AreaNapoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცასთან ერთად ნეაპოლში მატარებლით ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაბრუნდა.

კვარაცხელიას სათვალეები ეკეთა, უხასიათოდ იყო, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ტაქსის მძღოლმა, „ნაპოლის“ დიდმა ფანმა მარკო პასკუალემ და ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნიეს და მასთან სურათის გადაღება სთხოვეს, რაზეც თავაზიანად დათანხმდა (იხ. ფოტო). აღნიშნულია, რომ ხვიჩა ჩქარობდა, აღელვებული იყო, სწრაფად დატოვა სადგური და მინივენით, რომელიც ელოდა, სახლში წავიდა.

გამოცემა წერს, რომ „კვარა“ სავარაუდოდ რომში იყო, სადაც თავისი ტრანსფერის შესახებ შეხვედრები გამართა, შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა გახლდათ, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს და პსჟ-ის წარმომადგენლებს სპეციალურად ნეაპოლიდან შორს შეხვდა.

ფრანგული Footmercato იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი ახლავე მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რაც დონ აურელიოს არ აწყობს, რამეთუ მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორი ვარიანტი შესთავაზა: 45 მილიონი + რანდალ კოლო მუანი და 60 მილიონი + მილან შკრინიარი. ხაზგასმულია, რომ ეს წინადადებები „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და უცნობია, მოხერხებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

ქართველი
ბიძინას არ აკლია ფულის ხარჯვა და დააყენეთ ეგ უმადური უკანალები ისეთმა არსებებმა მეზობელს რომ პურს არ გაუტეხავთ.

თუ ლავრენტაც მაგ აზრზეა რომ 80 მილიონი არ ღირს ჩაუწეროს გამოსასყიდად ეგ თანხა. რაც შეეხება შედეგიანობას რა ხელფასსაც უხდიან იმაზე 20 ჯერ მეტს აკეთებს.
ნატუკა
ყველა გარბის მერე ლაურენტესისგან. რთული კაცია და თუ თავისებურად არ იყენებს, შემდეგ ცდილობს "გაუფუჭოს" სტატუსი. ვინც სკუდეტო მოაგებინა გარბიან მისგან ახლა.
Zaza
ხვალ რო გაიღვიძებ ნიუსები წაიკითხე და მერე იძახე ვინ გადაიხდისო! 80 კი არა 115-ს იხდიდნენ ამ ზაფხულს და არ გაყიდეს, მაგრამ მაშინ თავად ფეხბურთელს ჯეროდა რო კონტე მის გარშემო აწყობდა გუნდს და შესაბამისი დაფასება ექნებოდა და როგორც კი დაინახა რო გუშინ მოყვანილ მაკტომინეის, გილმორს და ნერესს ხუთჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, ამის მოთმენა უკვე ზედმეტი იყო….
Mafiosi.
"ვეღარ ხვდება" კი არა არ ახვედრებენ და კაი მამბასაც დაიჭერენ. შენ თუ მაგას ვერ ხვდები ფეხბურთელი მართლა ვერ ქაჩავს თუ არასწორად არ აყენებენ ძირითადში ვის აზრზე მოსვლაზე ლაპარაკობ და ვის ებლატავები, ხმა როგორ იღებ საერთოდ არცა ხარ აქ შემოსაშვები
Mafioso
აბსოლოტურად სიმართლეა. ზუსტად ეგრეა რა
jiji
როგორ გგონიათ ნაპოლის ძირითადში ვეღარ ხვდება და ვინმე 80 მილიონს გადაიხდის? ცოტა აზრზე მოდით.რამდენი ხანია კარში წესიერად აღარ დაურტყია.
სიმართლე
მე უბრალოდ პსჟ_ გულშემატკივარი ვარ მბაპე და ნეიმარის მერე. და გამიხარდება კვარა იქ.ლივერპულის შემადგენლობაში კვარას მოხვედრა გაუჭირდება. ასევე ბარსელონას შემადგენლობაში.
თბილისელი
და კიდევ ერთი. შეეშვით ლაურენტისის გინებას, კაცმა თავისი საკუთარი ფულით ჭ ლიგიდან გამოიყვანა ნაპოლი,სტუდენტობის მოიგო,გარისკა და ერთადერთი იყო ვინც შეიძინა "რუბინის ვარსკვლავი".თუ ასე ადვილად მიგაჩნიათ კლუბის პრეზიდენტობა და ფულის გაფანტა,ა ბატონო, გაქვთ დინამო თბილისი,შეაძენინეთ ბიძინას და ხარჯის უაზროდ მანდ ფული ( და არა მდინარაძე- კობახიძეზე),ვნახოთ რას გააკეთებს.
თბილისელი
პსჟ-ში გადასვლა ნიშნავს იგივე საუდის არაბეთის გუნდში გადასვლას,ოღონდ მნიშვნელოვნად ნაკლები გასამრჯელოთი.გუნდს სეზონში მხოლოდ 2-3 თამაშის ჩვენება სჭირდება საფრანგეთის ჩემპიონობისათვის და 5-6 ( ისიც ძირითადად წარუმატებელი) თამაშის ჩემპიონთა ლიგაში. კლუბს არ გააჩნია არავითარი ამბიციები გარდა ფულის კეთების.მესმის რომ ამ საიტზე ბევრი შინაგანად ოცნებობს რომ კვარაცხელია რუბინსა თუ ტერეკში თამაშობდეს ( ადრე იძახდნენ "სასწაულებრივ ფულს უხდიანო"),მაგრამ ჩემი ღრმა აზრით ყველას აჯობებდა ინგლისი ( ესპანეთში ვეღარ მოხვდება, რადგან რეალს და ბარსელონას მაგ ადგილას არანაკლები დონის ფეხბურთელები ჰყავთ).საფრანგეთის ჩემპიონატი არის გადასარევი მიქსუტაძისათვის,მაგრამ ხვიჩა ცოდუა მანდ.
Guriec
რს სასაცილო რაღაცებს წერთ გესმით მაინც? ლივერპული თუ არასტაბილურია, სსბილური რომელია მაშინ პრემიერლიგაში, მანიუ? ან სიტი? თუ ჩელსი? :) თუ ანეკდოტებს თხზავთ? ან პსჟ რა გუნდია ასეთი, ბარსაზე წინ რომ აყენებთ? ყალიბდებაო იძახით, ამაში შეიძლება დაგეთანხმოთ კაცი, მაგრამ, მოდი ჯერ ჩამოყალიბდეს და მერე ვისაუბროთ მასზე, თუ კვარამ უნდა ჩამოაყალიბოს? :)
სიმართლეს
რა სასაცილოები ხართ, ვითომ ეს" საფეხბურთო ექსპერტები"?! სანამ ხვიჩას გადასვლაზე არ დაიწყო ლაპარაკი პჟეში, მანამდე, ფუ ეგ ფერმერების გუნდი, დაბალი ლიგაა და ასე შემდეგ... და ეხლა გახდა უცებ მაღალი დონის ლიგა და გუნდი? ორმაგ სტანდარტებს შეეშვით.
სიმართლე
წინა წელს პსჟ_ს ფინალამდე ცოტა დააკლდა. იღბლის წყალობით მოიგო დორტმუნდმა. პსჟ უძლიერეს გუნდად ყალიბდება ეტაპობრივად და კვარასთან უფრო ჩამოყალიბდება. ლივერპულში და ბარსელონაში და სხვაგან კვარას ადგილი არაა. ჯერ პსჟ რო ბარსელონას ჯობია დღესდღეობით არ ვიკამათოთ. რამდენჯერაც შეხვდა გააგდო. ლივერპული არასტაბილურია. შემადგენლობითაც კვარას ადგილი არაა იქ.
რონი
მგონია რომ სიტი გამოჩნდება მალე ასპარეზე და თავისთან წაიყვანს და ძაანაც მოუხდება მაგ გუნდს კვარა მაგრამ მე ლივერპულში მინდა მამარდა და კვარა ერთად
Givi
რატომღაც მგონია რომ სულ სხვა გუნდში გადავა, ალბათ ინგლისში...
ნაპოლეონი
აი სან საღოლ. . .
zura222
აბა რაა ხომ ვამბობდი რომ არც ისე ადვილადაა საქმე და ის ბებერი კაჟაია ბულავა არაფრით არ დათანხმდება ფულს+მოთამაშეზე შკრინიარის ვარინტი შეიძლებოდა გამოსულიყო (კარგი მცველი სჭირდება კონტეს) მაგრამ პსჟ-ში შკრინიარს 6 მილიონი აქვს ხელფასი და ის წუწურაქი ყოველ დოლარზე რომ ტირის 6 კი არა 3 მილიოსაც არ დაუნშნავდა ხელფასს @ ასე რომ პსჟ-ს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა (იმიტომაც იყო კვარა უხასიათოდ) რჩება პრემიერ ლიგის ბობოლა მდიდარი გუნდების ვარიანტი რომლებიც ან მთლიან 90 მილიონს გადაიხდიან ან კიდევ 50-70 მილიონს ისეთ ფეხბურთელს დაამატებენ ვინც ნამდვილდ უნდა ნაპოლის მაგალითად ლივერპულის ვარიანტი 70 მილიონი+კიეზა.მაგრამ ეგ ვარიანტიც არა მგონია გამოვიდეს კონტეს კი ძალიან უნდა კიეზა მაგრამ ბებერი ვირთხა არ წავა 20 მილიონის დაკარგვაზე @ ეტყვის აგერ გვყავს ნერეში რასპადორი სპინაცოლა ძერბინი და მეხუთე მარცხენაფლაგელი რაღათ გვინდაო? და რაღაცა ვარიანტში მართალიც იქნება - ნერეში ხომ "უკვე ჯობია" კვარას სპინაცოლამ ხომ "ბრწყინვალედ ითამაშა" ბოლო თამაში" რასპადორი საერთოდ იტალიის ნაკრების წევრიაო ასე რომ დაყენდი და ამ ფეხბურთელებით მაიტა სკუდეტო და მე კი ხელს ნუ მიშლი 90 მილიონის დათრევაშიო D იმას კი არ ფიქრობს ის დურაქი რომ რაც დრო გავა კვარას ფასი დაიწევს და 70 მილიონი+კიეზა კი არა 50 მილიონიც სანატრელი გაუხდება P ისე რა დრო დადგაა-- 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ქართველ ფეხბურთელში 70 მილიონს გადაიხდიან და ხურდაში იტალიის ნაკრების ფეხბურთელს დაამატებენო იმას ალბათ ხონის "სანატორიუმში"გააქანებდნეენ DD
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა