გუშინ, თბილისსა და რუსთავში დაწყებული საქართველოს თასის გათამაშების მატჩები დღეს, თელავსა და ტყიბულში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგისაა, ხოლო 5 – “ა” ლიგის. გუნდები მერვედფინალში არიან დაწყვილებულნი და ერთმანეთში საუკეთესოს გამოსავლენად 2-მატჩიან სერიას მართავენ. იანვარში სწორედ მერვედფინალური სერიის მატჩებია დაგეგმილი და წყივლები ჯერ პირველ მატჩებს მოილევენ, ამ თვის ბოლოსკენ კი საპასუხო შეხვედრებსაც ჩაატარებენ, რის შედეგადაც 8 მეოთხედფინალისტი გამოვლინდება.

როგორც ჩანს, თასის გათამაშებაში მონაწილეობით სუპერლიგის გუნდებთან შეხვედრა “ა” ლიგის წარმომადგენლებისთვის დიდი სტიმულია. გუშინ დაფიქსირდა გვარიანი სენსაცია, როცა ქვედალიგელმა “რუსთავმა” სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც პირველობისთვის მებრძოლი თსუ 12 ქულით დაამარცხა. დღეს კი თელავში “ბურჯმაც” გამოიღო ხელი და სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ ვსა-ს ფრე ეთამაშა.

ფრე კალათბურთში? შესაძლებელია, როცა გუნდებს შორის 2-მატჩიანი სერია იმართება და საუკეთესო 2 მატჩის ჯამში ირკვევა. ასეთ დროს დამატებითი დრო, ანუ ოვერტაიმი მხოლოდ 2 მატჩის ჯამში ფრის შემთხვევაში ინიშნება. ანუ პირველი მატჩი როგორც არ უნდა დასრულდეს, დამთავრდება და საპასუხო შეხვედრაში დაფიქსირებული სხვაობის გათვალისწინებით ვლინდება საუკეთესო. თელავის “ბურჯისა” და ვსა-ს მატჩი 76:76 (სტატისტიკა) დასრულდა და საპასუხო შეხვედრაშიც თუ თანაბარი ანგარიში იქნება, შემდეგ დაინიშნება ოვერტაიმი.

რაც შეეხება დღეს გამართულ მეორე მატჩს, რომელშიც სუპერლიგის გუნდები ხვდებოდნენ, ანგარიშში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ტყიბულში “ორბმა” “ბათუმს” უმასპინძლა და თავდაპირველად კი უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 22 ქულით დამარცხდა – 72:94 (სტატისტიკა).

აღნიშნულ წყვილებში საპასუხო მატჩები 25 იანვარს გაიმართება. თუკი ორბი თითქმის უშანსოდ უნდა ჩავიდეს ბათუმში, თელავის “ბურჯი” თბილისში ვსა-სთან მეოთხედფინალში გასვლის შანსით წამოვა. 22 იანვარს თასის გათამაშების მერვედფინალის დარჩენილ 3 წყვილში გაიმართება თამაშები – კასპში “გრიფინი” თსუ-ს უმასპინძლებს, გორში “ივერიონი” კსუ-ს მიიღებს, ხოლო თბილისში დედაქალაქის გუნდები – “ამრა” და “რაში” დაუპირისპირდებიან.

GBF

ვეტერანი
გივის-"რავი" მომეწონა შენი განსაკუთრებით:) ევროთასებზე ფიბა-ევროპამ 2-მატჩა პლეი ოფში შეხვედრის ფრედ დასრულების პრაქტიკა კარგა ხანია დანერგა და თუ შენ რამე / და ვატყობ-საკმაოდ ბევრი/ არ იცი, სანამ გააპროტესტებ, უმჯობესია იკითხო მაინც. არცოდნა-არცოდვაა გივი:) აი უცოდინარობით კი მჯიღზე ცემა ეს სულ სხვაა:)
გივი
არც რუსულ და არც ირანულ სტანდარტებში არ ჯდება
გივი
კალათბურთში ფრე რაც ვცხოვრობ პირველად გავიგე....ევროპის სტანდარტებს კი არა არც აფრიკის სტანდარტებს ექვემდებარება და არც არქტიკის სტანდარტებს....ველოსიპედს იგონებ ან რავი
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა