქნება ყველაფერი ქართული! დანარჩენები "სანტიანად" თქვენთვის მიჩუქნია! ვისაც ქართული სული აქვს, ყველა დამეთანხმება!

• ქართული მენტალობა

არ ვიცი ქინქლაძეზე რას იძახიან ხოლმე მაგრამ ხვიჩამ თუ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა ეგ იქნება ქართველი გულშემატკივარის და ჩვენი მენტალიტეტის ბრალი....მარტო ზეიმის მიზეზს რომ ვეძებთ ყველაფერში ჰარდ-ვორქინგი არ ესმის არავის

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა