„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ მალე გააგრძელებს კონტრაქტს 2025 წლამდე.

გამოცემის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ისე ახლოს არიან შეთანხმებასთან, როგორც არასდროს და ახლა მხოლოდ ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებაღა რჩება, რომლის მიხედვით დოკუმენტში გამოსასყიდი ღირებულება იქნება შეტანილი (თანხა არ სახელდება) და ხვიჩა ბონუსებიანად წელიწადში იმდენივეს აიღებს, რამდენსაც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ - 6 მილიონ ევროს ან ცოტა მეტს.

ჟურნალისტმა პასკუალე ტინამ განაცხადა, რომ, შესაძლოა, თანამშრომლობას იმისათვის ახანგრძლივებენ, რათა გაასხვისონ, ოღონდ ეს არა ახლა, არამედ ზაფხულში მოხდება.

ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთულ მდგომარეობაშია:

„კვარა“ თუ ნერესი? კონტე ძალიან წინააღმდეგობრივ ვითარებაში აღმოჩნდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სეზონის დასაწყისში კვარაცხელიას დატოვება კატეგორიულად მოითხოვა. პრეზენტაციაზე თქვა, რომ ის აქედან არსად არ წავა, რამაც, ალბათ, ზოგიერთი მისი პოტენციური მყიდველი შეაშინა. თუ ხვიჩა თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი დაეცემა, ვინაიდან მაღალი ღირებულების შესანარჩუნებლად საზიანოა და მსურველი კლუბი დაინახავს, რომ პრობლემები აქვს. სასტარტოში არ უნდა დააყენონ, რამეთუ მწვრთნელის განკარგულებაში ნერესია და აგრეთვე პროდუქტიულობის თვალსაზრისით ფუნდამენტური მნიშვნელობის პოლიტანო“.

ამატაკი
უპირველესად მადლობა უფალს, რომ ჩვენც ვეღირსეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს ფეხბურთში. ეს რომ უდაო ჭეშმარიტებაა ყველაზე თვალნათლივ ტრანსფერმარკეტზე ხვიჩას სატრანსფერო ღირებულების ოდენობა ადასტურებს. წლევანდელი წელი მისი კარიერისთვის ალბათ ერთერთი გადამწყვეტი უნდა იყოს. ის იმ ასაკში შედის, როცა ფეხბურთელები უკვე სრულად ავლენენ პოტენციალს. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა სკუდეტო წელსაც და მერე დამსახურებული ტრანსფერი რომელიმე "ბობოლა" კლუბში. რათქმაუნდა არც ეს უნდა იყოს თვითმიზანი, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება შესაძლებლობების ისე წარმოჩენა, რომ გარკვეული ადგილი გერგოს ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში. თორემ ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ის უკვე არის ერთერთი უდიდესი, უსაყვარლესი, დიდებული - ქართველი ფეხბურთელი.
ფაქტი ჯიუტია.
. ქართველმა გულშემატკივარმა, მაინც ვერ გაიგო, ხვიჩას გარშემო რა ხდება. ყოველდღიური ბოდიალი, ხელმოწერა-არმოწერაზე, ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი? ისე, სულ ცოტა რამ ნაკლება, "ხელისმოწერა". ხელმოწერა რა არის, არაფერი. მთავარია ქაღალდზე ტექსტი "მოქარგო". რისი გვეშინია, მამუკა იტალიაში არ ისვენებს? მაგრამ, ავი ენები ამბობენ, ხელმოსაწერი ავტოკალამი იტალიაში ვერ იშოვესო. თუ კალმისტარი არ გააჩნიათ, მაშინ აფსურდია ყველაფერი. ხელმოწერა, ნამდვილად არ შესდგება, დრო მიდის, კვარა კი "ბერდება"
სოსო
მაგ სიტყვების ავტორი,აურიემაა გვარად!იტალიურად რას ნიშნავს,არ ვიცი,მაგრამ ქართულად ზედგამოჭრილია,მისთვის!მართლა მაგრად აურევია!
Anjelo Antei
ნეაპოლელებზე გულის ამრევი მოღალატე და დაუფასებელი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია პლანეტაზე მარა სასკუდეტო სეზონის კვარაცხელია და ეხლანდელი ცადა დედამიწასავით განსხვავდებიან რა ნერეში და რომელი ნესი მივიდოდა იმ პირველი ნეაპოლური სეზონის ხვიჩასთან საშუალოზე საშუალო ნერესი მაგრამ ხვიჩას ისე აქ მოკლებული სისწრაფეში მასზე ვინგერს ვერ იტყვი ფინიში კიდე არასოდეს არ ყოფილა მის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ნერესი რომელი ვინისიუსია მაგრამ ნათლად ჩანს ბრაზილიელი უბურთოთ გაცილებით ბევრს და აზრიანათ მოძრაობს სისწრაფეში და ეს განაპირობებს ნეაპოლელთა და არამარტო მათ გატოლებას უფორმო ხვიჩას საპირწონედ თორემ ნერეშს ერთიბკინკილა გოლიც არააქ გატანილი მიმდინარე სეზონში. ხვიჩას მთავარი მინუსი კი ჯერ კიდევ ვერ გაუმჯობესებელი საბოლოო დარტყმაა ამით მაინც დააბალანსებდა იმ საგრძნობ შენელებას და უდრიბლინგობას კი ორი კაცი უდგია, გალიები და ას: შემდეგ მაგრამ ტოპ ვარსკვლავს ნერესს ასე იოლად ვერ დაატოლებდნენ და ვერანაირად ვერ დააჰეითებდნენ ნეაპოლიტანურ ფანფეიჯებზე რომ არა მისი ასეთი ინერტული და ცუდი ფორმა ბოლო 9 შეხვედრაა საგოლე ქმედება არ ქონია ნუ ვიქნებით სუბიექტურები ასეთი ხელშესახები საბაბი არ უნდა მისცე ამ ნაძირალა ნეაპოლელებს თორემ უკვე ისიც დაავიწღდათ ვინ მოაგებინათ სკუდეტო ალბათ ანგისა ელმასმა და ხვიჩას წასვლის შემდეგ კარგად ვნახავთ ცაში აყვანილი ნერესი სკუდეტოს კი არა ორკაციან ზღუდეს რომ დაუყენებენ ბურთს არ გააკარებენ ათეულს მიღმა გუნდის მცველები არათუ აპენინის გრანდები.
ამაშია საქმე
შეიძლება კონკურენციამ ნერესის სახით,რომელიც ურიგო ფეხბურთელი არ არის მეტი ჟინი შემატოს ხვიჩას და მაგარ ფორმაში შევიდეს.იმიტომ სადაც არ უნდა გადავიდეს უნდა დაამტკიცოს რომ ძალიან მაგარია,ისეთი როგორიც ორი წლის წინ იყო.აშკარად მომატებული აქვს მაგრამ განსაკუტრებით კარში დარტყმები აქვს გამოსასწორებელი.მოკლედ მთელი გულით ველოდები კვარადონას დაბრუნებას.
რეალობა
ხვიჩას ებრძვის ლაურენტისი, რომელმაც მედია აუმხედრა, თუ მაგლითად რომელიმე დიდი ავტორიტეტული გამოცემა გალანძღავს ხვიჩას მერე ეს პაჭა პუჭი ტრენდს აყოლილი ვითომ ანალიტიკოსებიც გაიძახიან იმავეს, ხოდა რომელიღაც ავტორიტეტული გამოცემა მოისყიდა ლაურენტისმა. ხვიჩას თამაშისთვის არ მოუკლია და არც კრიზისშია რაც ამათ უნდათ რომ დასწამონ. ადამიანი რომ იტყვის პოლიტანოზე ფუნდამენტური მნიშვნელობისააო და ამავე დროს კვარა ძირითადში არ უნდა დააყენოო, ეს ჩვეულებრივი შეკვეთილი სიტყვებია, ხოლო ვინც ამას ირწმუნებს ფეხბურთს შეეშვით, არ არის თქვენი სპორტი
იბერიელი
ჩვენო ძვირფასო ქართველებო გილოცავთ მომავალ,ახალ, წელს ყველა ფეხბურთის მოყვარულებს,და,არა მარტო, ყველას ვინც მაკრიტიკებდა, თქვენ ყველა ლეგენდარულ ერის წარმომადგენლები ხართ, იბერიელები და კოლხები ხართ ,არსად არ ცხოვრობს ამდენი ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები შახმატში, ბევრი საამაყო სამშობლოს შვილები , მინდა მივულოცო იმ ხალხს ვინც ყველაფერზე დისლაიკს აკეთებდა ესეიგი არაფერი არ მოსწონდა , მეგობრებო გაუმარჯოს საქართველოს საამაყო ყველა სპორტსმენებს ყველა სპორტული სახეობებში , მიმავალი წელი ყოფილიყოს კიდევ უკეთესი, ვუსურვებ თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას მშვიდობას , წარმატებებს, გაუმარჯოს საქართველოს, მადლობა,
ზაზა
“პროდუქტიულობის თავლსაზრისით ფუნდამენტური მნიშვნელობის პოლიტანო” :)))) სასაცილო არაა ახლა ეს? ესე იგი სასტარტოში თუ დააყენებენ, თურმე თავად ხვიჩასათვის ყიფილა ცუდი, რამეთუ კარგად ვერ ითამაშებსო და მყიდველსაც დააფრთხობსო. წადი თქვენი ვითომ ანალიტიკოსი უმადური დედაც… ხვიჩა ჯიგარი ხარ, წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა წახვიდე. გილოცავთ ახალ წელს.
ჟორა
ჩარჩო მკითხავებო, არ დაიღალეთ მკითხაობით? არაფერი შეთანხმება არ შედგება, რადგან ზაფხულში ლავრენტი ხვიჩას გაყიდვას აპირებს და მაგ ფულით 3-4 სააშუალო დონის ფეხბურთელს იყიდის, რომლებიც ხვიჩაზე მეტად წაადგება გუნდს. ხვიჩა კი უფრო დიდ გუნდებს ჭირდებათ ტიტულებისთვის ბრძოლაში.
უფროსი ნაჩალნიკი
ფრაგმენტი ქართველებზე იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას ფილმიდან "Maddalena... zero in condotta" (1940 წ.) https://www.youtube.com/watch?v=XP45cF6vNME
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა