ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

Ciao, Kvara. სიყვარული და სიძულვილი - ნეაპოლელების რეაქცია "კვარას" პსჟ-ში გადასვლაზე

Ciao, Kvara. სიყვარული და სიძულვილი - ნეაპოლელების რეაქცია "კვარას" პსჟ-ში გადასვლაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა - ზოგმა დადებითად, ზოგმა უარყოფითად. არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველის პსჟ-ში გადასვლას პრაგმატულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ სატრანსფერო თანხით „კვარას“ შესაცვლელი „სათადარიგო ნაწილების“ შეძენა შეიძლება.

ცნობილმა ნეაპოლელმა ადვოკატმა და თავისი ქალაქის გუნდის დიდმა ქომაგმა მარიო კოლელამ ხვიჩას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „მან 33 წლის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამისათვის მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება გახრწნილი (დიახ, გახრწნილი) და ვულგარული ადმიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებმაც ვითომ არ იციან, როგორაა მოწყობილი სამყარო. რომლის შემადგენელნი თავად არიან.

ხვიჩა მსგავს მოთამაშეს ახლა იშვიათად ნახავ, „ველური ფეხბურთელია“, ხასიათის ზოგიერთი სისუსტის მქონე პოეტია. ის ბავშვებს აიძულებს თავი შეაყვაროს და დარჩეს იმ თაობის გულში, რომელსაც მარადონას ეპოქა არ ახსოვს. ამან და უკვე მხოლოდ ამან უნდა შეგაგრძნობინოთ ამ ბიჭის მნიშვნელობა და კარგი ზეგავლენა ნეაპოლზე. ნებისმიერი სხვა მსჯელობა მიუღებელია და სამწუხაროდ, „კვარას“ ალბათ, აქ აღარ ვიხილავთ. პირადად მე მისი მადლობელი ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთვის და ქომაგებისთვის, ლამაზი თამაშით და ბავშვური გამოხედვით. ყველაფერი შეიძლება დაივიწყო, მაგრამ საჩემპიონო ტიტიული - არა. ხვიჩამ არ უნდა დაგვივიწყოს და არც ჩვენ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“.

ლუკა ჩირილო (Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი): „ქართველთან სამწუხარო დამშვიდობება დე ლაურენტისის შეცდომის შედეგად სწორედ ასეთი ფინალით უნდა დასრულებულიყო. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ფეხბურთელია, ნეპოლელელი ტიფოზების კერპია და სხვა დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელოდა, აურელიო კი ისე ეპყრობოდა, როგორც პერიფერიიდან ჩამოყვანილ პატარა ბიჭს, ეგონა კონტრაქტით მიაჯაჭვა, რაც ქართველის თამაშზე აისახა. „ნაპოლი“ ლიდერია, ხვიჩას მეორედ შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და როგორი შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა მას ოჯახი ჰყავს, უკეთეს მომავალზე ზრუნვა მართებს. ცხოვრება გრძელდება, 11 მილიონად შეძენილ ქართველში მინიმუმ 80 მილიონს მიიღებენ და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.“

ანტონიო პაპა (Canale 21-ის ჟურნალისტი): „ხვიჩა ჩემი გულის ნაწილია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ლუჩანო სპალეტის შემდეგ სკუდეტოს მთავარი არქიტექტორია, ჭეშმარიტი ვარსკვლვია და გაკვირვებული ვარ მის მიმართ ზოგიერთის უსირცხვილო დამოკიდებულებით. მეზიზღება ყველა, ვინც ეს საფეხბურთო სილამაზე უცებ დაივიწყა, თითქოს ასეთი ჩემპიონები ბევრი გვენახოს. მარადონა 40 წლის შემდეგ რომ დაბადებულიყო, ის მარადონა არ იქნებოდა, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ სულში ჩაგაფურთხონ. „კვარა“ ფეხბურთში როგორც ყვავილი ძალიან ადრე და ხმაურიანად გაიფურჩქნა, სადაც მარადონებს არ შეუძლიათ არსებობა. უბრალოდ არ შეუძლიათ. წარმატებებს ვუსურვებ კვარაცხელიას და იმედი მაქვს, მთელ მსოფლიოს კიდევ აჩვენებს იმას, რაც ჩვენს თვალწინ მოხდა. არიან ადამიანები, რომელთაც ამის დავიწყება არ შეუძლიათ. უკეთეს მომავალზე იოცნებე, ხვიჩა, ჩვენს ვიოცნებებთ“.

გვიდო ტრომბეტი (ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილი რექტორი, პროფესორი): „ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „კვარასგან“ განსხვავებით „ცალფეხაა“. ბრაზილიელის განდიდებით ქართველისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდნენ. ცხადია, პსჟ-ში გადასვლა მის ცხოვრებას შეცვლის. ისიც ნათელია, რომ მას მეწარმეთა ჯგუფი როგორც საწარმოს ისე მართავს“.

Areanapoli-მ ხვიჩას ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ნაპოლიმ“ გარეგნულადაც გააუმჯობესა: „როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა, სრულიად სხვაგვარად, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, თუმცა ყოველთვის მოკრძალებული ბიჭი იყო, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია. 70-80-იანი წლების მოთამაშეს მოგაგონებდათ. მას შემდეგ ვარცხნილობა შეიცვალა, მოდურადაა ჩაცმული, თუმცა მოედანზე მუდამ გამორჩეული გახლდათ, ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო და პსჟ-ში გადადის“.

Il Mattino იტყობინება, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო, მათი გამოცემის სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობა 36 ათასით შემცირდა.

ბოლო ინფორმაციით, „კვარა“ კერძო თვითმფრინავით საღამოს გაემგზავრება პარიზში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

• ტორნადო

წადი...

• იასონას უდარი

უარყოფითი უნდა იყოს რეაქცია,სხვანაირად როგორ?როცა გუნდის ლიდერი გტოვებს,ეს უნდა გწყინდეს და უარყოფითად უნდა განგაწყობდეს. აი,დადებითი რეაქციების პატრონები კვარას არ აღიქვამდნენ გუნდის ლიდერად ან ნაპოლის ფანები არ არიან. სხვანაირად გაუგებარია,საჩემპიონო რბოლის დროს ლიდერის დაკარგვას დადებითად შეხვდე და სამყაროში შექნილ სიტუაციაზე საუბრობდე. აქ ზოგიერთი განაწყენებულია უარყოფითი დამოკიდებულებით,დაუფასებლობას ეძახის ამას,მარა ეს ხალხი ზოგადად უცოდინარია და ჭკუა არ მოეთხოება.აბა,რა გინდოდათ,ვიღაც ჭ კლასის ფეხბურთელივით დაეკიდებინათ და დიპლომატიურად გამოეხატათ რეაქცია?აი ისე,თითქოს რო გაინტერესებს და სინამვილეში რო გკიდია რეაქცია? თვითონ კვარას გადაწყვეტილება პსჟში წასვლაზე არის ცუდი,თორე ნაპოლი ზაფხულშივე უნდა დაეტოვებინა.თუ ვინმეს ხალიფა ლაურენტისზე კაი ტიპი გონია,მბაპეს კითხოს ეს ამბავი,არ დაზარდება და მოუყვება. ჯერ კიდევ როდის სურდა რეალში წასვლა,არ უშვებდა ცოცხალი თავით და ლამის მთელი საფრანგეთის მთავრობა ჩარია ამ საქმეში. ხვიჩას შემთხვევაში როგორ იქნება ნეტა,სალიტას დაავალებს მის დარწმუნებას დარჩენაზე თუ გორჯესტანს? ნუ თავისი საქმის თვითონ იცის,სიხარბე არის თუ რაც არის,თავისი არჩევანი და თავისი გადაწყვეტილება. პატივს ვცემ,თუმცა არ ვუქომაგებ პსჟს არასოდეს. როგორც ფეხბურთის ფანი შეუძლებელია ქომაგობდე ამ გუნდს,თუ ეს ასეა,მაშინ შენ ფეხბურთის მტერი ხარ. პსჟ 222 მილიონმა გამოიწვია ინფლაცია ფეხბურთში და ჭ კლასის ფეხბურთელები 100 მილიონი ღირს უკვე.ზოგადი ინფლაციური დონე სამყაროში არ არის დიდი,ამიტომ ფეხბურთი გაფუჭდა მსგავსი თანხების გადახდით. მხოლოდ სამი ფეხბურთელი ვიცი 21 საუკუნეში,რომელშიც შეიძლებოდა 200+ გადახდა,ესენი არიან მესი,რონალდო ნაზარიო და რონალდინიო. სხვა არცერთი ფეხბურთელი 100 მილიონიც კი არ ღირს.დიახ,არც კვარა ღირს 70 მილიონი და არც პოგბა ღირდა 105 მილიონი.

• მირო

ოღონდ დააღწიოს რამენაირად თავი ლაურენტისის კლანჭებს და ნებისმიერი გუნდი მოსულა,ყველგან მიხედავს თავს,არ დაიკარგება.რაღაც იგვიანებს ინფორმაცია პსჟ-ში ჩარიცხვაზე და რამე ფეხი არ დაუდოს იმ წუწურაქმა ბოლო მომენტში.

• სოსო

"მარადონა 40 წლის შემდეგ რომ დაბადებულიყო,ის მარადონა არ იქნებოდა,რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთები,რომლებსაც შეუძლიათ სულში ჩაგაფურთხონ."კვარა" ფეხბურთში რგორც ყვავილი ძალიან ადრე და ხმაურიანად გაიფურჩქნა,სადაც მარადონებს არ შეუძლიათ არსებობა.უბრალოდ არ შეუძლიათ." როდესაც ხორცს მოსახარშად დადგავ,დუღილს რომ მიუახლოვდება,ქაფი იწყებს ამოსვლას.ქაფი ჯერ ძალიან ჭუჭყიანია,რომელსაც ხდიან,კიდევ ხდიან და კიდევხდიან.ქაფი თანდათან სუფთავდება და ბოლოს მთლიანად რომ მოხდი,ბულიონიც სუფთაა და ხორციც გემრიელი. ჩემი პოსტის პირველი აბზაცი,იტალიელი გულშემატკივარის მიერ ხვიჩას და მის გარშემო შექმნილი საფეხბურთო გარემოს შეფასებაა,საქართველოს იტალიაზე მეტადაც კი რომ მოიცავს.მეორე აბზაცი უკვე გულშემატკივრების რეაქციების ჩემეული შეფასებაა.სანამ კვარას წასვლა არ წასვლის საკითხი გადაუჭრელი იყო,უამრავი ჭუჭყი და სიბინძურე აფრქვიეს აქაც და იტალიაშიც,მრავალმა რბილად ვიტყვი,ტვინაღრძობმა ვითომ გულშემატკივარმა.ხორცი,ანუ კონტრაქტი უკვე მზადაა და ქაფიც გაქრა.ახლა კვე კვარას ჭეშმარიტი დამფასებლების პოსტებიც გამოჩნდა,მისი მნიშვნელობა კარგად რომ ესმით,მის საქმეში მტყუან მართალიც და რომელთა ხმაც,იმ ტვინნაღრძობთა წიოკში იკარგებოდა.არავინ იცის,ბედი რას უმზადებს,მაგრამ ამ კონტრაქტით,ის მაინც ცხადია,რომ კვარა თავისუფლად ამოისუნთქებს და ყველას გვჯერა,რომ მას ჯერ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვება ელის.როგორც ნაპოლიში,კლუბის მფლობელები ექცეოდნენ,დღეიდან ასე ვეღარავინ მოეპყრობა.

რას გაღუნავენ,რაც არ გაქვს?ის თუ ჭ კლასია,შენ რომ ასკარიდა ჭიაზე მეტს ვერ ქაჩავ,შენ რა დაგარქვათ,მახვილა?შენი ადგილი იქ არის,სადაც ისინი ცხოვრობენ!

• DD

მავანნი, მართლა რეებს წერთ! ძიძგილაობამ და ლანძღვა- გინებამ სანამდე მიგვიყვანა ნუთუ ვერ ვამჩნევთ! სამწუხაროა!!!

• 555 ს

რა შესაფერისი ნიკი გაქვს. ადმინს მივმართავ რატომ უშვებ დეზინფორმაციულ პროვოკაციულ კომენტარს? კვარაცხელიას გვარს ამახინჯებს ეს არსება შეგნებულად და ადმინი არ იმჩნევს და მაინც უშვებს კომენტარს. სანამ ხვიჩა არ გიჩივლებთ გვარის დამახინჯებაზე, იქნებ წაიკითხოთ და ისე გაუშვათ კომენტარები

• dato

რანაირი ადამიანი ხარ

• 11

იმინა ის ქალია მთავარზე რო ლაპარაკობდა სისულელეებს ნაპოლიში რო გადავიდა კვარა მაშინ( გამოდი გიცანით))))))))))))))))

• Broski

კიიი ქართველები სულ ეგრე იქცევიან რა არის ასეთი ვერ გავიგე

• L.J .

Dzalian bandzi,bogma chorikana kaci xar :)

• 555-ს

გასკდი პ----ზე, როდის იყო ჭ კლასის გუნდები 11 მლ -ს უხდიდნენ ფეხბურთელს.დდდდ

• მდააა!!!

რა სამწუხარო ხარ.

• 555 ს

იტალიელებზე ბრაზობ რომ აქებენ)))რა ცოდო ხარ ნეტავ ხვდებოდე

• რეი

იდიოტი ნაძირალა და პიტალო ხარ

ჰაჰაჰაჰააააააა...შენ გაიხარე, რამდენი მაცინე...კომპეტენტურო შენა!

• 555

ეხლა ტვინს გაღუნავენ იმ ქოც კვარაცხელოვზე ლაპარაკით დიდი ამბავი რაა თუ სადღაც ჭ ლიგის გუნდში გადავიდა

• ქართველი

მემგონი ზედმეტი მოგდით ამ ადამიანის ქებით.

• გიგო პაპა

თურმე ჩაცმაც ამათ უსწავლებიათ ხვიჩასთვის. აი ეს იცის მომვლელებად მუშაობამ, არ გვიყურებენ ტოლ-სწორად. უყურონ ეხლა ლუკაკუს ძუნძულს, არ იყვნენ ეგენი ხვიჩას ღირსნი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა