თასის გათამაშებაში პირველი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მერვედფინალური სერიის მეორე, საპასუხო მატჩში გურჯაანის "დელტამ" 92:65 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისის "ვერა" და მეოთხედფინალში გავიდა. გურჯაანელები იოლი ამოცანის წინაშე იდგნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ "დელტას" სერიის პირველი მატჩი თბილისში 29 ქულით ჰქონდა მოგებული და შინაურ არენაზე რომ ამაზე მეტით წააგებდა, ფაქტობრივად გამორიცხული იყო.

“ა” ლიგის გუნდები კი არიან მაგარ იშტაზე – კასპის "გრიფინმა" და "რუსთავმა" თასის მერვედფინალის პირველ მატჩებში სუპერლიგის ლიდერებს მოუგო, თუმცა ვერა რომ სენსაციის მომხდენი ვერაა, პირველ, თბილისურ მატჩში გამოჩნდა. გურჯაანელებს არც საპასუხო მატჩის მოგება გასჭირვებიათ. სხვაობა 2 ქულა იყო – ამჯერად "დელტამ" 27 ქულით იმარჯვა და თასის გათამაშების საუკეთესო რვეულში პირველმა შეაბიჯა.

გურჯაანელთაგან საუკეთესო იყო ირაკლი სულხანიშვილი, რომელმაც 20 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა მიითვალა საბა ლობჯანიძემ, 14 ქულა ჰქონდა სკილერ პოტერსაც. ვერაში 13 ქულით საბა ნარიმანიძე გამოირჩა, 12 ქულა დააგროვა გიორგი გუგუციძემ.

"დელტა" მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება. მისი მეტოქე "ბათუმისა" და ტყიბულის "ორბს"შორის უნდა გამოვლინდეს. აჭარული გუნდი ნახევრად მეოთხედფინალშია, რადგან სერიის პირველი შეხვედრა ტყიბულში 22 ქულით აქვს მოგებული.

GBF

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა