მარიო ბალოტელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება

მარიო ბალოტელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება: ხან “მანჩესტერ სიტიში” გადაჰყავთ, ხან ლონდონის “ჩელსიში” და ხანაც “ინტერში” რჩება. მოკლედ, დიდი გაუგებრობაა და როდის დაადგება მის საკითხს საშველი, დღეს ძალიან რთული სათქმელია. თვითონ მარიომ კი მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უკვე იცის სად გააგრძელებს კარიერას:

“ერთი ხანობა დიდ გაუგებრობაში ვიყავი, მაგრამ დღეს უკვე კარგად ვიცი რას გავაკეთებ მომავალში და სად გავაგრძელებ კარიერას. მივდივარ თუ არა “ინტერიდან”? – ამაზე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს და უმჯობესია, რომ ცოტაც მოიცადოთ. რამდენჯერაც ჩემს სამომავლო გეგმებზე კომენტარი გავაკეთე, ჟურნალისტებმა კი ყველაფერს საკუთარი ინტერპრეტირება გაუკეთეს და აღარ მსურს, რომ კიდევ ერთი შეცდომა დავუშვა. ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი”.

ბალოტელი დამაინტრიგებლად საუბრობს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უახლოეს დღეებში მისი სხვა გუნდში გადაბარგების შესახებ გახდება ცნობილია. სავარაუდოდ, მანჩესტერ სიტიზეა” საუბარი, თუმცა უმჯობესია, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ. ამასობაში, ბალოტელის იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. მართალია, “სკუადრა აძურა” კოტ დივუარის” ეროვნულ გუნდთან დამარცხდა, მაგრამ მარიო მაინც კარგ განწყობას ინარჩუნებს: “შესანიშნავი განცდა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

განსაკუთრებულად ემოციური ჰიმნის შესრულება იყო და ვიგრძენი, რომ ახალ სამყაროში მოვხვდი. მართალია, ჰიმნს ჯერ ვერ ვმღერივარ, მაგრამ გრძნობები ისეთივე მაქვს, როგორიც სხვა ნებისმიერ იტალიელ ფეხბურთელს. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, მთლიანობაში ნორმალურად ვიასპარეზეთ და ნათლად გამოჩნდა, რომ მომავალში დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ათბალიანი სისტემით საკუთარ ასპარეზობას ხუთი ბალით შევაფასებდი – უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში გაცილებით უკეთ წარმოვჩინდები”.

ლელო

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა