ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, რასაც აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები. მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გაგვაჩნია, ძალიან ვგულშემატკივრობთ და მოდით, მიზეზების გაანალიზებას ქართული ანდაზის პრინციპით შევეცადოთ - „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ .

„ნაპოლიში“ კვარაცხელიას პირველი სეზონი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ, გუნდის მიერ ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და სამართლიანად აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. მეორე წელს მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წავიდა, დაიწყო მისი მემკვიდრეების გაუთავებელი ცვლილებები და ვითარება მკვეთრად გაუარესდა, თუმცა შედეგიანობით ქართველი „პარტენოპეიში“ მაინც გამორჩეული იყო.

ხვიჩას თამაში მცველებმა შეისწავლეს, ერთი მუდმივად მეურვეობს, ორი დაზღვევაზეა, არც უხეშობას ერიდებიან, რაზეც უმეტეს შემთხვევაში მსაჯები არ რეაგირებენ და ქართველზე ხანდახან ნებადართული ნადირობა მიდის. ანტონიო კონტე ღრმად დაცვაში ჩასვლას აიძულებს და შემტევი ლამის უკანახაზელად გადააქცია. წინ და უკან დაუსრულებელი სირბილისას ბუნებრივია მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ძალაც არ ჰყოფნის და ხშირად უფერულად გამოიყურება. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი და „კვარას“ ეფექტურობამაც იკლო. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუს შემდეგ, გუნდში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. არც მედია სწყალობს, არც გულშემატკივარი, ყველა დამსახურება უმალ დაუვიწყეს და იშვიათი გამონაკლისის გარდა (ენრიკო ფედელე და ანტონიო კონტე) არავინ უღრმავდება პრობლემას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სატრანსფერო ღირებულებით სერია A-ში მეორე ფეხბურთელი შეიძლება სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს, რაც სრული ნონსენსია.

ამას თან დაერთო კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის „კვარას“ კონტრაქტის გაგრძელების და გასამრჯელოს გაზრდის გაუთავებელი ისტორია. 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელია ზაფხულში პსჟ-ს 110 მილიონდ არ მიჰყიდა, ანაზღაურებაც არ მოუმატა და მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო. აქ ერთიც უნდა აღინიშნოს, კლუბის მფლობელის მეჯღანუაშვილად ან გობსეკად მოხსენიება, რა თქმა უნდა, არასწორი და არაკორექტულია. რაც არ უნდა იყოს, ცნობილი პიროვნებაა, კინოპროდიუსერია და დე ლაურენტისები იტალიაში და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის ახლობლები არიან. როგორც ჩანს, დონ აურელიო კამპანიაში მედიასაშუალებების ნაწილსაც აკონტროლებს, მას ყოველთვის მოწიწებით მოიხსენიებენ და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაც ეხერხება. კარგი ბიზნესმენია, ხელმომჭირნეა, მაგრამ ფეხბურთის ბევრი არა გაეგება რა. ამაზე ნათლად მეტყველებს გასულ წელს მის მიერ კლუბში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა და ტრანსფერები.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მან ხვიჩაზე დაუსრულებელი ზეწოლით ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ამას წინათ სპალეტიმ თქვა, რომ „კვარა“ მგრძნობიარე ბიჭია, დაახლოებით იგივე აღნიშნა ადრე „რუბინის“ ყოფილმა თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ. ვფიქრობ, ის ყველაფერს ძალიან განიცდის და ეს თამაშზე აისახება. და კიდევ: მიუხედავად ამდენი ნეგატიური ზეგავლენისა, მაინც უკეთ შეუძლია იასპარეზოს და მგონია, ერთი პრობლემაა - დიახ, კონტეს სტრატეგიის გამო დიდ ენერგიას ხარჯავს, განსაკუთრებულად მეურვეობენ, მაგრამ მინდა ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. კერძოდ, თითქოს მან კუნთოვანი მასა მოიმატა და ამის გამო გარკვეულწილად სისწრაფე და სისხარტე დაკარგა, მცველებს ძველებურად ვეღარ გაურბის, ამიტომ უფრო არიენ რობენივით ფლანგიდან ცენტრისკენ ინაცვლებს და კარში ურტყამს. ხშირ შემთხვევაში უბლოკავენ, თან შორიდან ძნელია გატანა, რამეთუ მეკარემ იცის, რომელ კუთხეში წავა ბურთი და მზადყოფნაშია. ეს მხოლოდ კლუბში კი არა, უკვე საქართველოს ნაკრების მატჩებშიც თვალსაჩინოა.

ხვიჩამ თავად უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები, მაქსიმალურად დამშვიდდეს (ან რა აქვს სანერვიულო?), თამაშით ჩვეულად სიამოვნება მიიღოს და არც ის დღეა შორს, როდესაც დიდ კლუბში გადავა. ჩვენ ყველას (თითქმის ყველას) ეს გვინდა და ამის დიდი იმედი გვაქვს.

მიმომხილველი

• დავით

ისე ნეაპოლის გულშემატკივარი ასეთი უმადური როგორ უნდა იყოს ბიჭმა პირველ წელსვე 30 წლის უნახავი სკუდეტო მოაგებინა ოსიმენთან ერთად და ვიქტორი გალათასარაიში გაანათხოვრა ამ ბლე ლავრენტამ ხვიჩას კი 3წელია ყველაზე დაბალ ხელფას უხდის და ესენი კიდე უკმაყოფილო არიან ეს დედაარღნიანები წავა ხვიჩა და კიდე 30 წელი მოუწევთ სკუდეტოს ლოდინი

• სოსო

თავდამსხმელი მაშინ არის საშიში,როცა მეტოქეზე ბურთის დაკარგვის შიშის გარეშე მიდის.თუ დაკარგვისა ეშინია,მაშინ ვეღარც რისკავს და შესაბამისად,ვეღარც მეტოქეს უქმნის იმდენივე საფრთხეს.რუბინში,თანაგუნდელები ბურტყუნებდნენ,ბურთს დაკარგავს და მერე ჩვენი სარბენიაო,უკან!იქ სლუცკი უჭერდა მხარს და მაინც მიდიოდა,პირველ წელს,დებიუტი მაგარი გამოუვიდა ნაპოლიში და მიუხედავად იმისა,რომ სპალეტიც გააგონებდა ხოლმე,დაცვაში ჩამოსვლაც აუცილებელიაო,მაინც შეტევაზე ჰქონდა კონცენტრაცია,რადგან სპალეტი მას მაინც იცავდა და შედეგებიც აშკარად ჩანდა.მერე კი,თვითონ ნაპოლის მწვრთნელები ებრძვიან მის რისკიან თამაშს და ბურთის გაფრთხილებას,დაცვაშიც სრულ დატვირთვას აიძულებენ.ასეთ დროს,გამორიცხულია ძველებურად ეფექტური იყო,მერე კი,თანდათან ინსტიქტებიც იკარგება და მგონი უკვე ზღვარზეა,ან მასთან ახლოს.კვარაში სწორედ იმას ებრძვიან,რითიც ის არის ძვირფასი.ჯერ იღუნება,მაგრამ შესაძლოა გატყდეს კიდეც და მაშინ, მშვიდობით კვარადონა!არ ვიცი,ამას რამდენად აცნობიერებენ ნაპოლიში,თუმცა იციან,რომ წასვლა უნდა და არა მგონია ეს ანაღვლებდეთ.მათთვის ხეირი მაინც აღარ იქნება!იმედია,საქმე აქამდე არ მივა,თუმცა ხვიჩას მუდმივი მოღუშულობა,დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.ეს კონტრაქტი,მისი როგორც ფეხბურთელის მომავალს განსაზღვრავს.თუ თავი ვერ დააღწია და სათავისო კლუბი ვერ მონახა,ის,როგორც პიროვნება, ჩაქრება.

• ჭიჭე!

ამიტომაა კაპიტალიზმი მიმზიდველი. ადამიანს ცხენივით, რომ აფასებენ. ნუთუ მაგ აფერისტის საკუთრებაა ხვიჩა. დარწმუნებული ვარ ხვიჩამ, თავისი თავმდაბლობით და სიყვარულით "დაიმსახურა" ეს ყველაფერი. გამაგრდი ხვიჩა.

• არჩი

წაკითხული მაქვს სიომინის კომენტარი - ხვიჩა სიმაღლეში გაიზარდა რამდენიმე სანტიმეტრითო. ამას თავისთავად წონის მომატება მოყვება და წონის მომატებას - სისწრაფის დაკლება. ტყუილად კი არ იწყებენ ფეხბურთელები ყოველ დილას აწონვით. ყველა სპორტსმენს ინდივიდუალური ოპტიმალური წონა აქვს და დაკლების შემთხვევაში გამძლეობას კარგავს, მომატების შემთხვევაში - სისწრაფეს. მეც ვფიქრობ, წონის ოდნავი მომატების გამო დაკარგა ხვიჩამ ოდნავ სისწრაფე და ისე პეპელასავით ვეღარ დაფარფატებს, როგორც პირველ სეზონში, მით უმეტეს მის პირველ ნახევარში - საოცრებებს აკეთებდა. თუმცა, ფეხებიც რომ შეუკრა, ტუპოი ნერეშს მაინც ჯობია. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ოქროს ბიჭია და მაგაზე მეტად ჩემი ხანგრძლივი გულშემატკივრობის პერიოდში ალბათ დათო ყიფიანი თუ მიყვარდა. წარმატებები, საუკეთესო ლიგები და კლუბები ჩვენს ლომებს!

• კარგით რაა

მოუამატოს კი არა რასაც აკეთებს საკვირველი ისაა იმას რანაირად აკეთებს. ასეთ უმადურობას და დაუფასებლობას რომ დაინახავ ადამიანი რაც ხვიჩას შეხვდა, ძალიან ძნელია გულით რამეს გაკეთება მოგინდეს.

• რატი

1. შესაბამისი მწვრთნელი (იქაც და აქაც), მშვიდი გარემო (დაფასება და ა.შ) და კიდევ უფრო ძლიერი გახდება. 2. ლავრენტი მეჯღანუაშვილურად იქცეოდა (ჯერ კიდევ საჩემპიონო სეზონის ბოლოს ხვიჩას მიმართ გამოხატული უპატივცემულობა) და იქცევა. ამიტომ შესაბამისი დამოკიდებულებაა. 3. დანარჩენში რაგბის ფანის კომენტარს ვეთანხმები.

• სვანსკი

აურელიო ვის ეჭიდავები? ხვიჩა კვარაცხელია და საქართველო ერთია

• Რაგბის ფანი

ძირითადად, სწორი ანალიზია, თუმცა კუნთოვანი მასის მომატების შედეგად სისხარტის დაკარგვა ილუზიაა: * ადგილიდან დაძვრისას ნებისმიერ მცველს ასწრებს. * ადრე მცველზე ზედ მიდიოდა და მიახლოებისას მანევრს უკეთებდა ნებისმიერი მიმართულებით. ახლა ორმაგი მეურვეობის გამო ამ მეთოდს იშვიათად იყენებს. უფრო ხშირად რომ წავიდეს მცველზე, გამიხარდება. მაგრამ ხშირად ბურთის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს და ნელი სვლით გუნდის პოზიციურ წინსვლას უზრუნველყოფს თავისი ტექნიკური რესურსით. როცა ნაპოლი პრესინგის ქვეშაა და უჭირს წინსვლა, კვარას აუტის ხაზის გასწვრივ აუჩქარებლად მიაქვს ბურთი წინ და თანაგუნდელები ამოყავს დაცვიდან. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მაყურებლისთვის რთული დასანახია, მაგრამ, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება რას ნიშნავს თანაგუნდელი, რომელსაც 10 წამით ბურთის შენახვა შეუძლია.

• ჟორა გაბრიჭიძე

ერთხელ ჩვენს სწორუპოვარ ფალავანს ლევან თედიაშვილს ნაცნობმა უსაყვედურა: შენი ჭიდაობის სანახავად მოვედი სპორტის სასახლეში და ორივე მოწინააღმდეგე პირველივე წუთსზე დააწვინე და ჭიდაობა ვერ ვნახეო, რა იქნება დიდხანს რომ იჭიდაო და შენი ლამაზი ჭიდაობა გვაჩვენოვო. ლევანი შეეკითხა -ბილეთში რამდენი გადაიხადეო? მანეთიო იყო პასუხი. ჰოდა რამდენიც გადაიხადე იმდენი ნახეო, უპასუხა ლევანმა. ასეა აქაც, რადენსაც უხდიან ხუთი იმდენს თამაშობს ხვიჩა და მეტი რა უნდათ?

1. "ურტყა-ვ-ს", შეცდომაახ. სწორია - "ურტყა-მ-ს" ; 2. სწორედ გასულ წელს განხორციელებული საკადრო პოლიტიკისა, მწვრთნელის შეცვლისა და ტრანსფერების შემდეგ, დღეს "ნაპოლი" ერთერთი ლიდერია და ჯერჯერობით, სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს... :) ----------- პ.ს. სხვა ყველაფერში ვეთანხმები ავტორს , მადლობა და "ლაიქი" ჩემგან ! :) ----------- პ.პ.ს. კონტეს სტილი, "მთავარია დაცვა" , ანუ უპირველესი საზრუნავი -"გოლის არ გაშვება" და შესაბამისად, ხვიჩას დაცვაში უდიდესი ენერგიის კარგვა, არაა და ვერც ვერასდროს [ვერასდროს !] იქნება ხვიჩას საქმე. შესაბამისად, "საცა არა სჯობს " ... მით უფრო, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრესაში წერილებსა და ე.წ. საზოგადიებრივ აზრის ფორმირებას , აშკარად ეტყობა ლაურენტისების ზეგავლენა.

• პატრიოტი

არიენ რობენივით კი არა, ასე თამაშობს ყველა, ვისაც გატანა უნდა და თან იმ ფეხით, რომელიც ძირითადია მისთვის მესი, რობენი, იამალი, ზაკა მემარცხენეები არიან და თუ მარჯვნიდან უტევენ, მარცხნივ მოძრაობენ (მოძრაობდნენ) და მერე ურტყამენ და გააქვთ გოლები, ხვიჩა, მარტინელი და სხვები მემარჯვენეები არიან, მარცხნივ თამაშობენ, ინაცვლებენ მარჯვნივ და მერე ურტყამენ მარჯვენათი, ეს ასეა და არაფერი ახალი აქ არ არის, თქვენ კი შეეშვით პრაფესორობას, გაზეთში ხომ არ წერთ, წერეთ მოკლედ და ლაკონიურად, თქვენ დაბადებული არ იყავით, მე რომ პელეს და გარინჩას სანახავად მოსკოვში რომ მივფრინავდი, აქ მიშა მესხი გამახსენდა, მემარცხენე იყო და მარცხნივ თამაშობდა, სხვას ატანინებდა ძირითადად, თუ თვითონ გაიტანდა 5-6 კაცი უნდა მოეტყუებინა, თუმცა, იყო სხვა შემთხვებებიც, როცა ბურთი ჩაჭრა ტაშკენტში

• სოსო

დე ლაურენტისმა იცის,რომ რა წამს ხვიჩას გამოსასყიდად 80 მილიონს დაეთანხმება,იმავე წამს მას რომელიმე გრანდი დაეთანხმება,გადახდაზე.ზაფხულამდე მას თავი ქუდში აქვს,მერე კი,კონტრაქტის გადახედვის შემდეგ,ხვიჩა წავა და ამიტომ,ხელფასის მომატებაზე არაფრის დიდებით არ წავა.თუ ნაპოლი ხვიჩას გარეშეც კარგად ითამაშებს,ალბათ არც მაშინ გაყიდის,რადგან ამ ხელფასით,სხვას ვერავის იყიდის,ხვიჩა კი სკამზეც რომ გადასვას,საჭიროების შემთხვევაში შემოიყვანს და გასაკეთებელს მაინც გააკეთებს.ასე რომ ახალ კონტრაქტზე საუბარი,უბრალოდ დროის გაყვანად მიმაჩნია.ის არ დათმობს და კვარაცხელიამ არ უნდა დათმოს.ჯუღელის ყოველ ნაბიჯზე გინებას აზრი აღარ აქვს,მომხდარს ვეღარაფერს უშველი.ზაფხულში კონტრაქტის გადახედვის კანონით დაშვება რას ითვალისწინებს,არ ვიცი და მასზე ვერაფერს ვიტყვი.დე ლაურენტისის არაფერს ჰკარგავს,დრო გადის და კვარა ჩვეულებრივად თამაშობს.შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო,რომ კვარას ოსიმენივით დემარში მოეწყო და გუნდიდან გაშვება მოეთხოვა.მაშინ იჯარით მაინც შეიძლებოდა სადმე გადასვლა.გასაგებია ესეც რისკია,მაგრამ ვფიქრობ უღირდა.რაც შეეხება ზედმეტ წონას,წინა სეზონში მაგრად დამძიმდა,მაგრამ ევროპის ჩემპიონატისათვის წონაში საგრძნობლად დაიკლო,თუმცა დაკაცდა კიდეც და ძველ წონაზე ალბათ ვეღარც დაბრუნდება.დღეს მას აღარ აქვს ძველებური სიცქვიტე,მაგრამ მეტი იცის ტაქტიკაზე,უბრალოდ კონტე ისეთ ფეხბურთს ათამაშებს,კვარა უფრო დაბლა რომ თამაშობს.მასზე მუდმივად სამი კაცის ყურადღებაა და როცა ცენტრში ოსიმენივით ფეთქებადი პარტნიორი არა ჰყავს,გუნდი კი გაცილებით ნელა ამოძრავებს ბურთს,მისი ამოკეტვა გაადვილებულია.გუნდმა თავისუფალი ზონა უნდა გამოიყენოს,ეს კი არ ხდება.კონტეს ხელში და წინა სეზონშიც,ხვიჩას იმ თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ,რაშიც ის ყველაზე ძლიერია,პრაქტიკის გარეშე კი,ნებისმიერი უნარი კლებულობს და რაკი კონტეს სურს,მან დაცვაში მეტი ითამაშოს,დაცვაში მართლაც მოუმატა,შეტევაში კი,მისი დრიბლინგებიდან ბევრი აღარაფერი გამოდის.დიდი მიხეილ მესხი საათობით მუშაობდა თავის ფინტებზე,კვარაც სტადიონზე ცხოვრობდა,დღეს კი,კონტე ბურთის ართმევაზე ავარჯიშებს და სხვას რას უნდა ველოდოთ? ნაპოლიში ძველ კვარას ვეღარ ვიხილავთ და ეს მონობა დიდხანს თუ გაუგრძელდა,შესაძლოა საერთოდაც დავკარგოთ,როგორც ერთ დროს,ბომბარდირი გივი ნოდია დავკარგეთ და თავჩაღუნულად მოძუნძულე გივი ნოდია მივიღეთ.

• ჯეჯე

მეჯღანუაშვილად მე მოვიხსენიებ ხოლმე, მაგრამ არის მეჯღანუაშვილი და აბა რა ვუწოდო? :) ,,ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?" :) მთლიანობაში, სტატიის პათოსს კი ვეთანხმები (,,მხარს ვუჭერ გამყრელიძის დასკვნას") :)

• გოგა

სპორტალზეც რომ აკრიტიკებენ ხვიჩას, ესეიგი ცუდადაა საქმე :((( ვფიქრობ ახლა ხვიჩას მხოლოდ გარემოს შეცვლა თუ უშველის, თუ ზამთარში ვერა ზაფხულში ყველა შემთხვევაში უნდა დატოვოს ნაპოლი.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს - რა ინიციატივა წამოაყენა "ნაპოლის" მფლობელმა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ