უცხოური მედია ფართოდ განიხილავს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლას.

კვარაცხელია კუნთის გადაღლილობის გამო თერაპიის კურსს გადის, ინდივიდუალურად ივარჯიშა და ალბათ, „ვერონასთან“ არ ითამაშებს. როგორც ჩანს, ამის დიდი სურვილი არც აქვს, რადგან ნეაპოლურმა კლუბმა მისდამი უპატივცემულობა გამოიჩინა და იქ უჯობს გადასვლა, სადაც მეტად დააფასებენ.

Sportitalia-ს სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას აზრით, ხვიჩამ არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტრაქტის მიხედვით პირობები არ გაუუმჯობესეს. „კორიერე დელო სერას“ ჟურნალისტი მონიკა სკოცაფავა წერს, რომ ზაფხულში მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ქართველის გაშვება არ უნდოდა, ახლა კი გასხვისებაზე იმ პირობით დათანხმდა, თუ კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობას გააძლიერებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ხვიჩას სეზონური გასამრჯელო 1.6 მილიონი ევროა (რასაც ხელზე იღებს), „პარი სენ ჟერმენი“ ოთხჯერ მეტს სთავაზობს, თავად ფეხბურთელი პარიზელთა პროექტით მოხიბლულია და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მოკლედ, ვაჭრობენ.

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ტრანსფერში გადასახდელი 80 მილიონი არ აქვს (?!), ქართველის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით უნდა, ან „ნაპოლის“ 45 მილიონს და მილან შკრინიარს შესთავაზებს, აგრეთვე გასათვალისწინებელია „კვარათი“ ინგლისური კლუბების დაინტერესების ფაქტორი. „ეკიპის“ მტკიცებით, არ არის გამორიცხული, „კვარას“ შეძენის სურვილი „მანჩესტერმა“, ჩელსიმ“ და „ნიუკასლმა“ გამოთქვან.

„რეპუბლიკა“ აღნიშნავს, რომ პსჟ-მა თუ ახლავე არ გადაიხადა 90 მილიონი, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.

რეალისტი
ჯერ პსჟ, შემდეგ რეალი.
G.A.L.
არ გინდა შენც მასე მოხდენილად ფაფხურობდე, როგორც ეს ახალგაზრდა ბიჭი?! შემოსავალიც სოლიდური გექნებოდა და თავსაც მეტად დამაჯერებლად იგრძნობდი! წარმატებები კვარას და საქართველოს ნაკრებს!!!
გუჯი
პსჟ ხუმრობა არაა მაგრამ საფრანგეთის ლიგა ვერ არის საკმარისად მდიდარი და თამაშებიც არ შუქდება შესაბამისად. მე პირადად პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდს ვუსურვებდი მაგრამ ფაქტია რომ ყველაზე დიდ დაინტერესებას პსჟ გამოთქვამს და კვარაც არ ჩანს წინააღმდეგი. ვნახოთ, სადაც არ უნდა იყოს წარმატებები და საქართველოს სახელის წარმოჩინება !
იბრუხ მართალი
"ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთი"
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
ტალანტებს და ვარსკვლავებს(უზბეკ ფეხბურთელს მაგალითად)ყიდულობს მან სიტი...ფაფხურებს პსჟ
იბრუხა ცრუს
შენ რამდენი გაქ ხელფასი შე საცოდაო
დათო
პსჟ არაფერი გუნდი არაა საფრანგეთს გარეთ, არც ისტორია აქვს. სად იუვე, მილან და ინტერს რომ ეთამაშები (ლაციო, რომა და სხვებს აღარ ჩამოვთვლი) და სად რენს და ოსერს… წარმატებები! თავისი საქმისა უკეთ იცის.
იბრუხ მართალი
კვარამდეც ბევრს მოექცა ნაპოლი არასწორად და მისი იქ ყოფნის პერიოდშიც. ბევრი მაგალითი აქვს სახეზე. უმადური გულშემატკივარიც ცეცხლზე ნავთს ასხამს. ერთი კარგი, ლამაზი ისტორია იყო და იმედია მალე მორჩება. კვარას ნიჭი და პოტენციალი არცერთ გუნდში არ დაიკარგება. ნაპოლს კიდე ვუსურვებ მინიმუმ 30 წელი არ მოეგოს არაფერი. ჯერ რა ხელფასზე ათამაშებენ სასაცილოა, ამათი უმადური დედა ვატირე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა