სუპერლიგის პირველი წრე სრულდება. მე-11 ტურის 2 მატჩი დღეს რეგიონებში გაიმართა. ტყიბულში “ორბმა” “ბათუმს” უმასპინძლა, ხოლო მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი 2010” მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ თსუ-ს ზესტაფონში შეხვდა. მიზეზი ქუთაისის სპორტის სასახლის ტექნიკური გაუმართაობა გახლდათ.

მივყვეთ თანმიმდევრობით. ტყიბულში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გაიმარჯვეს. ბათუმელებმა მეტი მობილიზებით ჩაატარეს წლის ბოლო შეხვედრა და 85:71 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. იმერული კლუბისთვის ეს განგაშის ზარი უნდა იყოს, რადგან”ორბს” მხოლოდ 2 მოგება შერჩა და ეს ყველაზე ცუდი შედეგია სუპერლიგაში. ტყიბულის გუნდი ახალ წელს ბოლო ადგილზე ხვდება და მეორე წრეში დიდი ძალისხმევა მართებს, გასავარდნ ზონას რომ თავი დააღწიოს.

ორბის ხელმძღვანელობამ არასახარბიელო შედეგების გამო შემადგენლობაში ლეგიონერების ხარჯზე ცვლილებები მოახდინა, თუმცა ახალწვეულები ჯერჯერობით ვერ ამართლებენ. არა უშავს ტაისონ ჯექსონს, თუმცა ტიმოთი ქემერონმა ჯერ სახეირო ვერაფერი შესთავაზა მეტოქეებს. ორბმა მხოლოდ პირველი პერიოდის მოგება (21:19) მოახერხა, რის შემდეგაც ბათუმელებმა მატჩზე კონტროლი დაამყარეს და ყველა დარჩენილი პერიოდი მოიგეს. ბათუმელებმა მეტოქეზე 7 სამქულიანით მეტო ჩააგდეს და ძირითადად ამის ხარჯზე იმარჯვეს.

გამარჯვებულებს 19 ქულითა და 10 მოხსნით ჯექსონ ბრენჩლიმ ულიდერა. 15 ქულა და 8 მოხსნა დავით ომიძემ, 14 ქულა და 11 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა. ორბში საუკეთესო შედეგი ბექა ლომაშვილს ჰქონდა – 8 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი. ბომბარდირი კი დონდრე რედიკი გახლდათ 22 ქულით.

ზესტაფონში გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქუთაისს წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ფლობს, ახლაც საჩემპიონო ამბიცია აქვს და წინა 2 მატჩი წაგებული ჰქონდა. თავის მხრივ, თსუ-საც მარცხი ჰქონდა განცდილი, თუმცა წინა ტურში წაგებული მატჩი ერთადერთი გახლდათ მიმდინარე სუპერლიგაში.

თსუ-ს ამ მატჩში გიორგი ცინცაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმის გამო გასული შეხვედრები გამოტოვა. ცინცაძე უნივერსიტეტელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა ამან არ იკმარა. ქუთაისმა უფრო გუნდურად, შეთამაშებულად და რაც მთავარია, გუნდურად ითამაშა და პირველი ნახევრის შემდეგ 11 ქულით დაწინაურდა.

თსუ არ ნებდებოდა და ბოლომდე იბრძოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა იბრძოლეს და ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა შეცდომა არ დაუშვეს. მეტოქის ყველა მცდელობა, ჩამორჩენა გაებათილებინათ, საპასუხო შეტევებით ჩაახშვეს. თსუ-მ მხოლოდ ის მოახერხა, რომ რამდენიმე მომენტში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ერთხელ სხვაობა 3 ქულამდეც დავიდა.

საბოლოოდ “ქუთაისმა” 109:103 (სტატისტიკა) იმარჯვა და მე-2 ადგილზე გადავიდა. იმერულ კლუბს გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 37 წუთი 34 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩჭრა მიითვალა. 17 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა ელაია ჯოინერმა მიითვალა. 16 ქულა მარქილ სმიტის ანგარიშზე დაგროვდა. თსუ-ში გიორგი ცინცაძეს 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. 15 ქულა გლენ აბრამის ანგარიშზეა.

ასე და ამგვარად მე-11 ტურში დარჩენილია 2 მატჩი. გორისა და რაშის მატჩი გადაიდო, ხოლო “მარგვეთისა” და ვსა-ს შეხვედრა 29 დეკემბერს, ზესტაფონში ჩატარდება. ამ მატჩის გამარჯვებული სუპერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე გამაგრდება.

GBF

ნრნრ
ბრავო!!
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა