სუპერლიგისა და თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, “ქუთაისი 2010” მეოთხედფინალში გავიდა. თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისელებმა რუსთავში 12 ქულით წააგეს, რაც გვარიანი მოულოდნელობა გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის გუნდი “ა” ლიგაში ასპარეზობს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს სერიის მოსაგებად საკუთარ მოედანზე 13-ქულიანი მოგება სჭირდებოდათ, რაც მათ გადაჭარბებით შეასრულეს.

პირველი პერიოდი ქუთაისმა 8 ქულით – 34:28 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდი ისე შედეგიანად ჩაატარა, დიდი შესვენებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მასპინძლები 72:42 იგებდნენ და დარჩენილ დროში ამხელა უპირატესობის დამთმობებს არ ჰგავდნენ. ქუთაისელთაგან განსაკუთრებით შედეგიანად ირჯებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელიც რუსთაველია და ქვემოქართლურ გუნდშიც არაერთი სეზონი გაუტარებია. მისი წინამძღოლობით იმერულმა კლუბმა მესამე პერიოდიც მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 40 ქულით იგებდა.

ბოლო პერიოდში რუსთაველებმა ჩამორჩენის შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირეს, ბოლოსწინა წუთზე სხვაობა 20 ქულამდეც დავიდა, თუმცა სენსაციის მოხდენა ქვემოქართლელებმა ვეღარ მოახერხეს და მეოთხედფინალის საგზური ქუთაისელებს დარჩათ. მატჩი საბოლოოდ 108:86 (სტატისტიკა) დასრულდა. გამარჯვებულებს დვალიშვილმა 25 ქულითა და 6 მოხსნით ულიდერა. 24 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 23 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 21-21 ქულით კემდინ კარფმანი და კევონ ვოილსი გამოირჩნენ. 13 ქულა გუგა პატაშურის ანგარიშზეა.

ქუთაისი მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც გორის ივერიონისა და კსუ-ს დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

კიდევ ერთი მეოთხედფინალისტია ზესტაფონის მარგვეთი, რომელმაც საკუთარ მოედანზეც დაამარცხა “ა” ლიგის წარმომადგენელი სოხუმი-საქართველო. ზესტაფონის უკანახაზელმა, სანდრო სანაძემ 41 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 5 პასი მოაყოლა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი (47) ყველაზე მაღალია თასის გათამაშების მატჩებში.

სერიის პირველი მატჩი მარგვეთმა თბილისში 8 ქულით მოუგო სოხუმელებს, საპასუხო მატჩში კი 12 ქულით – 105:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და თასის გათამაშების მეოთხედფინალში დამკვიდრდა. მისი მეტოქე თსუ-სა და კასპის გრიფინის წყვილში გამოვლინდება. კასპელებს პირველი შეხვედრა 4 ქულით აქვთ მოგებული, ხოლო საპასუხო 27 იანვარს გაიმართება.

GBF

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა