ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვირკველია გააციმბირეს

კვირკველია გააციმბირეს

დებიუტი ნალჩიკში თუ ჰოლანდიელებთან?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით კვირკველიამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მისამართი. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მარცხენა მცველი კონტრაქტით რუსეთის ჩემპიონ ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის. ყაზანელებმა ზამთარში ჩვენებური მახაჭყალის "ანჟიში" გაანათხოვრეს. საიჯარო ხელშეკრულების ვადა 30 ივლისს ამოიწურა. "ანჟის" კი უნდოდა კვირკველიას შენარჩუნება, მაგრამ "რუბინთან" პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც არ შედგა. მახაჭყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი დათოს ვერ ელეოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა და მის ნაცვლად გუნდში მეორე ჩვენებური, ოთარ ხიზანეიშვილი აიყვანა. შესაბამისად, დათო ყაზანელთა რიგებში დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი დაკავებული იყო. კვირკველია უმალ მიხვდა, რომ "რუბინში" სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა და აგენტს სხვა გუნდის მოძებნა დაავალა. მსურველიც მალე გამოუჩნდა - რუსული პრემიერლიგის დებიუტანტი და თასის ფინალისტი ნოვოსიბირსკის "სიბირი". როგორც გავიგეთ, "სიბირსა" და "რუბინს" შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მიმდინარე სეზონის ბოლომდე კვირკველია ნოვოსიბირსკელთა გუნდში ითამაშებს.

ცნობისათვის, კვირკველიას მახაჭყალაში სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა. მან ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა "ანჟის" რიგებში. კვირკველია რუსეთში ცნობილი ფიგურაა, ზედიზედ ორჯერ 2008 და 2009 წელს, "რუბინთან" ერთად გახდა ჩემპიონი.

რაც შეეხება კვირკველიას ახალ გუნდს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ "სიბირი" მძიმე მდგომარეობაშია. იგორ კრიუშჩენკოს გუნდი რუსულ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩნებისთვის იბრძვის. ციმბირელებმა 16 მატჩში მხოლოდ 9 ქულის მოგროვება შეძლეს. ნოვოსიბირსკელებს დაცვაში უჭირთ, თორემ 16 თამაშში 35 გოლს არ გაუშვებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ციმბირელებს ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა - რუსეთი პირველობის გარდა, "სიბირი" თასის ფინალისტის რანგში ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობას აგრძელებს. ციმბირელებმა კვიპროსულ "აპოლონს" შინ 1:0 სძლიეს, ლიმასოლში 1:2 კი წააგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით "აპოლონის" ბარიერი გადალახეს და პლეი ოფში ჰოლანდიურ "პსვ ეინდჰოვენთან" მოუწევთ დაპირისპირება.

"სიბირს" პსვ-სთან პირველი მატჩი შინ 19 აგვისტოს აქვს. მანამდე კიდევ 6 დღეა დარჩენილი და წესით, ნოვისიბირსკელებმა უეფასთვის წარდგენილ განაცხადში დავით კვირკველიას შეყვანაც უნდა მოასწრონ. ჰოლანდიელებამდე, "სიბირი" რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში, 14 აგვისტოს გოგიტა გოგუასა და დავით სირაძის ნალჩიკურ "სპარტაკს" სტუმრად ეთამაშება. ვნახოთ, სად შედგება კვირკველიას დებიუტი ახალ კლუბში, "სპარტაკთან" თუ ჰოლანდიელებთან...

ლელო

• gia

მიდი დათუნა მიაწექი, უკეთესები აბა შენ იცი!!!

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა