ჩემპიონთა ლიგა, რომელიც განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება, ლიგის ფაზის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ბოლო ორ ტურს გარკვეული მოცემულობების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

პირდპაირ საუკეთესო 16-ში გასვლას ვინღა ჩივის, 24 მონაწილეს შორის მოხვედრა ისეთ გუნდებს უჭირთ, როგორებიც "მანჩესტერ სიტი" და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ (ამ ეტაპზე, საპლეიოფო ზონის მიღმაა) არიან. სამწუხაროდ, "კვარა" პლეი-ოფამდე განაცხადში ვერ იქნება. იმედია, პარიზელებს ფინალის გზაზე ვიხილავთ და ლიგის მოგების შანსი ბოლომდე ექნება.

კვარაცხელია კარგ ხასიათზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს და ლიგაზე ვერ ითამაშებს

ჩვენი მთავარი ინტერესი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქისკენაა, სადაც მასპინძლები ბოლო დროს ფორმაში შესულ "სიტის" დაუხვდებიან - "პარკ-დე-პრენსზე"(48 229), დღეს, 22 იანვარს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა, "ქალაქელების" უპირატესობით. ორივე გუნდს დასკვნითი დაპირისპირების იმედი უფრო ექნება - პსჟს "შტუტგარტთან", გვარდიოლას ბიჭებს - "ბრიუგესთან." პარიზელებს ლიგის ფაზის ეტაპზე სხვებზე მეტად არ გაუმართლათ - "ბაიერნი", "არსენალი", "ატლეტიკო", ახლა უკვე "სიტიც", მაგრამ გრანდებთან ყველა მარცხი მაინც დიდი იმედგაცრუებაა. ლუის ენრიკეს გუნდმა "ჟირონასა" და "ზალცბურგს" აჯობა, თუმცა ვერც პსვ-ს დამარცხება მოახერხა. რაც შეეხება "სიტის", 8 ქულის მოპოვებაში მთავარი "დახმარება" "სპარტამა" და "სლოვანმა" გაუწიეს, "ფეიენოორდს" ვერ მოუგეს, "ინტერთან" ფრეს გამორჩნენ, "იუვენტუსთან" წააგეს, აი, დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ამორიმის "სპორტინგთან" კი განადგურდნენ - 1:4.

ამ გუნდების ბოლო მატჩში მბაპემ გაიტანა, პსჟ-მ მაინც წააგო...

ამ გუნდებს შორის ჩატარებული 7 შეხვედრიდან პარიზელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს (ორი ფრე). რაც შეეხება ლუის ენრიკეს, პსჟ-ს თავკაცმა პეპ გვარდიოლასთან 5 დუელისან მხოლოდ ორში წააგო. მხოლოდ ენრიკემ და იურგენ კლოპმა შეძლეს, გვარდიოლას გუნდი სამი და მეტი გოლით ერთზე მეტჯერ დაემარცხებინათ.

შიდა ჩემპიონატში პარიზელების გამარჯვება ეჭვს არ იწვევს(9-ქულიანი უპირატესობა მარსელთან), მანჩესტერელებს კი ბრძოლა გაუჭირდებათ(ლივერპულს 12 ქულით ჩამორჩებიან), რის გამოც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნორში წინსვლას მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ.

სატურნირო ცხრილი

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ენრიკემ კვარაცხელიაზე მაინც ისაუბრა, მისი მაღალი კლასი და დაცვაში პროდუქტიულობა აღნიშნა.

თუ ჩვენ კვარაცხელიას უთამაშებლობა გვადარდებს, "სიტიმ" ამ ეტაპზე უზბეკი ხუსანოვი და ეგვიპტელი მარმუში (აინტრახტში შეუჩერებელი იყო) ვერ დაარეგისტრირა. როდრის არყოფნაზე ისედაც ვიცით.

ხვიჩა და ფაბიან რუისი. "ნაპოლიში" ერთი რომ მივიდა, მეორე - წავიდა. ნაკრებში ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან

L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა(პსჟ):

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონელმა საქართველო-საბერძნეთის ფინალი განსაჯა).

ქართველების სხვა მატჩები:

ატალანტა - შტურმი (ოთარ კიტეიშვილი) 5:0;

სლოვანი (გურამ კაშია) - შტუტგარტი 1:3.

დღეს, 21:45 სთ. გელზერკირხენი (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა):

შახტარი (ირაკლი აზაროვი) - ბრესტი.

დაგლიჯე
"ენაბინძურო" - :))))))))
ანაგელი
სიმონამ მსოფლიოს ფინალიც იმსაჯა, მაგრამ ბოლო დროს გერმანელებს აწყენინა და აღარ ჩანდა ჰორიზონტზე
მირო
ენაბინძურო იასონა და მაგისთანა სხვებო,გეტყობათ რომ ფეხბურთის ბაიბურში არა ხართ.იასონას შეიხები არ უყვარს სხვა მილიარდერებს კი არ ერჩის რატომღაც.ჯერ ერთი,სლოტს ჯერ დასამტკიცებელი აქვს,თვითონ არისვშემოქმედი,თუ კლოპის მომზადებულზე ცეკვავს ჯერ კიდევ.როგორ შედიძლება ის გვარდიოლას,ანჩელოტის და სხვა პროფესიონალებს შეადარო.ჯერ მოიპოვოს ტიტულები.შრიხები არ გვაინტერესებს ჩვენი სიამაყე რომ იყიდეს იმუტომ დხა არა შეიხები რომ არიან იმიტომ და ამიტომაც გვინდა პსჟ-მ წარმატებებს მიაღწიოს.ხალხი გულზე სკდება ხვიჩას წარმატებებით და აშკარად ვერ მალავენ შურს მის მიმართ.ასეთი ხალხი ძალიან მდაბიო,უღირსი და სამარცხვინო ხალხია.
zura222
მანდ მხოლოდ ფულის საშოვნელად წავიდა კვარა. ამ სეზონში მაგას არავინ არ ათამაშებს და სუ ზამენაზე იქნება.
Zizu
კლოპზე,გუარდიოლაზე და ანჩელოტიზე რო მაგას იტყვი,მსოფლიოში საუკეღესო მწვრთნელებზე,აბ შენ ფეხბურთის რამე გაგეგება?რამდენმა მწვრთნელმა ვერ ივარგა,რომელსაც ცარსკვლავები ყავდა გუნდში..წადი ბიძია ბალეტს უყურე
ლშა
რეებს იგონებ ? კვარა სანამ იყიდეს ყველამ ვიცოდით რომ ფეიო ოფამდე ლიგაზე ვერ ითამაშებდა . დაიმატეს ზუსტად ფლეი ოფში გასაძლიერბლად . ორი მატჩიდან ერთს ვერ მოიგებს პსჟ ?
იასონას უდარი
თუ პსჟ არ ვქომაგობ ე.ი. პატრიოტი არ ვარ? რა შუაშია პსჟ პატრიოტობასთან? და კიდევ,თუ ხვიჩა თამაშობს იქ და ამის გამო ჩემს თავს უნდა გადავახტე,ავდგე და პსჟ ვუქომაგო? რატომ არ გაითვალისწინა ხვიჩამ ჩემი აზრი? მე ვინ ჯანდაბა ვარ ხო? ხოდა თუ ვინ ჯანდაბა ვარ,არ გკიდიათ ვუქმაგებ თუ არა პსჟ? მკიდიათქო ვთქვი და მეტი რაღანაირად დავანებო თავი ხვიჩას? აგერ პსჟ და სიტის ამბები მიმიოიხილა ავტორმა და მე ლივერპულზე დავწერე) რაც შეეხება ნაკრებს,ხვიჩა არ თამაშობდა და მაინც ვქმაგობდი,მნიშვნელი არ აქვს ვინ იქნება ნაკრებში,მაინც ვუქომაგებ. სახელები არ მაინტერესებს ნაკრებში მოთამაშე ხალხის,ჩემს ქვეყანას და ნაკრებს ვქომაგობ. თუ არ მოგწონთ ჩემი აზრი,გაატარეთ და დაყენდით,რომ შემომიხტებით ხოლმე კომენტარზე,თითქოს აზრს შემაცვლევინებთ.
გია პაპა
დისლაიკის დამწერებო, ვინ ხართ? რა რჯულის და მოდგმის ხალხი ხართ? თქვენ შეგ#ათ პაპა კარლომ!
ზურა
რაებს იწერები შენ ვიღაცა ხარ რაცარუნდა იყოს ქართველი თამაშობს და პატრიოტი იყავი დაანებეთ ამ ხვიჩას თავი ის ჭკვიანი ბიჭია და დადებს შედეგს თქვენ რაგი და ეხლა გადავიდა გუნდში და ლიგის მოგება გიბდათ თუ რახდება რო გახდებით ფეხბურთის ექსპწრტები
guga
ძალიან უგზო-უკვლო წიაღსვლები გაქვს აი.
იასონას უდარი
შეიხის მოფსმულმა გუნდებმა ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდეს თავი,შეიძლება ერთერთი ან ორივე ჩარჩეს ამ ეტაპზე.ხოდა უფრო გასაკვირია ხვიჩას აქ წასვლა,თან ვერც თამაშობს ორ თამაშში. თუ ლიგიდან ამ ეტაპზე გავარდა პსჟ,ენრიკეს გაუშვებენ ან ახლავე ან სეზონის ბოლოს,მერე ახალი მწვრთნელი მოვა და ახალი ხედვა მოყვება.პსჟ არის და არა სხვა გუნდი,ისურვებს მწვრთნელი და მოყავთ,ხოდა ამიტომაც არის ბარდაგი.მე თუ მკითხავთ,მწვრთნელი არ უნდა ინიშნებოდეს თუ არსებული შემადგენლობისთვის გეგმა და მონახაზი არ აქვს.აი,როგორც არნე შლოტი აკეთებს ლივერპულში,სხვის გუნდში მივიდა და რა შედეგი დადო უკვე,ერთი კოჭლი კიეზა დაიმატა და იმასაც ვერ იყენებს სათანადოდ. აი,ეს არის მწვრთნელობის მასტერკლასი,ვის შეუძლია იგივე? კლოპს,მოურინიოს,გვარდიოლას თუ ანჩელოტის? მგონია რო არცერთს,თუ დიდი ფული არ დახარჯეს,ვერაფერს იგებენ და ძალიან ცუდი შედეგები აქვთ. საერთოდ უცნობი კაცი იყო ეს შლოტი,მარა მაგარი კი გამოდგა. ეს არის მწვრთნელობა და არა მილიარდების ხარჯვა უპრაგონოდ,ასე ტიტულის ყიდვა.ისიც სათქმელია რო კლოპმა ძალიან კარგი გუნდი დაუტოვა,თუმცა მაინც სხვისი გუნდია.კლოპის გუნდს იმაზე კარგად იყენებს,ვიდრე ამას თავად კლოპი აკეთებდა. შეტევაც იცის ამ კაცმა,თავის დაცვაც და ბურთის კონტროლი,ეს ბოლო ორი კლოპმა არ იცოდა და ამიტომაც წააგო ბევრი ფინალი. ისიც სათქმელია რო ამ საუკუნეში ლივერპულს ერთი ბენიტესი ყავდა და მეორე კლოპი,ისინი ლეგენდები არიან უკვე და შლოტს დაველოდოთ,სადამდე წაიყვანს გუნდს.აი,პსჟ რას იზავს მაგარი მკიდია,შეიხის მოფსმული გუნდი მადარდე ახლა რა
მ.ზ.
გამწარებულია პსჟ-ს ხელმძღვანელობა,კვარაცხელია ნაყიდია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისათვის,გასაძლიერებლად გუნდის შეტევისა.ნაპოლიმ ყველაფერი გააკეთა რომ გაეჭიმა ტრანსფერი,პსჟ-ს მხოლოდ თებერვლის დასაწყისში აქვს დებულებით სამი ფეხბურთელის დამატების უფლება,ჩემპიონთა ლიგაში შემდგომ ეტაპზე მონაწილეობისთვის და ისიც თუ გავიდა,ამისთვის კი ან მანსიტის ან შტუტგარტის უნდა მოუგოს,გამსვლელი ქულები 25 გუნდში ალბათ10-11-12 ქულიდან დაიწყება.3 სექტემბრამდე 24 წლის, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მონაწილეობისთვის გუნდებმა უკვე შეიტანეს მოთამაშეთა სიები,პსჟ-ს ნაპოლის მაინცგამოჰკრა ფეხი,სეზონის დასაწყისში რომ წასულიყო ქართველი....
leonsio-s
ორი ავტოგოლი მთლად დააკვდებოდა!
kaxi
საქართველო არის ტალანტების და ნიჭიერი ხალხის ადგილი,ერთი დიდი მინუსი გვაქვს,ვერ ვიტანთ ერთობას ვკორტნით ერთმანეთს.ყველას პირველობა უნდა. მუდამ უცხოელების სამსახურს ვეძებდით და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფალს ხან სტამბოლში ვაბეზღებდით ხან ისპაჰანში. ამხელა ისტორია გვაქვს და იქედან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ რომ განვითარდეთ. ზრდილობა უპირველესყოვლისა...
Achi
Svarka DD:((((
ვაჟა მასწავლებელი
რეალობას აცდენილ რუსებს თავის დროზე ხვიჩას ნაპოლიში გადასვლა თავიანთი "ფეხბურთის დონის" დამსახურება ჰგონიათ და ამიტომ ნაპოლის თავიანთ "კოლმეურნეობის კანტორად" მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, ხან ერთ და ხან მეორე ფეხბურთელზე ავრცელებენ ჭორს, რომ "ნაპოლი ინტერესდებაო აღნიშნული ფეხბურთელითო" (იქნებ მართლა მიაქციონ ყურადღებაო-ს მიზნით), რასაც ნაპოლის ხელმძღვანელობა პასუხობს, რომ "ტყუილია და პირველად ესმით ეს ინფორმაცია". დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნაპოლი კვარას შემცვლელად ვიღაც მახაჩყალელ ფეხბურთელს მიიჩნევს, რაც ნაპოლელებმა სასწრაფოდ უარყვეს. მოკლედ ხვიჩას ყველა შინაურიცა და გარეულიც რაღაცას "ედავება". ხვჩას არავისი ვალი არა აქვს ღმერთისა და მშობლების გარდა. წარმატებები საფრანგეთში ერთ-ერთ ქართველ მუშკეტერს.
G.A.L.
ძალიან კარგია შეტევის ხაზში ამდენი კარგი იგროკი რომ არის. კონკრეტულად ბარკოლა ხვიჩას პოზიციაზეა. მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭს ბევრი ოფლის დაღვრა ძირითადისთვის ბრძოლაში. რაც ძალიან კარგია მისი შესაძლებლობების და კლასის ზრდისათის. რაც შეეხება "ნაპოლის"?! დღეს ხვიჩა და უწინ მარადონას გამო ვგულშემატკივრობდი. მათ გარეშე "ჭარხლის სალათივითაა", გინდ ყოფილა, გინდ არა! კონტეს ფეხბურთი არსად არ გამოირჩეოდა სანახაობით. ყველგან შედეგზე ორიენტირებილი და ამისთვის მოედანზე ყველაფრის მკადრებელი გუნდი ჰყავდა. ძველებს ემახსოვრებათ, მოსკოვის "ლოკომოტივი", უსახური და არაფრისმთქმელი ფეხბურთით. ბეი-ბიგის მასტერკლასი! იგვეა დღეს კონტე. კარგია ხვიჩამ თავი რომ დააღწია. კონტე მას მორბენალ (პახარ) რობოტად გადააქცევდა!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ხვიჩას!!!
ლეონსიო
სიტის ავტოგოლით მოიგოს, ეგ იქნება კარგი ვარიანტი))
jeremo
ვეღარ ვხვდები პსჟ-ს მოგება გამიხარდეს თუ წაგება?დდდ თუ მოიგო და ბარკოლამ და ზოგადათ შემტევებმა იფრინეს, ხვიჩას ყურყუტი მოუწევს თავის შანსის მისაღებად, თუ წააგეს კიდევ ლიგის გარეშე დარჩებიან და მარტი ლიგა1-ის სვარკას რა უყურებს.
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია