IL MATTINO-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია ნეაპოლში იმყოფება და შეიძლება „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდეს. ხვიჩას კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს და ხელფასი ბონუსებით გაიზრდება. რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, კლუბს უნდა ახალ ხელშეკრულებაში შეძლებისდაგვარად მაღალი თანხა, მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაფიქსირდეს. თუმცა, ეს ვარიანტი ფეხბურთელს და მის გარემოცვას არ აწყობს, ვინაიდან ნებისმიერი პოტენციური მყიდველი კლუბისთვის მიუღებელი ფასი იქნება. აღნიშნულია, რომ საჭიროა მხარეებმა კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიონ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.

ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ „კვარა“ ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა დიდი ჩემპიონია და არავის სურს წავიდეს, ნერესი კი შესანიშნავი დრიბლინგითაა გამორჩეული, მაგრამ ჯერ ქართველის დონის არ არის და დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან არაზუსტია.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მატია გრაფიედიმ რადიო 1 Station-თან ინტერვიუში თქვა, რომ კვარაცხელიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ამიტომ თავისი დიდი პოტენციალის 60%-ით თამაშობს და როდესაც ფორმაში ჩადგება, ლუკაკუსთან ერთად გუნდი კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

4 იანვარს, „ნაპოლი“ სერია A-ს მეცხრამეტე ტურში, ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ნერესს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო ფლანგის მეორე შემტევს მწვრთნელი ანტონიო კონტე კვარაცხელიასა და მატეო პოლიტანოს შორის შეარჩევს. სხვა გამოცემები წერენ, რომ, სავარაუდოდ, ხვიჩა სათადარიგო იქნება.

WTF
ხვიჩამ უნდა მოუმატოს ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ აბა ვინ ყავს მოედანზე გვერდით?, მაკტომინეი რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ლუკაკუ რომელიც ათი თავით ჩამოუვარდება ოსიმენს და კორპუსის ჩადგმის მეტი არაფერი გამოსდის. ხვიჩას მიმართ დამოკიდებულებაზე ექსპერტი იქნება ეს თუ მედია ცალკე საკითხია. ესეთი რამ სხვა არც ერთ ჩემპიონატში არ ხდება. ერთ დღეს აღმერთებდე და მცირე ჩავარდნის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალადობდე.
zola
ჯერ ხვიჩას დონის არააო ნერესი და ვერასდროს რომ ვეღარ გახდება არ უნდა დიდი პროფესორობა, 27 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში უნდა იყოს წესით, აწი ეგ რომ კვარას დონეზე ავა სასწაული უნდა მოხდეს თან ძაან დიდი სასწაული….
გიორგი
ერთი ეს პოლიტანო გამაგებინეთ რას წარმოადგენს სპალეტი ნაკრებშიცკი არ იწვევს საჩემპიონო სეზონში ლოზანოს თადარიგი იყო ნერეში ათი თავით ჯობს ხვიჩა ასით რას ბჟუტურებენ ეს პროფესორი ხალხი
Რაგბის ფანი
არ გაახანგრძლივო კონტრაქტი, სულ რომ 100m გადაგიხადონ.
მირო
ჯობია სათადარიგოში დასვან და თვითონ მე-5-6 ადგილებზე გადაინაცვლონ.იქნებ მერე უფრო ადვილად გაუშვან გუნდიდან.ნაპოლი გრანდი არასოდეს იქნება,ხვიჩას კი გრანდებში გადასვლის საშუალწბა უნდა მიეცეს.თუ ძირითადში იქნება და კარგად ითამაშებს ლაურენტისი ყოველთვის დაბლოკავს მის გადასვლას.
მალხაზ ჯობავა
სათადარიგოში დასვით და მიიღებთ თქვენსას. ერთი წაბორძიკება გინდათ და დაემშვიდობეთ სკუდეტოს. ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენთვის საჭირო 2025 წელს. კუჩხაბედინერ ქოოფედას თე წანა სკანო დო კოლხეთ/იბერიაშო!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა