ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე მოიგეს - რა ვნახეთ ახალ და ძველ გუნდში და სად ითამაშებს "კვარა"?

პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე მოიგეს - რა ვნახეთ ახალ და ძველ გუნდში და სად ითამაშებს "კვარა"?

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს წევრი გახდა, ამ გუნდის მატჩს ამის შემდეგ პირველად ვუყურეთ და ინტერესი განსაკუთრებული იყო. პარიზული კლუბი უკვე ახლო ხედით ვნახეთ და ის კონტურებიც გამოვკვეთეთ, "კვარას" რა შეიძლება დაევალოს და რომელ პოზიციაზე ვიხილოთ. ამავდროულად, ჩვენებური "ნაპოლიდან" ახლახან წამოვიდა და ამ გუნდის შეხვედრების მიმართ ინტერესი ერთბაშად არსად გაქრებოდა, თანაც წმინდა საფეხბურთო კუთხითაც საინტერესო იყო, მთავარი მწვრთნელი კონტე რას შემოგვთავაზებდა.

პსჟ

აქამდე პარიზელთა თამაშში მარჯვენა ფლანგსა და ჰაკიმი-დემბელეს დუეტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, "ლანსთან" დაპირისპირებას კი ორივე ეს ფეხბურთელი ტოვებდა. ლუის ენრიკემ ამის დაბალანსება ტაქტიკური სქემით სცადა და 3 მცველით ითამაშა. უკანა ხაზში ბერალდო, პაჩო და ლუკას ერნანდესი იყვნენ, რომელიც ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმაში ნამდვილად არაა და განცდა რჩება, ფრანგმა საუკეთესო წლები "ატლეტიკოსა" და "ბაიერნში" უკან მოიტოვა. როცა მარკინიოსი დაბრუნდება, ის ადგილს სასტარტოშიც დაიბრუნებს, მასთან წყვილში თამაშის ყველაზე დიდი შანსი კი ეკვადორელ პაჩოს აქვს.

პარიზელთა მოწინააღმდეგეებმა თამაში აქტიური, მაღალი პრესინგით დაიწყეს და თავდაპირველად ენრიკეს გუნდს ბურთის დაცვიდან ამოტანა და მატჩის კონტროლი უჭირდა. შემდეგ პსჟ-მა ამას მიაღწია და სრულ უპირატესობას დაეუფლა. ტაიმის დასკვნითი ნაწილი "ლანსის" იყო და მ'ბალა ნზოლამ, წინა წლებში სერია "ა"-ში რომ გვახსოვს, მეორე ცდაზე გაიტანა. მასპინძელთა 32 წლის ბელგიელი დამრიგებელი სტილი, რომელიც თვითნასწავლ სპეციალიტად მიიჩნევა, თამაშს ეპიზოდებად კარგად ჰყოფა და პარიზელთა უპირატეაობების განეიტრალებაზე ფიქრობდა.

კვარაცხელიას გუნდის ნახევარდაცვაში კანგ-ინი ლის თამაშს გამოვარჩევთ. სამხრეთკორეელი უბრალოდ ყველგანაა, ძალიან ბევრს მოძრაობს, დაუღალავია, დაცვასაც ეხმარება, ფლანგზეც შენიშნავთ და პერიოდულად ფორვარდის ფუნქციებსაც ითავსებს. ასე ჩანს, პსჟ ამ ბიჭის გარეშე წარმოუდგენელია.

ისე კი, ლუის ენრიკეს ტაქტიკაში ზოგჯერ ყველაზე წინ მარცხენაფლანგელი ნუნუ მენდეშიც კი ვნახეთ. როცა გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე გამოდის, ესპანელი მწვრთნელი ცდილობს, შემტევებმა ადგილები გაცვალონ, მაგრამ ისიც გამოჩნდა, ვინ რომელ პოზიციაზეა უკეთესი. ყველაზე აქტუალური ახლა მარცხენა გარემარბისა და ხვიჩას საკითხია. დემბელეს არყოფნაში ბარკოლა პირველ ტაიმში მარჯვნიდან უტევდა, მაგრამ მეორეში აშკარად გამოჩნდა, მარცხენა ფლანგიდან უკეთ რომ მოქმედებს და მარჯვენა ფეხით მშვენიერი გოლიც გაიტანა. ყველაზე დიდი ალბათობა მაინც იმისაა, კვარაცხელიამა და ბარკოლამ პოზიციები გაცვალონ - ერთი როცა შეტევაში ყველაზე წინ იქნება, მეორემ ფლანგიდან იაქტიუროს. "კვარას" თავისუფლება შეზღუდული თუ არ აქვს, ის პროდუქტიულია, არაერთხელ მარჯვნივ გადმოსულიც გვინახავს, ნაკრებში კი ფორვარდის პოზიციაზეა, მაგრამ ენრიკეს დავალებასთან მოსარგებად მას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც "ლანსთან" დავინახეთ, პორტუგალიელი ფორვარდის, რამოშის შემოსვლის შემდეგ, პარიზელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, გონსალო კარგად ახერხებდა, ყურადღება მიექცია, ემოძრავა და ამით გუნდს ფლანგებიდან მეტი გზა გახსნოდა. ასევე, რა თქმა უნდა, საჯარიმოში ტემპერატურამ "მოიმატა", გამოკვეთილ თავდამსხმელს თავისი უპირატესობები გააჩნია, 19 წლის დუეს კი სხვა დადებითი მხარეები აქვს.

ჩვენ ლი შევაქეთ, ისე კი პსჟ-ს შუახაზში ამის ღირსი სხვებიც არიან. მაგალითად, 20 წლის პორტუგალიელი ჟოაო ნევეში, ცოტა დროში მაგარი საგოლე პასის გაკეთება რომ მოასწრო. მისი შემოსვლის შემდეგ ემერიმ სქემაც შეცვალა. რაც შეეხება 18 წლის უორენ ზაირე-ემერის(მე-100 მატჩი გუნდში), რომელსაც პერსპექტივები და სატრანსფერო ფასი ნამდვილად არ დაეწუნება, მან მეორე ტაიმში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა, ბურთი ნახევარდაცვასა და შეტევას შორის სწრაფად დააკავშირა, სასიამოვნოდ თამაშობს.

ყოფილი "ნაპოლელის", ფაბიან რუიზის შესაძლებლობები ესპანეთის ნაკრებიდანაც კარგად ვიცით, ვიტინიას კი უფრო "შავი სამუშაოს" შესრულება ევალება.

სამწუხაროა, რომ ერთ დროს მადრიდის "რეალში" გამორჩეული, 28 წლის ასენსიო, ღრმა თადარიგის ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ის არც გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.

საბოლოოდ, პსჟ ერთ დროს ვარსკვლავებზე "ამდევნებელ" კლუბად თუ მიიჩნეოდა, ახლა აქ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელთაც კარიერის გაგრძელება შემდეგ სხვაგან წარმოუდგენიათ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც თქვა, რომ მისი მიზანი კლუბისას ემთხვევა და რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს!..

ნაპოლი

ჩვენ ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემა თუ წარმატებისკენ მისასვლელი გზები გაგვიწუნებია, მაგრამ მის უნარებს, შეკრული და საჩემპიონო გუნდი შექმნას მაშინაც, როცა ამას არავინ ელის, სულ ვაღიარებთ. ამ გზაზე ზოგჯერ მას ინდივიდუალისტები იქნებ სულაც არ ხიბლავს, ვისაც საკუთარ თარგზე კარგად ვერ მოჭრის.

ნეაპოლელებმა პირველ წრეში "ატალანტასთან" მწარედ წააგეს, ახლა გუნდიდან ლიდერი კვარაცხელია წავიდა და ამ ფაქტორებით კონტემ გუნდი კარგად რომ დამუხტა, მატჩის შემდეგი პრესკონფერენციიდანაც იგრძნობოდა - "გუნდი გაიზარდა. სატრანსფერო ბაზრის სიტუაციებთან გამკლავებაც გვიწევა, რომელსაც ხარის მოკვლაც შეუძლია, მაგრამ ფეხზე მყარად ვდგავართ. მადლობა ბიჭებს, როცა ბაზაზე მივდივარ ბედნიერი ვარ."

როცა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშობდა, რამდენიმე შეხვედრაში მაშინაც შეგვინიშნავს ის გარემოება, როცა ჩვენებური მინდორზე არ იყო, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიდნენ, რითაც გუნდს კონტრშეტევებზე შედეგებს იღებდა. "ატალანტასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, პოლიტანოს გოლი რომ განვიხილოთ, ამ ზონაში "კვარას" ირგვლივ იმდენი მოწინააღმდეგე ტრიალებდა, შეუძლებელი იყო, ამხელა სივრცე ეპოვნა. ნერეშსაც ჯერ არ დაუმსახურებია, რამდენიმე მეურვე ჰყავდეს.

ჯაკომო რასპადორის ნათქვამი, გამარჯვების ვიდეო "კვარას" გავუგზავნოთო, ძალიან ცუდი კონტექსტით მივიღეთ - ხვიჩა სხვისი წარმატება არ ეწყინება, მითუმეტეს, ამაში საკუთარი დიდი წვლილი აქვს შეტანილი...

ნეაპოლელებს გაუჭირდებათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კი მაინც "ინტერი" იქნება!..

• C

ვინმემ მიწერეთ რა ლიგა 1ის მესვეურებს, ამდენ მჯლიონს იხდიან კლუბები ფეხბურთელებში და 1 ნათურაც დაამატონ ამის დედაც ვატირე, რა ჩაბნელებულ მოედნებზე თამაშობენ. სანახაობრივადაც მოიგებს და მეტი ხალხი შეხედავს :) ნახეთ იტალიაშიც, ინგლუსშიც დღე გეგონება , ისეა განათებული ყველაფერი. მერე კამერა ცოტა მიაახლოვეთ თქო ოპერატორებს მისწერეთ, საიდან იღებენ მთვარიდან? ამიტომ მენანება ერთადერთი იტალიიდან წამოსვლა, რომ საყურებლად მაგარი უმუღამობაა იმასთან შედარებით. იქ რეჟისორები და ოპერატორები უმაღლესი კლასია

• zura222

აი ამ შენი ნაბოდვარითაც კარგად ჩანს ვინ ხართ ნაცები ანუ ის 10% რომლებიც სულ კვარაზე იყავით ხართ და იქნებით დაბოღმილები @ დიახაც 90% ბოღმაზე კი არ ვსკდებით გვინდა რომ იმ უმადურმა ღორებმა ხვიჩას გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწიონ ! ეხლა შენ და შენნაირები კი დიდი იმედით და ჯერჯერობით დამალული ბოღმით ელოდებით რომ ხვიჩა პსჟ-ს ვერ მოერგება და მერე დაიწყებთ იმ დამალული ბოღმის გადმონთხევას @@

• დავითბეგ 67-ს

სიმართლე გითხრა, მეზარება დეტალურად აგიხსნა შენი არასწორი ხედვები. დიდი ხანია ამ საიტიდან გიცნობ და ვიცი, რომ აზრი არ აქვს რაიმეს ახსნას. შენი ნახევრად განათლებულობაც ნათელია ჩემთვის, შენივე აქაური კომენტარებით. :) ქართველი გულშემატკივრების 90%-ს ბოღმას უწოდებ და გაკვირვებული კითხულობ, რაში არ მეთანხმებით, რას ვწერ ცუდსო? კი დავწერდი რასაც ვფიქრობ შენზე, მაგრამ მერე არ გამოაქვეყნებს საიტი. :) შეგიძლია საკუთარი შეზღუდული ფანტაზია დაძაბო და ჩემი წარმოდგენა შენს პერსონაზე ნათელი იქნება. შენთვის ძალიან რთულად გასაგებად ხომ არ ვწერ? :)

• დავით 67

მოპასუხეს. რა ვთქვი არასწორი? წაიკითხე კომენტარები და მიხვდები ( შეიძლება ვერც მიხვდე). ოცნების მხარდამჭერი კი არა საკუთარი ოჯახის მხარდამჭერი იყავი. ასე სჯობია! პროტეზი არ მჭირდება.

• დავითბეგ 67-ს

შენ რომ ექსკლუზიური სისულელე არ დაწერო და თან ოცნების მხარდამჭერებს არ უკბინო შენი პროთეზით, ისე ხომ არ შეგიძლია. :))

• დავით 67

ე.ი ნაპოლის არ აქვს ჩავარდნა და აღიარებ რომ ნაპოლი ძლიერია. იუვესაც თუ მოუგეს მერე ინტერზე გადაერთვები?

• დავით 67

ნაპოლის გამარჯვებით ბოღმაზე სკდება ქართველი გულშემატკივარების 90% ,იქით ნეაპოლელთა ქომაგები იქადნებიან ხვიჩას გარეშე მოვუგეთ უშუალო კონკურენტსო. მაისში ალბათ გლოვის დღე ექნებათ თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდა. იმ ხალხის 90% ვგულისხმობ. გახდეს თუნდაც ჩემპიონი,რას სკდებით შურით ამით ხვიჩას არაფერი აკლდება. ოსიმენიც რომ წავიდა სხვანაირად ლაპარაკობდით, არ ყოფილა გუნდის ლიდერიო, ხვიჩას გარეშეო. ხომ ხედავთ არ მართლდება თქვენი პროგნოზები. დამშვიდდით და პსჟ-ს თამაშებზე გააკეთეთ კონცენტრირება. ბოღმითა და შურით რა შედეგებსაც მიაღწია ქვეყანამ ყველა ვხედავთ. ნუ იქნებით მთავრობის პაიკები რომლებიც ლაზიერად ვერასოდეს გადაიქცევიან. ამას იმიტომ ვამბობ რომ ესეთი ბოროტული დამოკიდებულება სწორედ რომ ამ მთავრობის შემოგდებულია.

• რონი

განარჩოზე როარის ნაპოლი ჩაციკლული. საინტერესოა სად აყენებს? ლუკაკუს ადგილას გამორუცხულია.. პოლიტანოს ადგილზეც არა იმიტომ რომ მთელ ფლანგზე დარბის პოლიტანო და განარჩოს მეტი საქმე არ აქვს ცხენივით წინ და უკან ირბინოს... რჩება ნერეში.. ))) კვარაზე მაგარი იქნება ნერეშიო ეგ გვიშველისო და 50 მილიონს გარანჩოში იმიტომ იხდიან რომ ნერეში ამოაგდონ სასტავიდან? )))

• Geo

ნაპოლიმ მოიგო იმიტომ რომ , ატალანტას ჩავარდნა აქ.. იუვე ანახებს სადაა ნაპოლის დონე, 3-მე ადგილი თუ გაუმართლა ნაპოლის ! ხვიჩა და პსჟ- ვფიქრობ ლიგა ჩემპიონებისთვის გააკეთა ეს- გისურვებ გამარჯვებას.. აქვს შანსი!

• ჯეჯე

საინტერესოა. რასპადორი, თავისი რადიოზე დაყენებული თმებით, ეგეთი ბოღმა არ მეგონა. მაგის მოკლე ჭკუით, ხვიჩას ნაპოლის წარმატება ეწყინება? მოკლედ, ,,კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების".

• ადამიანი

მართალია ოჯახი და ფულის თემაც პრობლემა შეიქმნა ოჯახში და მოთხოვნები...

• ადამიანი

მართალია ოჯახი და ფულის თემაც პრობლემა შეიქმნა ოჯახში და მოთხოვნები...

• ჰკა ხვიჩა, ჰკა!

აგერ დაგვახტეს რასპადორიც და მთელი ნეაპოლიც! ხვიჩა იყოს კარგად. ეხლა ნახავენ ხვიჩას ნამდვილ ძალას! მოვიდა გოლების წვიმააააა!

• მალხაზ ჯობავა

ნაპოლი რო გახდეს ჩემპიონი რა უნდა ვქნათ და უნდა გავიხაროთ, რადგან ხვიჩას აქვს იმდენი ნათამაშევი ამ სეზონე რომ, ხვიჩა ნაპოლის ორგზის ჩემპიონი იქნება!

• ამაშია საქმე

რა თქმა უნდა ხვიჩა ნერეშზე უფრო ტალანტია და მის წინააღმდეგ მოწინააღმდეგე გუნდები უფრო მჭიდრო დაცვას იყენებდნენ მაგრამ მთავარი პრობლემა ჩემი აზრით მის დაოჯახებას ვუკავშირებ სადაც ყველაფერი კარგად არის.ამიტომ უკვე დროა დაიბრუნოს ძველი ბრწყინვალება რათა ქართველებმა უკვე პარიზში ვიფრინოთ მის საგულშემატკივროთ.

• ბადრის

და რა მერე გახდეს, რა უნდა ვქნათ? ხვიჩამ თავისი შესაძლებლობები პსჟ-ში უნდა აჩვენოს და ნაპოლი რას იზამს რა ჩვენი საქმეა, ნაპოლი ხვიჩამდეც იყო და ხვიჩას მერეც იქნება.

• ბადრი

ნაპოლი რომ ჩემპიონი გახდეს ხვიჩას გარეშე მერე რა ვქნათ ა? ლიდერ გუნდს მოუგეს საკუთარ მოედანზე, ეს რაღაცაზე მიუთითებს.

• zviadi

არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ენრიკე დაალაგებს როგორმე ჩვენს ჩაურევლად :)

• Davit

არ მგონია ცუდად ეთქვა რასპადორის, ძაან შევდექით))

• bs

ვერაფერი კარგი, ანუ საჩვენო ვერ ვნახეთ ვერცერთ თამაშში. ნაპოლიმ მოუგო უშუალო კონკურენტ ატალანტას, ძალიან ძლიერ გუნდს მისსავე მოედანზე, ხვიჩას გარეშე. მის აწ უკვე ყოფილ კონკურენტ ნერეშს ძალიან კარგი თამაში ქონდა. ნაპოლი ხვიჩას გარეშე სერია-ას ერთპიროვნული ლიდერი გახდა. პსჟ მოიგო ბარკოლას წინამძღოლობით, რომელმაც გოლიც გაიატანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. იმ ბარკოლასი რომელიც ხვიჩას უმთავრეს კონკურენტად განიხილებოდა. მოკლედ რაც არ უნდა მწვრთნელების ტაქტიკებით და ა.შ. სოფისტურ მსჯელობობზე დაყრდნობით ვიძახოთ რომ ხვიჩა ორივე გუნდისათვის მთავარი და გადამწყვეტიაო სტატისტიკა და ფაქტები ამ ეტაპზე სხვა რამეზე მეტყველებს. მოკლედ არ არი ეგრე ჩვენ რომ გვინდა. იმედია ყველაფერი კარგად ექნება ჩვენ ბიჭს და კონტეს ნაპოლის საბოლოოდ ჩაიხევენ ინტერი და ატალანტა, ხოლო ხვიჩა პსჟ ლიდერი გახდება. წარმატებები ხვიჩას ახლა გუნდში!

• Touter

რასპადორი ბო----ზი.დდდ

• გიორგი

საუკეთესო ანალიზია მასე ფროზინეზეც კი მოიგებდა პოლიტანომ მეტოქის საჯარიმოში თავისუფლად მიიღო ბურთი ისე გადაგზავნა კარში დამკვივრებელიც კი არყავდა მეტოქის მხრიდან ნერეში სულ ერთიერთზე რჩებოდა მეტოქესან როცა კვარას სამი მცველი მუდმივათ ფეხზე აჯდა.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს