calcionapoli24-ის დირექტორმა სალვიო პასსნატემ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლას ემოციური წერილი მიუძღვნა. მან ქართველის მიმართ კარგი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ის მუდამ ეყვარებათ. გთავაზობთ ნაწყვეტებს წერილიდან.

"როდესაც ამ წერილს ვწერ, თავს ძალიან მოწყენილად ვგრძნობ და ჩემი თვალები ანათებს. ვფიქრობ, მე მსოფლიოს მასშტაბით უამრავი "ნაპოლის" ფანის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და ყველა მსგავს სიტუაციაშია.

ვწერ მთელი გულით, იმ გულით, რომელიც 77-ე ნომრის დანახვაზე მუდმივად ჩქარდებოდა და ახლა უკვე ლეგენდარული გახდა.

ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რითაც ყველაფერი დასრულდა, რადგან ყველას გვინდოდა, რომ ჩვენი მაისური რაც შეიძლება დიდი ხნით გეტარებინა.

შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის სიმბოლო ასეთ ანაზღაურებას არ იმსახურებდა. ის ამ 3 წლის განმავლობაში მთელი გუნდის რიგებში ხელფასით მე-16 ადგილს იკავებდა და ახლა 18 თამაშის შემდეგ, როდესაც სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ, ის გვტოვებს. რა სირცხვილია!

მოდით, ვილაპარაკოთ ფეხბურთზე და იმ ემოციებზე, რომელიც შენ მოგვეცი. სერია A-ში მეტეორივით შემოიჭერი, კიმთან და ოსიმენთან ერთად ჩემპიონობისკენ წაგვიძეხი. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, შენი გვარი როგორ წარმოგვეთქვა და ამაზე ვმეცადინეობდით.

პირველი გოლი სადებიუტო შეხვედრაში გასვლაზე "ვერონასთან" და "მონცას" წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი სახლში! არასდროს დაგვავიწყდება შენი დრიბლინგები, ასისტები და ფეხის ბრწყინვალე მოძრაობები. "იუვენტუსთან" სახლში 5:1 მოგებულ შეხვედრაში. "ატალანტას" ერთმანეთზე დაწყობილი მცველები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, იტალიის ჩემპიონობა. ამაზე რამდენ ხანს ვოცნებობდით, მადლობა სკუდეტოსთვის!

შენ გაქვს გენია, მაგიური ტალანტი, სითავხედე, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი ხარ, გაქვს ტექნიკა, მოედანზე ნამდვილი ინტელიგენტი და თავდადებული ხარ.

ხვიჩა, შენ პოსტ მარადონას ერის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ვინც კი ჩვენს ქალაქში გვინახავს. შენ ორი ქვეყნის, საქართველოსა და იტალიელი ხალხი გააერთიანე.

შენ დაამარცხე იმ დროისთვის ევროპის ვიცე-ჩემპიონი "ლივერპული", ეს საღამო ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, ეს იყო ყველაზე დიდებული პირველი ტაიმი, რომელიც კი ოდესმე მინახავს!

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, 5 მოტყუებული მეტოქე! შენ გოლი გაგქონდა მარცხენა და მარჯვენა ფეხით, თავით, აკრობატულ ნახტომში, ნახევრად ფრენბურთის სტილში, ჯარიმიდან...

სახალისო აღნიშვნა, სტეფ კარის სტილი, კოცნა გერბზე... ეს ყოველივე ჩვენ ცრემლებს გვგვრიდა.

ახლა კი წადი, უკან არ მოიხედო! წადი რაც შეიძლება სწრაფად, მიდი შენი დანიშნულების ადგილას, ნეაპოლებებს მუდმივად გულში ეყოლები!

მოდი, ასე დავასრულოთ და ყოველთვის გვიყვარდეს ერთმანეთი.

ვისაც უყვარს, არასდროს ივიწყებს".

ბებო
დიდი წარმატება შვილო გაიხარე და ჩვენც გაგვახარე
ბექა
ჩემს წინა კომენტარს ვგულისხმობდი,რომელიც დამიბლოკეთ და არ გამომიქვეყნედ
დდდ-ს
ნუ გამოიყენებს პრივილეგიებს და აგოს მაშინ პასუხი თავის საქციელზე კანონის წინაშე!!ხო არის ვაჟკაცი!!
სვანსკი
მართალია აუტსაიდერ გუნდებთან ადვილად მოიგეს (ნერეში ცაში აიყვანეს)ატალანტასთან,იუვესთან,მილანთან მიხვდებიან დიდ შეცდომას,მაგრამ ძალიან გვიანი იქნება.

ერთი გეგა გეგეშიძეა ვაჟკაცი,რომელმაც დააქცია ჭიდაობა საქართველოში და მეორე ვიქტორა,რომელმაც დააქცია ქართული კალათბურთი,იქნიონ ახლა მუშტები და გაიხადონ დასაცინად თავები!!
ეეჰ-ს
ნეტა ეგ ყველაფერი ქართველ მიზოგინი კაცების თავში შევიდოდეს,"ვითომ ბაჟკაცები"!!!
ბექა
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?

ერთი გეგა გეგეშიძეა ვაჟკაცი,რომელმაც დააქცია ჭიდაობა საქართველოში და მეორე ვიქტორა,რომელმაც დააქცია ქართული კალათბურთი,იქნიონ ახლა მუშტები და გაიხადონ დასაცინად თავები!!
ეეჰ-ს
ნეტა ეგ ყველაფერი ქართველ მიზოგინი კაცების თავში შევიდოდეს,"ვითომ ბაჟკაცები"!!!
ბექა
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?
ნენე
დაფასება არ ქონდა და წერტილი
პაატა
ბოდიში, სახელი დავუმახინჯე შეცდომით ამ კარგა კაცს - ბრავო სალვიო!
პაატა
ამიტომაა, რომ არ შეიძლება მთელი ერი უმადურად და უზნეოდ შერაცხო!ყველგანაა პატიოსანი, მადლიერი და მართალი ხალხი! ჩვენთან ნაკლებია მოღალატე, უზნეო და ყველაფრის მკადრებელი ხალხი?! ეს წერილი დაწერილია მადლიერი, ფეხბურთის ჭეშმარიტი მცოდნე გულშემატკივრის ემოციით,რომელიც ამ მადლიერებას ისე ლამაზად გამოხატავს ფეხბურთის და მარადონას მერე რომ არ უნახავთ იმ ფეხბურთელის მიმართ, რომ შეუძლებელია სიამაყით არ აივსო... ბრავო სლავი! ფორცა კვარა!
ლუკა
ყველაფერი ფულში არ იზომება,წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული ქონდეს სხვა გუნდის ფანებში
ირაკლი
გაიხარე სალვიო, მჯერა უამრავი ასეთი ადამიანია ნეაპოლში და მის გარეთ ვინც ხვიჩას და ნაპოლის სასწაუილი იხილა აღფრთოვანდა და სამუდამოდ ჩაებეჭდა გულსადა გონებაში. ყველა მადლიერი ადამიანს გაუმარჯოს! სტატიის ავტორის სალვიოს თამადობით!
qartveli
ნაპოლი წელს ოთხეულშიც ვერ შევა, და მერე უფრო ინანებთ რა ფეხბურთელი და ადამიანი არ დააფასეთ. კვარა წარმატებები კლუბშიც და ნაკრებშიც.
KAXA
კაი კაცი ხარ რო მაინც მიხდვა ვინმე რო არ დააფასეს ხვიჩა. წარმატებები კვარას.
simartle
ძლივს არ გამოჩნდა ნამდვილი გულშემატკივარი... რაც მე იტალიელებს ვეკამათე სოც ქსელებში , მაგათი წუწურაქი... ევროპაში ყველაზე წუწურაქები არიან ეგენი და ბერძნები, თუ საქმე არ დაგიჭერიათ მათთან ან სამეგობროში არ გყოლიათ ეგრეა და ძალიან გაუნათლებელია ბევრი სამწუხაროდ. საშინელება ის არის რომ ჩვენი ქვეყანაც იქეთ მიექანება ზედაპირული განათლებით და უცოდინრობით... ვაი გულშემატკივრობით...ფაკელების დანთება და არეულობის მოწყობა სტადიოზე და მის გარეთ გულშემატკივრობა რომ ჰგონიათ ამ დროს ფეხბურთის აზრზე არ არის უმეტესობა
ბრაზი
ღირსების მქონე ღირსეულებს,სიკეთის,ერთგულების,ოსტატობის,პროფესიონალიზმის დამნახავებსა და დამფასებლებლებს,მადლიერების უნარის მქონეთ,გაუმარჯოს,რა ჯურისა და გორის არ უნდა იყვნენ ისინი,ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ერთი იტალიელი კაცის თამადობით!
ALONZO
არ მინდა წელს "ნაპოლი"-ს ჩემპიონობა.შურიანი ვარ,ალბათ.
დდდ-ს
ვიქტორ სანიკიძემ ჯობია მიხედოს დაქცეულ ქართულ კალათბურთს და არა ქურდივით არჩიოს საქმეები,შეუფერებელია თანამდებობისთვის და გადადგეს!
ლადო
მაგით რისი თქმა გინდა?ბავშვებისა და ქალების თანდასწრებით ოთხი კაცის ფუზიკური თავდასხმა ერთ კაცზე ვაჟკაცურია?ქრისტიანულია? ქართულია?მორალურია?
ALONZO
კარგი სტატიაა. დანარჩენ,სხვა აზრზე მყოფ ნეაპოლელებს კი -" არ გინდოდათ,რძე და ყველი....
სოსოს
სამხარეძეზე გეთანხმები, მაგას სხვა დანიშნულება არც აქვს, მაგრამ ყაველას არ უგინებია, დაიგინა, ეს სხვადასხვაა. მისი დაგინება კი იმიტომ არ ავიწყდებათ, რომ ძალიან ბევრს შეეწერა, თუ ყველას არა.
დდდ
ვიქტორ სანიკიძის წყობიდან გამოყვანა ადვილი საქმე ნამდვილად ვერაა... მაგრამ შენ, ალბათ, სანიკიძეების სხვა წარმომადგენლების, მაგ. გუბაზის ფანი ხარ და ეგ მიგაჩნია ქართველი კაცისა და ზოგადად კაცობის ეტალონად... მაშინ, ბოდიშისმოხდით, ვერაფრით დაგეხმარებით, სხვა საიტზე გაინავარდე...
სოსო
ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე,ყოფილი ფეხბურთელი და ახლა პრეზიდენტი ყაველაშვილი პარლამენტში დედის გინების მეტს რას აკეთებდნენ??

კარგი სტატიაა,წესიერი ადამიანის და ერთგული გულშემატკივრის დაწერილი.
ვაჟა მასწავლებელი
გაიხარეთ ამ კალანდობის მეორე დღეს, რადგან გახსოვთ ჩემი ნათქვამი "დიდუბე სატვირთოში ჩამომდგარ . . ით დატვირთულ რკინიგზის საბარგო ვაგონზე" და გაგანდობთ საიდუმლოს: ერთი ვაგონმი უკვე დაიცალა ანტი-კვარებისათვის, ხოლო მეორე წუთი-წუთზე შევა პარიზის საბარგო სადგურში - ყველაფერი წინაა ანტი-კვარებისათვის, ანტი-ზურებისა და ანტი-ჟორჟისტებისათვის!!! ქართველ სამ მუშკეტერს, ხვიჩას თამადობით წარმატებები "ლიგა 1"-ში, ჩვენ კი დიდი სიხარული მათი ყურებით!!!
გოჩა
მადლობა სალვიო!
ვახოს
დედის გინება, ქართველი კაცისთვის თუ მოსულა, მაშინ რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია დედა" წაიკითხე და გაიგებ რა განსხვავებაა რუსებს და ქართველებს შორის, როცა დედის გინებას ეხება საქმე, თუ შენით ვერ ხვდები. ახლა კი ევროპელებს და ქართველებს შორის იგივე პარალელის გავლება შეიძლება. 50 წელს გადაცილებული კაცი ვარ, დანიაშიც მისწავლია და ამერიკაში (ენვაიუში) და ჯერ ქართველი ვარ და მერე სხვა კულტურის დამფასებელი. რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან გაუფასურდა დედის გინება, რა ,,ტრენდი" გახდა ვერ ხვდები. ქალი და კაცი ყველა იგინება და არც ფიქრობს ისე. ესეც თავს მოხვეულია...ადრე ამის გამო ისეთ პასუხს მოგთხოვდნენ...რა შუაშია სპორტსმენობა?? ჯერ კაცი ხარ ადამიანი, მერე მინისტრი სპორტსმენი და ა.შ. ყველა ეს წარმავალია და ადამიანობაა მუდმივი. პ.ს თმენის ვალდებულება პოლიტიკურ საკითხებზე შეურაცყობას ეხება და არა დედის გინებას, და სჯობს წიგნი იკითხოთ მანამ, სანამ ქუჩაში დადგებით. თქვენ რომ ჰკითხოთ კაცმა, ზვიად გამსახურდიაც რუსი და მონა იქნება, ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი მამა ბუში გააკრიტიკა. ვინც არ გეთანხმებათ ან სხვა პოზიცია აქვს ყველას გინება და რუსობა შეიძლება? ლაკა ხოშტარია ლომონოსოვდამთავრებული და რუსის ფულს შემყურე უძახის სხვას რუსი და მონა ხარ...რას არ მოესწრები კაცი.
მამუკა
ძალიან სწორედ მოიქცა ხვიჩა, ლაურენტისი მხოლოდ დაპირებებით კვებავდა ორი წელი, ვინც იძახის რომ ზაფხულამდე უნდა მოეცადაო მთლად კარგად ვერ ერკვევით ეტყობა დღევანდელ ფეხბურთში, ორი წლის წინ თქვა ერთ გადაცემაში არველაძემ რეალი როცა გეძახის ბევრი არ უნდა იფიქროო, თორემ იყიდიან მბაპეს და მერე ელოდე ათი წელიო, რა გარანტიაა რომ ზაფხულშიც იგივე აზრზე იქნებოდა პსჟ, რეალურად კი სხვა გუნდებიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა, ჭორები კი რამდენიც გინდა. კონტემ ზაფხულში დაიყოლია ხვიჩა დარჩენზე, ხვიჩასაც იმედი ჰქონდა რომ აგვისტოდან ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ გაზრდილი ხელფასით, მაგრამ როგორც წინა წელს ისევ მოატყუეს, ხო და ძნელია ისეთ ადგილას დარჩე სადაც პატივს არ გცემენ და შენ შრომას სათანადოდ არ აფასებენ და მეორე კიდევ ფეხბურთელის კარიერა არის ხანმოკლე, მაქსიმუმ ათი წელი ითამაშოს ხვიჩამ უმაღლეს დონეზე და როცა ასეთი შანსი გეძლევა უეჭველი უნდა გამოიყენო, 10 მილიონი ქუჩაში არ ყრია და სპორტულ კარიერასთან ერთად მომავალზეც უნდა იზრუნო. უფალი გფარავდეს ხვიჩა, მაგარი სპორტსმენი ხარ და უფრო მაგარი ადამიანი ხარ, ერთ დღესაც გისურვებ თეთრ მაისურში გვენახე.
ეეჰ
იქ სადაც ამპარტავნება მეფობს ღმერთის ადგილი აღარ რჩება ამიტომ არის საქართველო იქ სადაც უნდა იყოს :) რა მისია რა უფლის რჩეული ერი ცოტა აზრზე მოდით თავმდაბლობით სიყვარულით მოვა უფალი ჩვენს საცოდავ ქვეყანაში და არა ამ რაღაცეებით რასაც თქვენ საუბრობთ.. ერი ცოდვაში იხრჩობა.. ყველგან კრიმინალია ყველგან მკვლელობა და სისასტიკეა რა მისია რა უფლის რჩეული :) არ დაიღალეთ ამ ზღაპრებით?
ეეჰ
იქ სადაც ამპარტავნება მეფობს ღმერთის ადგილი აღარ რჩება ამიტომ არის საქართველო იქ სადაც უნდა იყოს :) რა მისია რა უფლის რჩეული ერი ცოტა აზრზე მოდით თავმდაბლობით სიყვარულით მოვა უფალი ჩვენს საცოდავ ქვეყანაში და არა ამ რაღაცეებით რასაც თქვენ საუბრობთ.. ერი ცოდვაში იხრჩობა.. ყველგან კრიმინალია ყველგან მკვლელობა და სისასტიკეა რა მისია რა უფლის რჩეული :) არ დაიღალეთ ამ ზღაპრებით?
N
ES POSTI YVELAZE KARGAD GERGEBA SHEN VINC DISLAIQI DASVI.ROMELI SITYVA AR MOGECONA.ARA AVS MNISHVNELOBA RA EROVNEBIS XAR,QATTVELI,SOMEXI,RUSI TU A.SH.MTAVARIA,ROM SHEN XAR SAQARTVELOS MTERI,RADGAN SIYVARULIS DA SIKETIS CINAAGMDEG ILASHQREB.
ვახო
ვიქტორ სანიკიძე!!რა მაგალითს აძლევ ახალგაზრდა სპორტსმენებს??ამ ყოფილმა სპორტსმენებმა და ახლა ვითომ "პოლიტიკოსებმა" UFC-ის ფილიალად აქციეს საქართველო!!საშინელებაა კადოროველებად იქცნენ,საკუთარ თავებს მინც ეცით პატივი!!!!
მერაბი ჩხოროწყუ
მადლობა კარგი სტატიაა, ქართველი ერი ვართ ღმერთისგან დალოცვილი და გვაქვს დიდი მისია,ის გმირი დროშა რომ აწია ბერლინში ქართველი მელიტონ ქანთარია იყო წალენჯიხის რაიონის ჯვარიდან, ეხლა არის ხვიჩას მისია უდზველესი და ლამაზი დროშა ქართული დროშა აღიმართება პარკ დე პრენსში პარიზში, ხვიჩა ვამაყობთ თქვენით გისურვებთ წარმატებებს, გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ნაკიფუს,
უფროსი
კარგია, რომ დატოვა ნაპოლი. ნაპოლის გულშემატკივრების უმრავლესობა უმადური ხალხია. აი ეს tweet-ი წაიკითხეთ (და tweet-ის კომენტარებიც ნახეთ) https://x.com/Cica7981/status/1879206581143056532
ვაჟა მასწავლებელი -ს
ვაჟა მასწ ის ერთი ვაგონი დაცალეთ?
დდდ
მადლობა ერთად გატარებული დაუვიწყარი წლებისთვის... გულს ნუ გაიტეხთ, ნეაპოლელებო... კვარაცხელიები, ღმერთმა ამრავლოს, დიდი გვარია და თუ ლაურას ადგილს მიუჩენთ, ვინ იცის, იქნებ, რომელიმე მათგანმა კიდევ მოინდომოს ნეაპოლში ჩამოსვლა...
რეალისტი
ეს არის ჭეშმარიტი გულშემატკივრის (ტიფოზის) ემოცია კვარასთან განშორებით გამოწვეული.როცა მარადონას შემდეგ პირველი კაცი ხარ საფეხბურთო ნეაპოლში 22-23 წლის ბიჭი, წარმოუდგენელია. სიამაყის ცრემლები მომადგა. ბრავო ხვიჩა.
რეალისტი
ეს არის ჭეშმარიტი გულშემატკივრის (ტიფოზის) ემოცია კვარასთან განშორებით გამოწვეული.როცა მარადონას შემდეგ პირველი კაცი ხარ საფეხბურთო ნეაპოლში 22-23 წლის ბიჭი, წარმოუდგენელია. სიამაყის ცრემლები მომადგა. ბრავო ხვიჩა.
რეალისტი
ეს არის ჭეშმარიტი გულშემატკივრის (ტიფოზის) ემოცია კვარასთან განშორებით გამოწვეული.როცა მარადონას შემდეგ პირველი კაცი ხარ საფეხბურთო ნეაპოლში 22-23 წლის ბიჭი, წარმოუდგენელია. სიამაყის ცრემლები მომადგა. ბრავო ხვიჩა.
ls
ველოდებით შემდეგ ნაბიჯს: პარიზელების აღფრთოვანებას - პირველ ეტაპზე, შემდეგ წელს პარიზელების ჩ. ლიგის მოგებას.
ვაჟა მასწავლებელი
დაა . . ., ამ წერილის კითხვის დროს წარმოვიდგინე ყველაფერში დამნაშავე დე ლავრენტას ნაბიჭვარი, რომელიც ზის და როგორ უემოციოდ ითვლის ხვიჩას მიერ (რომელიც ისე გაუშავა გუნდიდან, რომ ერთი ცენტიც კი არ მოუმატა ანაზღაურება)მოტანილ მოგებას!.
grisha
აი ეს მომეწონა, ეს უკვე შეეფერება ჩემპიონის გაცილებას.
მწვრთნელი
ლავრენტა მომიკითხეთ ლოს-ანჯელესში კიდევო უნდა დაგემატებია წერილში!
რაბუ
გულში ჩამწვდომი სიტყვებია. მთელი ნეაპოლური კარიერა დამიდგა თვალწინ. როგორი გულიც ფანცქალით ველოდით ნაპოლის თამაშებს. ახლა კიდე ახალ ნაბიჯს დგამს ბიჭი, უფრო სხვა, მაღალ ეტაპზე აგრძელებს გამოსვლას და გულით ვუსურვებ წარმატებას. ლიგა თუ მოიგო ზღაპარივით კარიერა ექნება. დატკბით და ისიამოვნეთ ამ მომენტით, არანაკლები სანახაობა იქნება წინ
გუდამაყრელი
ქართველი ყოველთვის დაიკავებს თავის გამორჩეულ სკამს, ყველგან. ყველა სფეროში! ყველა ქვეყანაში! ღმერთმა დამსაჯოს, თუ ვცდებოდე და არ ვთვლიდე რომ საუკეთესო ერი ვართ სიყვარულშიც და ბოროტებაშიც!!!! წარმატება ყველას მშვიდობით! მადლობა იტალიას!❤️
საბურთალო
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო , ძლივს არ ვნახე წესიერი წერილიიიიიიიიიიიი
L.J .
Sagol!!!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ცვლილებები გვჭირდება" - ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია