ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ "ეკიპი" იტყობინება.

ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. "კვარა" პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს "რეიმსსთან" საშინაო მატჩში შედგება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.

სოსო
სენ ჟერმენი,პარიზის ერთერთი საცხოვრებელი კვარტალის სახელია.ის პოსტიც ვნახე,სადაც კითხვის სახით,ვიღაცა ავანტიურისტ გრაფს უკავშირებთ მის სახელს,მაგრამ რამდენადაც ვიცი,საფრანგეთში აზნაურებს,სახელის შემდეგ,სადაურობა ეწერათ ხოლმე და ჩამოთვლილია მათი სამფლობელო მამულების სახელები.მაგალითად ორლეანელი ჰერცოგი,ანჟუს ჰერცოგი,ან სამ მუშკეტერში,დარტანიანი,პორთოსს მიმართავდა როგორც დე პიერფონს და ასე შემდეგ.
გულშემატკივარი
უდავოდ ისტორიული და ყველაზე დიდი ტრანსფერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში - როგორც შემდგარი ფეხბურთელი, ვარსკვლავის სტატუსით და დიდი სახელით 70 მილიონად გადადის გრანდში (ფულების თვლა მანკიერი თვისებაა მაგრამ მაინც) სადაც დიდი მოლოდინით და აღფრთოვანებით ეგებებიან. მთელი მსოფლიოს პრესა და მასმედია აშუქებს მოვლენას. არა როგორც უმნიშვნელო მოვლენას, ზოგი მეორე-მესამე ხარისხოვანი ფეხბურთელები რომ გადადიან გუნდში და ვერავინ რო ვერ იგებს არავის აინტერესებს. ხალხო, ძალიან დიდი პატივია ეს ჩვენთვის და გავიაზროთ, (იმის გათვალისწინებით თუ რა მორალურ საზოგადოებრივი განვითარების დონეზე იმყოფება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დღეს სამწუხაროდ), ქვეყანა ხალხი ცოტა ჭკვიანად მოვიქცეთ და შესაფერისად მოვიქცეთ, მსოფლიო გვიყურებს უკვე და თავი არ შევირცხვინოთ. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, აბა ყოჩაღად! მადლობთ ყურადღებისთვის.
+ რიგითი ქართველი გულშემატკივარი.
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს ნამდვილად დიდ ევროპულ ფეხბურთში შებიჯებას, მსოფლიო ასპარეზზე გასვლას ნამდვილ გრანდში და უმაღლეს დონეზე ასპარეზობას. შეეწეოდეს მას ღმერთი და ყველა სალოცავები საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად. არ მოაკლდეს მას ძალა, მხნეობა და სიმტკიცე, უმაღლესი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე ბრძოლებში გასამარჯვებლად. წინ გამარჯვებისკენ, ღვთის სადიდებლად და მრავალტანჯული მშობელი ერის გასახარებლად. ამინ
Gogi
წარმატებები ხვიჩას! იმედია ამჯერად მაინც კონტრაქტი ისეა გაკეთებული რომ მომავალში სხვა უფრო დიდ კლუბში გადასვლის შემთხვევაში პრობლემები არ შეექმნება.
აბა, შენ იცი!
ხვიჩა! გილოცავთ, შენი ოცნების გუნდში, ფერმერების გუნდში გადასვლას!
ნოდო
მე ისიც რომ ყოველდღე არასაჭირო ჭორების მილიონი პოსტი აღარ შემხვდება რომლებშიც იკარგებოდა სხვა ქართველებზე ამბები ეგეც ძალიან მიხარია მიუხედავად იმისა რო ოფიციალურია ყველაზე მთავარი ვინმე სახელ ხვიჩას თუ იტყოდა ეგრევე პოსტი კიდე ერთი კვირა ამას რა გაუძლებდა არ ვიცი მადლობა ღმერთო რო ეს საგა დაასრულე მალე
ალექს
იმედია ლიგა დაიდება უახლოეს წლებში! წარმატებები ხვიჩას!
უფროსი ნაჩალნიკი
გილოცავთ! ძალიან კარგი ამბავია. ყველა ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს უხარია ხვიჩას წარმატება!
მკითხველი
სენ ჟერმენი წმინდა გერმანეს ნიშნავს ფრანგულად და სწორედ ამ წმინდანის სახელის მატარებელი გუნდია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესიაც აღიარებს მე5-6 საუკენეებში მოღვაწეობდა.
100%
გენაცვალე !!!
დავით 67
ე.ი გამოდის რომ იმ აფერისტ გრაფ სენ-ჟერმენის სახელი ქალაქსაც დაურქმევიათ)
ქართველი
უდაოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი შედგა. ამ პატარა ბიჭმა რამდენს მიაღწია, ვისაც არგიხარიათ მისი წარმატება გისამძიმრებთ. მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნიშნავს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს
ქუთაისი
ბატონ დავითს და მათ, ვისაც აინტერესებს,თუ საიდან მოდის სახელი პარი სენ ჟერმენი...ეს კლუბი დაარსდა 1970 წელს პატარა ქალაქ სენ ჟერმენში, რომელიც მდებარეობს პარიზთან ახლოს.
ქუთაისი
გაიხარე ხვიჩა და გაგვახარე ჩვენც!
რომან ბეჟანიძე
რაც შეიძლება მეტი ბურთი გაგეტანოს ძმაო. ღმერთი შენსკენ
გიორგი
მსგავს ისტორიას ძალიან დიდი ხანი ვერავინ ვერ დაწერს ქართველი ფეხბურთელებიდან! ყავდეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი მიუღწეველი ამბავია! ცალკე თემაა კვარაცხელიას ეფექტი: ხვიჩამ ახალი სიცოცხლე შესძინა ჩვენს ფეხბურთს, დააბრუნა ინტერესი გულშემატკივარში, ქართველ ფეხბურთელებზე გაზარდა მოთხოვნა, გაზარდა ქვეყნის ცნობადობა და ქართული ენით თუ კულტურით დააინტერესა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში!.წარმატებები მაგარო კაცო, წინ ახალი გამოწვევებია!
ზაზა გ.
აბა შენ იცი ხვიჩა, ბევრჯერ გაგვახე როგორც კლუბში ისე ნაკრებში, კაი ბიჭი ხარ❤️
დავით 67
ვულოცავ ხვიჩას! როგორც იქნა დააღწია თავი უმადურ ნაპოლის ხელმძღვანელობას. ნეაპოლში სიგიჟემდე უყვართ ფეხბურთი,გულშემატკივარიც ემოციურად ქომაგობს გუნდს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა ხვიჩას. ერთი კითხვა მაქვს ამ ფრანგულ გრანდს რატომ ჰქვია პარი სენ ჟერმენი.? სენ ჟერმენი იყო გრაფი აფერისტი და მამაძაღლი, რომელიც ლუდოვიკო მე-15-ს ემსახურებოდა მე-18 საუკუნეში. ინფორმაცია ვერ მოვიძიე ამ გუნდის სახელის შესახებ.იქნებ ვინმემ იცის.
დიმო
გრანდში გადავიდა ნამდვილი ვარსკვლავი და ის ქართველია! ღმერთო მადლობა,მამარდაშვილის პირველი ნომრობაც მალე მანახე ლივერპულში! ხვიჩა ქუგალე!!!
ქართველი
წარმატებული კარიერა PSG-ში კაცურ კაცს!
Forza
კარგი ამბები ის არის რომ 1) პსჟ გრანდია, ნამდვილად გრანდი და დიდი გუნდია ნაპოლისთან შედარებით. 2) ჩელსი არაა. 3) ჩემპიონთა ლიგაზე ყოცელ წელს ითამაშებს ფაქტიურად და ნაპოლივით სეზონი არ ჩაუვარდება. შედარებით დიდ გამოცდილებას მიიღებს და ახალ დონეზე ავა, უკეთესი ლიგებისთვის უფრო კარგად მოემზადება.
სოსო
კაბალა დამთავრდა!ვულოცავ კვარას და მჯერა,ახალ კონტრაქტში,მისი ინტერესები დაკმაყოფილებული იქნება და შემდგომი კარიერაც წარმატებული ექნება!პსჟ ის გუნდია,რომელსაც თვითონაც აქვს შანსები,დიდი წარმატებების მისაღწევად და დიდ გუნდებში გადასასვლელ ტრამპლინადაც შეიძლება გამოიყენო. ზოგიერთი რომ წერს,სჯობდა ზაფხულამდე დარჩენილიყოვო,ნაპოლიში.ზაფხულამდე დარჩენილ 5 თვეში,4,5 მილიონი უნდა აიღოს ხელფასის სახით და ეს ნაპოლიში სამი წლის ხელფასის ტოლია!ჩემპიონიც გახდება და ლიგაზეც ითამაშებს.დაფასება და პატივისცემაც ექნება,ნაპოლისაგან განსხვავებით და რატომღა დაეწყვიტა საკუთარი ნერვები?!
ემიგრანტი
წარმატებები კვარა ❤️
ქომაგი
გილოცავ ხვიჩა! წარმატებული კარიერა პსჟში!
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა